სინგაპურის შედარებით მცირე ზომა შეცდომაში ნუ შეგიყვანთ. არაჩვეულებრივ საკვების ბაზრობებს, რესტორნებს, კულტურულ სიმდიდრესა და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს შორის, აქ ბევრ აქტივობას გამოცდით.

1. მიირთვით მეტი ადგილობრივი კერძი

სინგაპური ცნობილია ავთენტური სამზარეულოთი. აქ მრავალფეროვანი და იაფი ქუჩის თუ სარესტორნო კვებაა. დააგემოვნებთ ნუდლს, ქათამს ბრინჯით და აშ. მათი კულინარიული საგანძური კულტურულად ისეთი მნიშვნელოვანია, რომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შედის.

2. აღმოაჩინეთ სინგაპურის ისტორია მის საუკეთესო მუზეუმებში

მუზეუმების მოყვარულებს აქ მოგზაურობა ნამდვილად მოეწონებათ. ქვეყნის უძველესი მუზეუმია სინგაპურის ეროვნული მუზეუმი შთამბეჭდავი მულტიმედია გამოფენებით. გასაოცარია მისი გალერეა, რომლის კედლებშიც ერთ დროს ქალაქის მერია და სასამართლო იყო; დღეს კი სამხრეთ აზიის მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები ინახება. მათ, ვისაც მეორე მსოფლიო ომის ისტორია აინტერესებს, სენტოსას კუნძულზე საუცხოოდ შემონახული სანაპირო ციხესიმაგრე შემოგეგებებათ: სილოსო.

3. დატკბით სინგაპურის საკულტო ცათამბჯენით ნავსადგურიდან

სინგაპურში ყოფნას მაშინ შეიგრძნობთ, როცა მის საკულტო არქიტექტურას ნავსადგურიდან დაათვალიერებთ. წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ტერიტორია 2010 წლამდე ცარიელი იყო.

4. აღმოაჩინეთ სინგაპურის ისტორიული უბნები

სინგაპურის ისტორიული უბნები ბრიტანული კოლონიზაციის პოლიტიკის ნაყოფია, როცა მოსახლეობა სხვადასხვა გამზირზე მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით გაანაწილეს. მდინარის ნაპირას მდებარე ფერადი ჩაინათაუნი საყდრების, მაღაზიების და ტრენდული ბარების მიქსს წარმოგვიდგენს. კამპონგ გელამი სულთანის სასახლის გარშემო მდებარეობს და აქ გასაოცარ მეჩეთს იხილავთ. პატარა ინდოეთის ქუჩებში კი არომატული სუნელები და ხალხმრავლობაა. ტიონგ ბაჰრუ სინგაპურის ის უბანია, სადაც ტრადიციები თანამედროვეობას ერწყმის.

5. დაისვენეთ სინგაპურის საოცარ ბაღებში

სინგაპურის “ბაღების ქალაქი” 400 პარკს და მწვანე სივრცეს აერთიანებს. ის სინგაპურის ინოვაციური პროექტია, მათ შორის ფოტოგენურიც. გირჩევთ მოინახულოთ სინგაპურის ბოტანიკური ბაღებიც. აქ აღმოაჩენთ ეროვნულ ორქიდეების ბაღსაც.

6. შეიგრძენით ღამის ცხოვრება სინგაპურის მდინარის სიახლოვეს

სინგაპურის მდინარე აქ მნიშვნელოვანი არტერიაა, რომელიც ღამით გართობის ადგილად იქცევა. აქ მდინარის პირას მდებარე პაბებში დატკბებით სასმლით და წყლის ხედებით. უკეთესი გამოცდილებისთვის გაყევით კრუიზზ.

7. გაატარეთ დღე სინგაპურის ველური ცხოვრების შეცნობაში

სინგაპურში მანდაის ველური ნაკრძალი მდებარეობს და ბუნების საოცარ ხედებს გვთავაზობს. ეწვიეთ ცნობილ სინგაპურის ზოოპარკს, საფარის, ჩიტების სამოთხეს. ვისაც წყლის ბინადრები უყვარს, მოინახულეთ მათ ოკეანარიუმი.

8. დალაშქრეთ სინგაპურის ბუნების ბილიკები

ბუნების მოყვარულებმა სინგაპურის შთამბეჭდავი ბილიკები აუცილებლად უნდა მოინახულონ. მაგალითად, 10 კმ სიგრძის სამხრეთ რიდჯი (Ridges) პანორამული ხედებით. ასევე ბილიკით შეგიძლიათ მოინახულოთ სინგაპურის უმაღლესი მწვერვალი ბუკიტ ტიმაჰის ეროვნულ ნაკრძალში.

9. ეწვიეთ სინგაპურის კუნძულებს

თუ გსურთ, რომ სინგაპურის ცათამბჯენებს გაექცეთ, მოახტით ნავს და გაცურეთ უახლოეს კუნძულზე. სენტოსა ყველაზე მარტივია მოსანახულებლად. იქ მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობები, ქვიშის სანაპიროები, სტუდიები და კაზინოა. უფრო მშვიდი გასაქცევისთვის, ბორანს სამხრეთ კუნძულებზე გაყევით, მაგალითად, სან ჯონის, ლაზარუსის ან კუსუს კუნძულებზე.