ალენტეჯო სამხრეთ პორტუგალიის რეგიონია, თეთრი სოფლებით და ზეთისხილის ხეებით. მისი ქვაფენილიანი ქუჩები საუკუნოვანი ბრძოლების, აღმშენებლობის და შენარჩუნებული ტრადიციების შესახებ ყვებიან. აქ ვიზიტორები პორტუგალიის სოფლურ მხარეს აღმოაჩენენ, დაცლილს ხალხმრავლობისგან და ჰაერით, რომელიც ველური მცენარეების სურნელითაა გაჟღენთილი.

გაგაცნობთ 6 ულამაზეს სოფელს ალენტეჯოში

მონსარაზი: ციხესიმაგრე, რომელიც ტბას გადმოჰყურებს

მონსარაზი საოცარ პანორამას გთავაზობთ ესპანეთის საზღვარზე. მისი კედლების მიღმა თეთრად შეღებილი სახლები, ბაროკოს ეკლესიები და პატარა ქვაფენილიანი მოედნებია. ტრადიციული სახელოსნოები და საოჯახო რესტორნები ვიწრო ქუჩებზე არიან ჩამწკრივებულნი და გარშემო ახლად გამომცხვარი პურის პურნელი ტრიალებს.

მარვაო: “ზეციური ქალაქი მთებში”

მარვაო შუასაუკუნეების ქალაქია, სადაც შეგრძნება დაგეუფლებათ თითქოს ცას ეხებით. გაისეირნეთ პატარა სოფელში მუხების გასწვრივ. მისი სტრატეგიული პოზიციის წყალობით, მარვაო ერთგვარი აივანია ალენტეჯოზე.

ესტრემოზი: “მარმარილოს და უკვკავი თეთრის ქალაქი”

ესტრემოზის შენობების ფასადები ცის ყველა ტონალობას აირეკლავენ, ქმნიან განსაკუთრებულ ბრწყინვალებას მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს. ქალაქი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ქვედა თანამედროვე უბანი ცოცხალი ბაზრობით და ზედა შუასაუკუნეების უბანი სამეფო ციხესიმაგრით.

ვილა ვიკოსა: “სასახლეები და ცხოვრების ხელოვნება”

ესტრემოზთან ახლოს მდებარე ვილა ვიკოსა მონუმენტური სასახლით და პასტელური ფასადებით გამოირჩევა. ერთ დროს აქ ბრაგანზას დინასტია ცხოვრობა. ის გარშემორტყმულია ელეგანტური ბაღებით და მშვიდი ქუჩებით, სადაც ფორთოხლის ხეებია ჩამწკრივებული. ვილა ვიკოსა ისტორიულ პრესტიჟს და მყუდრო ატმოსფეროს აერთიანებს – კომბინაცია, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

არაიოლოსი: თეთრი ლაბირინთი ფერადი ხალიჩებით

ამ სოფლის თეთრი ფასადები კონტრასტშია ტრადიციულ დიზაინთან. პატარა სახელოსნოებში აქ ხელოსნები და ხელოვანები შუა საუკუნეებისდან მოყოლებული ფუსფუსებენ. აქ ევროპის კიდევ ერთი გამორჩეული სასახლეა. ყველა ნაბიჯზე ანტიკური აზულეჯო, მოხატული კარები ან ქუჩაში გაკიდული მზეს მიფიცხებული სარეცხი შემოგეგებებათ.

მერტოლა: სინათლე გუადიანას ნაპირებზე

მდინარე გუადიანას ველს სოფელი მერტოლა გადმოჰყურებს. მის ვიწრო ქუჩებში ბევრი ცივილიზაციის კვალია აღბეჭდილი. რომაელებმა, მავრიტანებმა და ქრისტიანებმა თაქ თავისი ანაბეჭდი დატოვეს, რაც თაღებში, ანტიკურ მოზაიკებში და ეკლესიებში გამოსჭვივის. მზის შუქზე თეთრი ფასადები ბზინვარებენ, ტერასები მდინარეს გადმოჰყურებენ, კოშკი კი წყალში ირეკლება და წარსულის სიმბოლოს წარმოადგენს. ალენტეჯოს ეს მშვიდი კუთხე ისტორიის და ბუნების ჰარმონიით გაგაოცებთ.