რიო არადეს საპირისპირო სანაპიროზე მდებარე ფერაგუდო, ცოცხალი ტურისტული ჰაბის, პორტიმაოს წინ მდებარეობს. აქ მასშტაბური კურორტები ან ხმაურიანი ბარები არაა, მაგრამ კოხტა სათევზაო სოფელია, რომელიც ტრადიციებსაა მორგებული და ხელშეუხებელი საზღვაო შარმით გვხიბლავს. ფერაგუდო კარგი გასაქცევია, როდესაც პოპულარულ ადგილებზე დასვენება არ გსურთ.

ფერაგუდოს ხეივნებში დრო შენელებულია, აქ სიმდიდრე არ ყვირის და ჩუმი მოედნის გრილ ჩრდილში გრილზე შემწვარ თევზის სურნელს იგრძნობთ. ფერაგუდოს ნავსადგურში ზღვა ყოველდღიური ცხოვრების რიტმს ქმნის. ქვაფენილიან ხეივნებს ნოსა სენჰორას თეთრ ეკლესიამდე მიგიყვანთ, საიდანაც სანაპირო ზოლი, კლდეები და ნავები საოცარ ხედებს ქმნიან. დილაობით დაინახავთ მეთევზეებს თუ როგორ ბრუნდებიან სახლში შეგროვებული თევზით.

ცენტრალურ მოედანზე, ტერასულ კაფეებში შეგიძლიათ მიირთვათ ზღვის პროდუქტები და აროზი. აქ ადგილობრივები, პორტუგალიელი ოჯახები და მოგზაურები აღმოაჩენენ, რომ ნამდვილი სიმდიდრე ავთენტურობაშია.

სოფლის ცენტრიდან რამდენიმე წუთის გზაზე, ფარულ გამოქვაბულებს და კლდეებს აღმოაჩენთ, სადაც სიმშვიდის მოყვარულები და მოცურავეები მიაშურებენ. მაგალითად პრაია დოს კანეიროსი (Praia dos Caneiros) ოქროს ქვიშით, ლამაზი კლდოვანი ლანდშაფტით და ულამაზესი გარემოთი გამოირჩევა.

უფრო შორს ნახავთ პრაია დო პინტადინოს (Praia do Pintadinho) და პრაია გრანდეს (Praia Grande), რომელიც იდეალურია მზის აბაზანების მისაღებად, ხალხმრავლობისგან მოშორებით. აქ არც მუსიკაა, არც რიგები, მხოლოდ ტალღების რიტმი და ზღვის ხმადაბალი შრიალი.

ზაფხულის სიცხეში, ფერაგუდო ინარჩნებს ბალანსს ადგილობრივ ცხოვრებასა და ტურიზმს შორის – ეს სამხრეთ ევროპის სანაპირო ზოლის პატარა სასწაულია.

მას-ტურიზმისგან ჯერ ისევ ხელშეუხებელი ფერაგუდო ავთენტურ პორტუგალიას გაგაცნობთ. აქ უნიკალური სინათლის, შთამბეჭდავი მზის ჩასვლის და პორტუგალიური სიმშვიდისთვის ჩამოდიან.

მაშინ, როცა სანაპირო სოფლები სტანდარტულ დასასვენებელ სივრცეებად იქცევიან, ფერაგუდო უნიკალურობას ინარჩნებს: ის მარტივი, მაგრამ ცოცხალი დასახლებაა, მშვიდი შეხსენება რომ ხანდახან რეალური სიმდიდრე უბრალოდ ამოსუნთქვაა ორ კლდეს შორის, ხელში ღვინის ჭიქით, თვალსაწიერზე ჰორიზონტის ცქერით.











