ჰანოისთან მდებარე სანაპიროები იდეალურია მათთვის, ვისაც ვიეტნამის დედაქალაქში ყოფნისას სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა სურს. ეს სანაპიროები გთავაზობენ მშვიდ ატმოსფეროს და თვალისმომჭრელ ხედებს, ზღვის პროდუქტების რესტორნებს და სარეკრეაციო ზონებს, ტრადიციულ სახლებს და ისტორიულ ძეგლებს. უიქენდების და დღესასწაულების პერიოდების გარდა, აქ ხალხმრავლობა არაა.

1. დო სონის სანაპირო/Do Son

დო სონი 4 კმ სიგრძის რბილის ქვიშის სანაპიროს წარმოადგენს, ულამაზესი ლანდშაფტით და ვიეტნამის დედაქალაქთან სიახლოვის უპირატესობით. აქ ბევრი რესტორანი, სასტუმრო და კურორტია ხედებით ოკეანეზე და კუნძულებზე. ჰანოიდან ამ სანაპირომდე 2 საათის გზაა.

2. თინ ლონგის სანაპირო/Thinh Long

ნამ დინის პროვინციაში მდებარე ეს სანაპირო ხელშეუხებელ ბუნებას ფლობს, რომელსაც ადგილორივები სტუმრობენ ხოლმე. აქამდე ჰანოიდან 3 საათი დაგჭირდებათ. იდეალურია ქალაქის ქაოსისგან გასაქცევად. სუფთა ნაპირები, გრილი სიო და ნაზი ტალღები კანოეთი სეირნობის საშუალებასაც მოგცემთ. მიირთმევთ ავთენტურ კერძებსაც.

3. ბაი ჩეის სანაპირო/Bai Chay

ეს სანაპირო ქალაქი ჰანოიდან ჩრდილოეთით, 100 კმ-ში მდებარეობს და ზაფხულში ბევრ ადამიანს იზიდავს. ის უახლოესი სანაპიროა საკულტო ჰა ლონგ ბეისთან, სადაც ბევრი კურორტი, რესტორანი და სანაპირო აქტივობის საშუალებაა.

4. ტუან ჩაუს სანაპირო/Tuan Chau

ეს სანაპირო ამავე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობს და თანამედროვე ვილებს, მოდურ რესტორნებს და სარეკრეაციო ზონებს აერთიანებს მათთვის, ვისაც ჰანოის მახლობლად სურს დასვენება. ამ ხელოვნურ კუნძულზე სამხრეთ აზიის უდიდესი გასართობი კომპლექსიცაა, სადაც კინოთეატრი და ლაზერ შოუ დაგხვდებათ. ტუან ჩაუს ასევე მასიური ბოტანიკური ბაღიც აქვს.

5. კატ ბას კუნძული/Cat Ba

კატ ბას კუნძული ერთ-ერთია იმ ბევრ კუნძულს შორის, რომელიც იუნესკოს სიაშია შესული. თითქმის ყველა ტურ კომპანია შემოგთავაზებთ ჰანოიდან აქ ტურებს. მიუხედავად იმისა, რომ კატ ბაზე ბევრი ტურისტული ადგილია, მაინც აღმოაჩენთ რამდენიმე მშვიდ ქვიშიან სანაპიროს.