პოპულარული სერიალის “თეთრი ლოტუსის” მესამე სეზონი ტაილანდშია გადაღებული. მას შემდეგ, რაც სეზონი გამოვიდა, სერიალის ფანები ტაილანდს დიდი ინტერესით აშურებენ. ეს აზიური ქვეყანა ბოლო წლებში ისედაც იხვეჭს პოპულარობას, რასაც HBO-ს სერიალმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი. ჩვენ გირჩევთ იმ ლოკაციებს, სადაც ყოფნისას სერიალის სცენები გაგახსენდებათ:

Bottle Beach, Ko Pha-ngan

ამ სანაპიროს ერთ-ერთი საუკეთესო თვისება განმარტოებულობა და ნაკლები ხალხია. ჯუნგლებით გარშემორტყმული ნაპირი ხელმისაწვდომია მხოლოდ ნავით. მისი მშვიდი ბუნება ცოტა ტურისტით იდეალური ადგილია ცურვისა და სნორკელინგისთვის. ამასთან, აქ კუნძლის ცნობილი წვეულებებიც იმართება.

კრაბის კუნძულები

კრაბის კუნძულებზე ტროპიკული ყვავილები და მდიდარი ჯუნგლები აუცილებლად გეცნობათ სერიალის ხედებიდან. ჩვენ აქ ჩასვლას საოცარი ველური ბუნების დასათვალიერებლად გირჩევთ. დაისვენეთ სუფთა სანაპიროზე, მათ შორის მსოფლიოში ცნობილ რეილეის ნაპირზე.

ანტიკური სათევზაო სოფლები

ფიფის კუნძულები (Phi Phi islands) ტაილანდის ერთ-ერთი ტოპ მიმართულებაა. აქ დაკავდებით სნორკელინგით, მოინახულებთ სუნთქვაშემკვრელ ხედებს და გამოცდით წყლის სხვადასხვა სპორტის სახეობას. მთავარი კუნძულია კო ფიფი დონი.

მარგალიტის კუნძული

Pearl Island – იგივე ნაკა ნოი, მშვიდი კუნძულია, სადაც უნიკალურ და ავთენტურ კულტურას გაეცნობით, მათ შორის ფერმებში. აქ მარგალიტებს მოიპოვებენ და შეგიძლიათ თავად შექმნათ თქვენი მარგალიტის აქსესუარი, ან შეიძინოთ რაიმე სამკაული მათ მაღაზიებში.

Phang Nga Bay

ეს ადგილი ცნობილია იდილიური ზურმუხტისფერი წყლით, ქვის სვეტებით და შთამბეჭდავი ტყეებით. ის განცალკევებული სანაპიროა რიფებით და პატარა კუნძულებით. კაიაკით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ფარული ლაგუნებიც.

ჩაიძირეთ თეთრი ლოტუსის სამყაროში, როცა ტაილანდს ეწვევით. მიიღეთ ინსპირაცია სერიალიდან, ხოლო შენი მეგზური აქ დაუვიწყარ დასვენებას დაგიგეგმავთ.