პორტუგალიას ძირითადად ატლანტიკის სანაპირო ზოლის, ოქროს ქვიშების და ფოტოგენური ქალაქების გამო აკითხავენ. მაგრამ, ზღვისპირა კურორტებს მიღმა, ამ ევროპულ ქვეყანას სხვა საგანძურიც აქვს, კერძოდ კი ტბები. იქნება ისინი ბუნებრივი თუ ხელოვნური, მთებსა თუ ვულკანური კრატერების სიახლოვეს, ყველა მათგანი მოხიბლავს ბუნების მოყვარულებს და ფოტოგრაფიის ენთუზიასტებს. ჩვენ 6 მათგანს გირჩევთ:
ალკუევას დიდი ტბა, ალენტეჯო
პორტუგალიის სამხრეთით მდებარე ალენტეჯოში, ევროპის უდიდესი ხელოვნური ტბა მდებარეობს: Lake of Alqueva. 2002 წელს ის “მდინარიდან იშვა” და დღეს 5 მუნიციპალიტეტს ფარავს. მისი მშვიდი წყლის და ქვიშიანი სანაპიროების წყალობით, ალკუევა პოპულარული მიმართულებაა საცურაოდ, კაიაკისთვის და ნავით გასასეირნებლად.

ფოგოს ტბა
აზორეს არქიპელაგი ქვეყნის ყველაზე ლამაზ ტბებს აერთიანებს. მაგალითად: Lagoa do Fogo, დაცული ბუნებრივი ნაკრძალის შუაგულში მდებარეობს. ვულკანური ამოფრქვევის შედეგად შექმნილი ტბა მშვიდი, კრისტალივით სუფთა და მწვანეა. აქ არანაირი შენობები არ დგას, მხოლოდ ბუნებაა გარშემო.

სეტ ციდადის ტბა
ეს შთამბეჭდავი ტბა (Lagoa das Sete Cidades) ფერთა საოცარი გრადაციით გამოირჩევა. ის ორ ნაწილადაა გაყოფილი: ლურჯ და მწვანე ნაწილებად. სეტ ციდადი საოცარ ხედებს გვთავაზობს პორტუგალიაზე მისი გადმოსახედიდან.

ფერმენტელოსის პატეირა
ეს უზარმაზარი ბუნებრივი ტბაა არამხოლოდ პორტუგალიაში, არამედ მთელ იბერიულ ნახევარკუნძულზე. აგუედას, ავეიროსა და ოლივეირა დო ბაიროს შორის მდებარე ბუნებრივი ლაგუნა ჩიტების მოყვარულებს განსაკუთრებით იზიდავს, რადგანაც აქ მათი მრავალფეროვანი სახეობებია. აღმოაჩენთ ფლამინგოებსაც.

ვილარინო დას ფურნასის ტბა
ეს ტბა მთის მოყვარულებს მოხიბლავს. საოცარი მთებით გარშემორტყმული ვილარინო დას ფურნასი მშვიდი, ისტორიული ადგილია, რომელიც პორტუგალიის ველურ ბუნებას ასახავს.

აზიბოს ტბა
ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე აზიბო დაცულ ტერიტორიებში იმალება. აქ შეგიძლიათ ილაშქროთ, ცხენები გაატაროთ და წყლის სპორტით დაკავდეთ. გარე აქტივობების მოყვარულები განსაკუთრებით ისიამოვნებენ. მშვენიერი ადგილია რელაქსაციისთვის.











