პუერტო რიკო ამერიკის გამორჩეული კუნძულია, სადაც დაგხვდებათ სანაპიროები, მუზეუმები და ღამის ცხოვრება. შენი მეგზური აქ მოსანახულებელ საუკეთესო ადგილებს გირჩევთ:
LOÍZA/ლოიზა
საუკეთესო ლაივ მუსიკისთვის
ლოიზაში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია ლაივ მუსიკით დასატკბობად. ზოგიერთ ბარში შეძლებთ ფლამენკოს მოცეკვავეების შესრულების ნახვასაც.

ISLA VERDE/ვერდეს კუნძული
საუკეთესო ადგილობრივი ლუდისთვის
ვერდე ცნობილია ლუდის მრავალფეროვნებით, როგორც ექსპორტირებულით, ისე ადგილობრივად მოხარშულით. აქ ლუდს სხვადასხვა გემოებითაც ამზადებენ, მაგალითად მანგოთი და ესპანური ლაიმით.

SANTURCE, SAN JUAN/სანტურსი, სან ხუანი
საუკეთესო ქუჩის ხელოვნებისა და მუზეუმებისთვის
ცენტრალური ლოკაციის, მისი მუსიკასთან და კულტურასთან მჭიდრო კავშირის წყალობით, სან ხუანის სანტურსის უბანი დიდიხანია რაც კრეატიული თავშეყრის ადგილია. ყოველწლიურად აქ გრაფიტის არტისტები ფესტივალში მონაწილეობენ და ქუჩებს წვეულება მოიცავს. შენობები პუერტო რიკოელი და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ხელოვანების ნამუშევრებით ირთვება. ამასთან, სან ხუანის ეს უბანი საუკეთესოა საინტერესო მუზეუმებით. აქ მდებარეობს პუერტო რიკოს ხელოვნების და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები.

OLD SAN JUAN/ძველი სან ხუანი
საუკეთესო ტერასული ბარებისთვის
ძველი სან ხუანი თითქმის ყველა კუთხეში მოგანდომებთ ფოტოს გადაღებას. აღსანიშნავია, რომ ქალაქის შენობების ტერასებზე საკმაოდ ტრენდული ბარებია განთავსებული და ფანტასტიკურ მზის ჩასვლას გვპირდებიან. მოინახულეთ მე-16 საუკუნის ციხესიმაგრე, რომელიც სანაპიროს გადაჰყურებს და გემრიელი პინა კოლადათი, რომელიც კუნძულის ეროვნული სასმელია, შეაფასეთ ქალაქის არქიტექტურა.

ARECIBO/არესიბო
საუკეთესო ისტორიისთვის
ეს პუერტო რიკოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია. 1616 წელს დაარსებული არესიბო რამდენჯერმე განაახლეს. ის მნიშვნელოვანი ასტრონომიული აღმოჩენების ადგილიცაა.

EL YUNQUE/ელ იუნკი
საუკეთესო ბუნებაში ცურვისთვის
ეს ეროვნული ტყე ერთადერთი ტროპიკული ჯუნგლებია აშშ-ს ეროვნულ ტყის სისტემაში. ის სამოთხეა იშვიათი სახეობის ორქიდეებისთვის, მდინარის ბინადრებისთვის და თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის. დალაშქრეთ მისი ბილიკები და გაგრილდით პატარა ჩანჩქერებთან.

EL POBLADO, CABO ROJO/ელ პობლადო, კაბო როხო
საუკეთესო წვეულებებისთვის
ელ პობლადო ნიშნავს “ქალაქის მოედანს” და სამუშაო დღეებში ის სანაპირო ქალაქის მშვიდი ადგილია, უიქენდებზე კი მასიურ ღია ცის ქვეშ წვეულებებად იქცევა: ლაივ მუსიკით, კარაოკეთი და გემრიელი ქუჩის კვებით. შეგიძლიათ იცეკვოთ შუაგულ ქალაქში.

BAHÍA MOSQUITO, VIEQUES/ბაჰია, ვიეკესი
საუკეთესო მაგიური ხედებისთვის
ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უჩვეულო ადგილია, რადგანაც მისი სანაპირო მილიონობით მიკროორგანიზმის წყალობით, რომლებიც აქ სახლობენ, ლურჯად ბრწყინავს. დაჯავშნეთ ღამის ტური კაიაკით ან ნავით.











