ზოგადად, არ არსებობს ცუდი დრო პუერტო რიკოში ვიზიტისთვის. საშუალო ტემპერატურა აქ ნებისმიერ სეზონზე 26 გრადუსია. სანაპიროზე გასვლა წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მაგრამ ხანდახან აქ ქარიშხალიც იცის. დეკემბერსა და იანვარში კარნავალების მოწმე გახდებით, აპრილი და მაისი კი უფრო მშვიდი პერიოდებია, ნაკლები ტურისტით. შენი მეგზური გირჩევთ:

დეკემბერი და იანვარი საუკეთესო დროა ტრადიციული პუერტო რიკოს კულტურის შესაგრძნობად

ზამთრის ამინდი პუერტო რიკოში კომფორტულია: ის 21 და 27 გრადუსებს შორის მერყეობს. თუმცა, შესაძლოა გრილოდეს დილით ადრე და მზის ჩასვლის შემდეგ. ამ დროს იცის ხანდახან მოკლე წვიმებიც. პუერტო რიკოში შობის ყველაზე გრძელვადიანი აღნიშვნით გამოირჩევიან. კუნძული ამ დროს სრულად არის მორთული საახალწლოდ და ქუჩებში ტრადიციულ მუსიკაზე ხშირად ცეკვავენ. ამასთან, დეკემბერსა და იანვარში აქ ბევრი ადგილობრივი ფესტივალი ტარდება, რომლის დროსაც გემრიელ ადგილობრივ სამზარეულოს დააგემოვნებთ. პუერტო რიკოს მთავარი სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება, მაგრამ ზამთარი ტურისტული პერიოდის დასაწყისი არის ხოლმე.

თებერვალიდან მაისამდე საუკეთესოა დროა იმოგზაუროთ კუნძულის გარშემო

პუერტო რიკოში გაზაფხულზე საშუალო ტემპერატურა 25 გრადუსია. გაზაფხულს მოაქვს წვიმები და იდილიური ამინდები სანაპირო დასვენებისთვის თუ სალაშქროდ. ატლანტის ოკეანეც და კარიბის ზღვაც წლის ამ პერიოდში მშვიდია, ამიტომაც ბევრი ადამიანი ეფიცხება მზეს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საუცხოო ამინდებს იაფად მიიღებთ. თებერვალი ცნობილია თავისი კარნავალითაც. იდეალური დროა ეწვიოთ სხვადასხვა ქალაქებს, მათ შორის სამთო სოფლებს.

ივნისიდან აგვისტომდე საუკეთესო დროა სანაპიროებისთვის

ამ დროს ტემპერატურა 32 გრადუსს აჭარბებს, ბავშვებს სასკოლო არდადეგები აქვთ და ღამის გართობაც აქტუალური ხდება. კარიბის სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით, პუერტო რიკოს სანაპიროები ამ დროს გადავსებულია. ამიტომაც, სანაპიროზე დილით ადრე უნდა გახვიდეთ. ადგილობრივებს თან საგზალი მოაქვთ და წყალთან დიდ დროს ატარებენ. ეს სეზონი მშვენიერია მის კუნძულებზე გადასასვლელად. გირჩევთ ვიეკესს, კულებრას, პალომინოს და გილიგანს.

აგვისტოდან ოქტომბრამდე საუკეთესო დროა ფულის დასაზოგად

გვიან ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე პუერტო რიკოში ქარიშხლის სეზონი იწყება. ტემპერატურა თავის მაქსიმუმს აღწევს, წვიმა უფრო ხშირია, პუერტო რიკოში მოგზაურობა კი წლის ამ დროს ყველაზე ბიუჯეტური. აუცილებლად წაიღეთ საწვიმარი, ქოლგა და შესაბამისი ფეხსაცმელი.

ნოემბრიდან თებერვლამდე საუკეთესო დროა სერფინგისთვის

ეს პუერტო რიკოს სერფინგის სეზონია. რინკონს საუკეთესო სანაპიროები აქვს სერფინგისთვის შესაფერისი ტალღებით. დამწყებებისთვის კარგია მარიას სანაპირო, ტრე პალმასი და პატარა მალიბუ კი იდეალურია მცოდნეებისთვის. მაგრამ, არ აქვს მნიშვნელობა სად გამოსცდით სერფინგს, ზამთრის სეზონი პუერტო რიკოში საუკეთესო ტალღებს გვთავაზობს.