ურუგვაის სიცოცხლით სავსე დედაქალაქი შესაძლოა პატარაა, მაგრამ ბევრ რამეს იტევს. ეს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ნამდვილად აღმოსაჩენი მარგალიტია. ის მის უახლოეს მეზობელს ბუენოს აირესს სიდიდით და ხმაურით კი ჩამოუვარდება, მაგრამ ამ პატარა საპორტო ქალაქს, ესპანური და პორტუგალიური გავლენების წყალობით, მდიდარი კულტურა აქვს. მეგობრული ადგილობრივები კი სიამოვნებით გაგიზიარებენ ყველაფერს. ძველებური კაფეები, ტანგოს პერფორმანსები და ფერადი ბაზრები – მონტევიდეო მრავალფეროვანი, ლათინო ატმოსფეროთი ნამდვილად გააოცებთ. შენი მეგზური გირჩევთ თუ რატომ უნდა ეწვიოთ მას.
1. გაივლით ყველაზე გრძელ ბულვარში
თუ სეირნობა გიყვართ, მონტევიდეოს წყლისპირა ბულვარი, რამბლა თქვენთვისაა. აქ 30 კმ სიგრძის ბულვარია გადაჭიმული, მსოფლიოში ყველაზე გრძელი უწყვეტი საფეხმავლო ბილიკი. განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლისას.

2. მიიღებთ ადგილობრივი, უნიკალური ბაზრობების გამოცდილებას
უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, ბაზრობების მონახულება იდეალური გზაა ავთენტურ ატმოსფეროში ჩასაძირად. შაბათობით მის ცენტრალურ მოედანზე ანტიკურ ნივთებს ყიდიან, მათ შორის ვინტაჟურ ჭურჭელს. კვირაობით კი ფლი მარკეტი არ უნდა გამოტოვოთ. კორდონის გამზირზე მდებარე ეს ბაზრობა ქვეყანაში უდიდესია.

3. მიირთმევთ გემრიელი ხორცის კერძებს
არგენტინელი მეზობლების მსგავსად, ურუგვაელებსაც ძალიან უყვართ ხორცის კერძები, განსაკუთრებით საქონლის. დელ პუერტოს ბაზარი გემრიელი ლანჩის მისართმევად საუკეთესო ადგილია. მის ღია ობიექტებში სხვადასხვა ტიპის ხორცის სხვადასხვაგვარ კერძებს ამზადებენ.

4. დაათვალიერებთ ძველ ქალაქს
დიდი ბულვარებით, არტ დეკოს შენობებით, შთამბეჭდავი კათედრალებით და მოედნებით დამშვენებული მონტევიდეოს ძველი უბანი ხეივნების ლაბირინთს წარმოგვიდგენს საყვარელი კაფეებით, გემრიელი რესტორნებით და ბუტიკებით. მათ შორისაა მეტროპოლიტანის კათედრალი, ურუგვაის ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრი სოლისი და დამოუკიდებლობის მოედანი.

5. იცეკვებთ ტანგოს როგორც ადგილობრივი
ურუგვაის და არგენტინას “მსოფლიოს ტანგოს დედაქალაქსაც” კი უწოდებენ. იუნესკომ წოდება ორივე ქალაქს მიანიჭა. აქ შეძლებთ ულამაზესი ტანგოს ცეკვის ხილვას და თავადაც გამოცდით ტანგოს ნამდვილ ნაბიჯებს, განსაკუთრებთ კლუბებში.

6. დალევთ მატეს
აქ ჩამოსვლისას დაინახავთ, რომ ყველა ადგილობრივს ხელში ურუგვაის ყავა “მატე” უჭირავს. ეს კოფეინით მდიდარი მცენარეული სასმელია, რომელსაც მცენარე იერბასგან აკეთებენ. აქ მატე არამხოლოდ სასმელი, არამედ სოციალური განაცხადია.











