ჰანოიში ქუჩა მეფეა! აქ გამოცდით გემრიელ ქუჩის კვებას ყველა კუთხეში, შეხედავთ მატარებლებს, რომლებიც ვიწრო სახლებში გადიან და ტრანსპორტის მოძრაობას, რომელიც ყველა შესაძლო მიმართულებით მიდის. ამ ვიეტნამური ქალაქის ენერგია და ატმოსფერო 2-3 დღით მაინც უნდა შეიგრძნოთ. ჰანოი ვიეტნამის უდიდესი ქალაქია და აქ ბევრი აქტივობით დაკავდებით.

1. შეუერთდით ჰანოის მოტოციკლეტების ტურს

შეუერთდით მოტოციკლეტების ტურს, რომლის დროსაც გიდები ადგილობრივ ისტორიას გაგაცნობენ. ისინი განახებენ ჰანოის მიღმა მწვანე სივრცეებსაც, რაც საოცარ კონტრასტშია დატვირთულ მეტროპოლისთან.

2. დატოვეთ ბარათი ამ კრეატიულ კაფეში

The Note Coffee – ადგილია, სადაც ყველა სტუმარი თავის სათქმელს ტოვებს. ყავა ჰანოის ცხოვრების სტილია და კაფეტერიებიც აქ საკმაოდ პოპულარულია. ამ კაფეშ კი კედლები ფერადი ხელნაწერი ბარათებითაა მოჭედილი.

3. გაისეირნეთ ჰანოის ძველ უბანში

ჰანოიში ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი თუ მის ძველ უბანს არ ეწვევით. ის ქალაქის უძველესი არეალია, რომელიც 2000 წელს ითვლის. აქ ავთენტურ ადგილობრივ ცხოვრებას საუკეთესოდ შეიგრძნობთ. მის ვიწრო ქუჩებში ნახავთ ძველ სახლებს, ხოლო გზაჯვარედინებზე ადგილობრივებს ველოსიპედებით.

4. მატარებლის ქუჩა

ამ ვიწრო ქუჩაზე, სადაც სახლები და კაფეებია ჩამწკრივებული, სარკინიგზო გზა გადის, სადაც მატარებლები დღეში ორჯერ დადიან. ეს ცნობილი ქუჩა ჰანოის აუცილებლად სანახავი ადგილია. შეგიძლიათ დასხდეთ გარე კაფეში და უყუროთ როგორ გამოივლის მატარებელი.

5. დააგემოვნეთ ყავა

ვიეტნამი მსოფლიოს სიდიდით რიგით მეორე ყავის მწარმოებელია. აქ ყავის სიყვარული ფრანგული კოლონიალიზმის დროს დაიწყო და მას შემდეგ მზარდად პოპულარულია. დააგემოვნეთ ტიპური ვიეტნამური კვერცხის ყავა, რომელიც ყავის ცილისგან მზადდება.

6. ივაჭრეთ ჰანოის ღამის ბაზრობაზე

თუ ჰანოის უიქენდებზე სტუმრობთ, აუცილებლად ეწვიეთ ღამის ბაზრობას ძველ უბანში. აქ იყიდება ყველაფერი, როგორც კერამიკა, ასევე სამოსი. ღიაა საღამოს 6-დან შუაღამის 12-მდე.

7. გაიარეთ ფრანგულ ქუჩაზე

Phan Dinh Phung Street – ქალაქის უდიდესი გამზირია. ეს ფართო ქუჩა სავსეა მაღალი ხეებით და შთამბეჭდავი ვილებით.

8. სან ჟოზეფის კათედრალი

ეს კათედრალი იმ მიზნით ააგეს, რომ პარიზის ნოტრ-დამის სტილი გაემეორებინათ. ის ჰანოის უძველესი ტაძარია. მისი გოთიკური არქიტექტურა მართლაც შთამბეჭდავია. შესვლა უფასოა.

9. ჰანოის ფერადი კედლის მხატვრობა

Hanoi Trompe L’Oeil Murals – ეს ულამაზესი პროექტი, რომელიც ჰანოის ქუჩებს ამშვენებს, სამხრეთ კორეის და ვიეტნამის დიპლომატიური ურთიერთობის აღსანიშნავად შეიქმნა. ნახატები ასახავს ქალაქის ყოველდღიურობას.

10. მოინახულეთ ჰოან კიემის ტბა

Hoan Kiem Lake – ამ ულამაზესი ტბის გარშემო შეგიძლიათ დასხდეთ და დატკბეთ მშვიდი ხედებით. თვალს მოკრავთ ადგილობრივებს, რომლებიც დილის ვარჯიშებით და იოგით არიან დაკავებულნი. ეს სულიერი სამოთხე ცენტრის ქაოსს დაგავიწყებთ.

11. ერთდღიანი ტური ჰა ლონგ ბეიში

Ha Long Bay – ბუნების ერთ-ერთი საოცრებაა, რომელიც იუნესკოს სტატუსს ფლობს და ჰანოიში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ნახოთ. შეუერთდით ნავის ტურს და მოინახულეთ თეთრქვიშიანი სანაპიროები.