ვიეტნამის დედაქალაქში კერძები ძვირი სულაც არაა, თანაც ძალიან გემრიელია. ვიეტნამის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ჰანოის სამზარეულო უფრო სიტკბოსკენაა მიდრეკილი და იყენებს ისეთ ინგრედიენტებს როგორებიცაა: კრევეტები, კიბორჩხალა, მოლუსკები და მიდიები. მის ბაზრობებზე და ვიწრო ხეივნებში ასევე აღმოაჩენთ ცნობილ ვიეტნამურ ქუჩს კვებას: ნუდლს, როლებს და ხორცს შამფურზე. რადგანაც ვიეტნამში მოგზაურობისას საკვები მნიშვნელოვანია, ჩვენ ამისთვის ჰანოის საუკეთესო ადგილებს გირჩევთ.
1. Cha ca (თევზი კამით)
ეს თევზის კერძი ნივრითა და კამითაა შეზავებული და ნუდლსთან ერთადაც მიირთმევენ. ჩა კა იმდენად პოპულარული კერძია ადგილობრივებში, რომ ჰანოის ძველ უბანში მისი სახელი ქუჩასაც კი უწოდეს. Cha Ca Thang Long – ბიუჯეტური და პოპულარული ადგილია მის მისართმევად. ღიაა ყოველდღე 10:30-დან საღამოს 9 საათამდე.
მისამართი: 6B Duong Thanh

2. Mien xao luon (გამჭვირვალე ნუდლსი შემწვარი გველთევზათი)
მიენ ხაო ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის გემრიელი ვარიანტია. ის მოიცავს გამჭვირვალე ნუდლს, გველთევზას, კიტრს, კვერცხს და სხვა მწვანილებს. ავთენტური გამოცდილებისთვის მის მისართმევად ამ რესტორანს ეწვიეთ: Dong Thinh Nha Hang Mien Luon. ღიაა ყოველდღე დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე.
მისამართი: 87 Hang Dieu

3. Bun thang (ბრინჯის ვერმიშელი ქათამთან და კვერცხთან)
ამ კერძით დღის ნებისმიერ დროს ისიამოვნებთ. მას 20-მდე ინგრედიენტით ამზადებენ. ჰანოიში ამ საკმაოდ პოპულარული კერძის მირთმევას გირჩევთ ძველ უბანში, რესტორანში სახელად: Quan Bun Thang Ba Duc. ღიაა საღამოს 6-დან 10-მდე.
მისამართი: 48 Cau Go Ward

4. Banh cuon (როლები)
საუზმეზე ან შუადღის ხემსაც, ეს მშვენიერი ვარიანტია. ბან კუონი ხორცის კომბინაციაა: ქათმის, ღორის და კრევეტების, გახვეული სხვადასხვა ინგრედიენტთან ერთად. მას ქუჩის კვების დახლებზეც შეიძენთ. მაგრამ მის მისართმევად საუკეთესო რესტორანია: Banh Cuon Gia Truyen Thanh Van.
მისამართი: 14 P. Hang Ga

5. Banh goi (შემწვარი დამპლინგები)
ჰანოიში მომზადებული დამპლინგები მოიცავს ნუდლს, სოკოს, კვერცხს თუ სეზონურ ინგრედიენტებს. მას ხრაშუნა ტექსტურა აქვს და სპეციალური სოუსი მოყვება.
![]()
6. Xoi xeo (ტკბილი ბრინჯი)
ეს ტკბილი ბრინჯის კერძია სხვადასხვა ტოპინგით, მათ შორის მოხარშული ქათმით, ვიეტნამური ვიჩინით, დამარინადებული ღორის ხორცით, კვერცხით და აშ. ზოგ რესტორანში მას ამზადებენ როგორც დესერტს.

7. Pho xao (შემწვარი ფო)
ფო ცნობილია როგორც ბრინჯის ნუდლსი სუპში, მაგრამ მას მშრალი ფორმითად დააგემოვნებთ, შემწვარს ხახვში, ხორცში და მწვანილში. ზოგი რესტორანი უმატებს კვერცხსაც. გირჩევთ ბიუჯეტურ საოჯახო რესტორანს: Pho Thin 13 Lo Duc Str. ღიაა ყოველდღე დილის 6-დან საღამოს 9-მდე.
მისამართი: 13 Lo Duc Ward

8. Chim quay (ბარბექიუ)
ეს კერძი ჰანოიში ყოფნისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ესაა მწყერის ხორცი სხვადასხვა სანელებლებთან. მას ბარბექიუზე იქამდე წვავენ, სანამ ხრაშუნა არ გახდება.

9. Bun rieu (ბრინჯის ნუდლსი ტომატში)
ბონ რიო წარმოგვიდგენს ბრინჯის ნუდლს კრაბით და კრევეტებით, რომელსაც ტომატის სოუსში ამზადებენ. ადგილობრივები მას საუზმეზე მიირთმევენ. როგორც წესი, ვიეტნამურ ნუდლსის სუპებთან ერთად აუცილებლად მოაქვთ მწვანილის ჯამი, რათა კერძს სურვილისამებრ დაუმატოთ.











