ლოს-ანჯელესი მრავალფეროვანი ქალაქია მსოფლიო კლასის ხელოვნებით და კულტურით, ბუნების საოცრებებით და შოპინგის შესაძლებლობით. ჩვენ საშუალებას მოგცემთ ქალაქის დინამიური ინდივიდუალურობა აღმოაჩინოთ:
1. დააკვირდით ვარსკვლავებს გრიფიტის ობსერვატორიაში
გრიფიტის ობსერვატორია საკულტო ძეგლია, რომელიც ლოს-ანჯელესში მოგზაურობისას უნდა იხილოთ. ობსერვატორია სანტა მონიკას მთაზე მდებარეობს და ქალაქზე ულამაზესი პანორამული ხედებით გამოირჩევა. ობსერვატორიის გარშემო 70 სხვადასხვა ტიპის ბილიკია, რომლიც მოვლაც შეგიძლიათ.

2. გაისეირნეთ რუნიონის კანიონის პარკში
RUNYON CANYON PARK – პოპულარულია ტურისტებში, ადგილობრივებსა და ცნობილ ადამიანებში. პარკიდან დაინახავთ ჰოლივუდის საკულტო ნიშანსაც. თუ ლაშქრობას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ აქ დილაობით, მზის ჩასვლისას და უიქენდზე საკმაოდ ბევრი ხალხია.

3. აღმოჩინეთ ვენეციის სანაპირო ზოლის ბულვარი
ვენეციის სანაპიროს ცნობილი ბულვარი ქუჩის შემსრულებლებს და არტისტებსაც შეგახვედრებთ, დააგემოვნებთ ქუჩის კვებას და ეგზოტიკურ სამზარეულოს. 25-ე ქუჩის სიახლოვეს პატარა იტალიასაც აღმოაჩენთ. ვენეციური სტილის არხები აქ 1905 წლიდან არსებობს და იტალიური ქალაქის შთაგონებით შეიქმნა.

4. ტური ხელოვნების გამზირზე
ხელოვნების გამზირი მშვენიერი ადგილია ქუჩის ტურის დასაგეგმად. აქ ბევრი შთამბეჭდავი კედლის ხელოვნება და გრაფიტი შეგხვდებათ. გიდები მოგიყვებიან თითოეული მათგანის შთაგონების შესახებ. ტური დაახლოებით 2 საათს გასტანს.

5. უყურეთ ღია ცის ქვეშ კინოს ჰოლივუდის სასაფლაოზე
“The Hollywood Forever Cemetery” – არამხოლოდ ცნობილი ვარსკვლავების განსასვენებელი ადგილია, არამედ კულტურული მემკვიდრეობის აღსანიშნი ადგილი. ჰოლივუდის გულში მდებარე ეს სასაფლაო 1899 წელს ჩამოყალიბდა და ერთ-ერთი უძველესია ლოს-ანჯელესში. 2002 წლის შემდეგ აქ ღია კინოჩვენებები ეწყობა და შეგიძლიათ სასაფლაოს დათვალიერებასთან ერთად, ფილმსაც უყუროთ.

6. დააგემოვნეთ მსოფლიო გემოები ისტორიულ დიდ ცენტრალურ ბაზრობაზე
ლოს-ანჯელესის ურბანულ პულსში მდებარე ეს ცენტრალური ბაზრობა საკულტო ადგილია საკვების მოყვარულთათვის 1917 წლიდან. ქალაქის მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული სამზარეულოები, გემოები და არომატები ამ ადგილას ერთიანდებიან. გარდა იმისა, რომ ის კულინარიული მიმართულებაა, ერთგვარი ჰაბია კულტურული აქტივობებისთვის, როგორებიცაა ლაივ მუსიკა და საჭმლის ფესტივალები. გირჩევთ ლეგენდარული დონატების დაგემოვნებას.

7. დალაშქრეთ “სიბრძნის ხე”
გრიფიტის პარკის ერთ-ერთი მშვიდი გასაქცევია “სიბრძნის ხე”, რომელმაც პოპულარობა მას შემდეგ მოიხვეჭა, რაც 2007 წელს, დიდი ჰოლივუდის მთის ხანძარის დროს, ერთი რამ იყო ბუნებაში რაც გადარჩა. მას შემდეგ აქ ბევრი მოდის სიწყნარეში დროის გასატარებლად.

8. აღმოაჩინეთ გამოქვაბულები ელ მატადორის სანაპიროზე
ელ მატადორი კლდეებით და უნიკალური ქვის ფორმაციებით გარშემორტყმული სანაპიროა, სამოთხე ფოტოგრაფიის მოყვარული ენთუზიასტებისთვის, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას. მის მონახულებას არ ინანებთ დღის არცერთ მონაკვეთში, მაგრამ “ოქროს საათის” დროს უბრალოდ წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

9. იშოპინგეთ მოდის გამზირზე
ლოს-ანჯელესში ყოფნისას მის ცნობილ მაღაზიათა ერთობლიობას, “Fashion District”-ს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. აქ ყოველდღე სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებებია და საინტერესო ნივთებს ხელსაყრელ ფასში აღმოაჩენთ.











