ტუნისს 1400 კმ სიგრძის შთამბეჭდავი სანაპირო ზოლი აქვს, გრძელი ქვიშიანი ნაპირებით. შენი მეგზური 5 საუკეთესო მათგანს გირჩევთ:
1. SIDI BOU SAID: საუკეთესო სანაპირო ჩრ. აფრიკული ატმოსფეროთი
ეს სანაპირო მთელ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. ქალაქს მრავალფეროვანი არქიტექტურული სტილი აქვს, ის ერთგვარი მიქსია ოტომანურის და ანდალუსიურის. დედაქალაქიდან 20 კილომეტრში მდებარე ეს მძინარე სათევზაო სოფელი ევროპელებმა მე-19 საუკუნეში გაარომანტიზეს და მისი ხასიათი დღემდე შემორჩენილია. სიდი ბუ საიდი დღეს ჩრ. აფრიკულ ფანტაზიას აღვიძებს, ვიზიტორებისთვისა და ტუნისელებისთვისაც. მისი სანაპირო კლდის ფონით, მშვენიერი ადგილია მზის ჩასვლის ფოტოების გადასაღებად.

2. კელიბია (KELIBIA)
კელიბია მნიშვნელოვანი სათევზაო პორტია სამოთხისებური სანაპიროებით და თეთრი ქვიშით. მისი ანტიკური ციხესიმაგრე კი მის ისტორიულ წარსულზე გვიყვება. კელიბია სტრატეგიული მდებარეობის გამო ყოველთვის გამორჩეულ ლოკაციას წარმოადგენდა.

3. კაპ სერატი (PLAGE CAP SERRAT)
ჩრდილოეთ ტუნისის სანაპირო ზოლი უფრო ხმელთაშუაზღვიურ არმოსფეროს ქმნის, ფირუზისფერი წყლით და ველური ნაპირებით. აქ შეძლებთ დატკბეთ ფანტასტიკური, განცალკევებული სანაპიროებით. თუ ტუნისში ეძებთ სანაპიროს, რომელიც გადატვირთული არაა და სხვებს არ გავს, კაპ სერატს გირჩევთ. თუ სნორკელინგით ხართ დაინტერესებული ამ სანაპიროზე მასაც გამოცდით.

4. ჯერბა (RAS RMEL PENINSULA, DJERBA)
ტუნისის სამხრეთით მდებარე კუნძული ჯება ეთნიკურ მრავალფეროვნებას წარმოგვიდგენს. ასევე მშვიდ თანაცხოვრებას სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის. მისმა მდიდარმა კულტურამ და არქიტექტურამ მისი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანას შეუწყო ხელი. ჯერბას სანაპირო ცნობილია იდილიური ქვიშანი ნაპირებით, პალმებით და ვარდისფერი ფლამინგოებით, რომელთა დანახვაც აქ დეკემბრიდან მარტამდეა შესაძლებელი.

5. მაჰდია (CAP AFRIQUE, MAHDIA)
ეს ისტორიული სანაპირო გამოირჩევა კედლებით, რომელიც მას საზღვაო შეტევებისგან იცავდნენ. დატკბით ზღვის ხედებით და ადგილობრივი პიტნის ჩაით.











