სიცილიის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლზე მდებარე აეოლის კუნძულები განცალკევებული სამოთხეა. თუ რელაქსაცია, ღია ცის ქვეშ გართობა და ულამაზესი ბუნების გამოკვლევა გსურთ, სწორედ ამ არქიპელაგს უნდა ეწვიოთ. აქ სუფთა წყალი, თეთრი სოფლები და თაფლივით გემრიელი ღვინოა. აირჩიეთ თქვენი კუნძული:

Lipari/ლიპარი

გამოიკვლიეთ ანტიკური ციხესიმაგრე და სანაპირო ზოლი

ლიპარი აეოლის კუნძულებიდან ყველაზე დასახლებული კუნძულია. აქ კუნძულია ავთენტურ სიცოცხლეს შეიგრძნობთ. მისი პასტელური შეფერილობის წყლისპირა სანაპირო ზოლი და მანქანების მოძრაობისგან თავისუფალი მთავარი ქუჩა სასიამოვნო გასეირნებას გპირდებათ. მზის ჩასვლის შემდეგ, აქ იტალიური საღამოები იწყება და კაფე-რესტორნებს ხალხი ავსებს. დღისით კი იცურავებთ ფირუზისფერ წყალში და რუჯსაც მიიღებთ.

Vulcano/ვულკანო

ადით კრატერზე, მოიარეთ სანაპირო ზოლი კაიაკით და მიიღეთ ტალახის აბაზანები

კაპო გრილოს მთაზე თუ ახვალთ, გასაოცარი პანორამით დატკბებით ლიპარიზე, სალინაზე, პანარეაზე და ფილიკუდიზე, რომლებიც შორს მოსჩანან. მოინახულეთ მიტოვებული შუქურა, დააგემოვნეთ ადგილობრივი ღვინო, იცურავეთ და დაისვენეთ ქვიშაზე.

Panarea/პანარეა

საუკეთესო სანაპიროებისთვის და ბრინჯაოს ხანის ისტორიისთვის

ზაფხულში პანარეა ივსება იახტებით და ადგილობრივი – ბარ-რესტორნებიც სიცოცხლით ბრწყინავს. წლის სხვა პერიოდები აქ უფრო მშვიდია. დალაშქრეთ სალაშქრო ბილიკები, მოინახულეთ ნანგრევები, იცურავეთ სუფთა წყალში და გაატარეთ შუადღე სპიაგეტა ზიმარიზე.

სტრომბოლი/Stromboli

არქიპელაგის ყველაზე აქტიური ვულკანი

ეს ქარიზმატული პატარა კუნძული რეგიონის ყველაზე აქტიური ვულკანის სახლია. უყურეთ მზის ჩასვლის გასაოცარ ხედებს ვულკანის ფონზე.

Salina/სალინა

ღვინის დაგემოვნებისთვის, სპა პროცედურებისთვის და მზის ჩასვლის ხედებისთვის

სალინა ბუნებრივი წყაროების სამფლობელოა, სადაც შეძლებთ ღვინის ტურებს შეუერთდეთ, დაათვალიეროთ კუნძულის ტრადიციული არქიტექტურა, უყუროთ მზის ჩასვლას ლურჯ წყალში და გაუყვეთ ბილიკს ვულკანური კრატერისაკენ.

Filicudi/ფილიკუდი

აღმოაჩინეთ ზღვის გამოქვაბულები

პატარა ფილიკუდი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული და ძველი კუნძულია, სადაც ტექტონური აქტივობები 700 000 წლით თარიღდება. მოინახულეთ პრეისტორიული სოფელი და გაისეირნეთ ტერასულ მთებზე.

Alicudi/ალიკუდი

მყუდრო ხმელთაშუაზღვიური ცხოვრებისთვის

ეს სიდიდით რიგით მეორე პატარა მაგიური კუნძული რუკაზეც კი ძლივს მოსჩანს. ის იზოლირებული ადგილია მთელ ხმელთაშუაზღვის აუზში და აქ გზები საერთოდ არაა გაყვანილი. აქ ტაქსი ნავებით მოხვდებით და კრისტალივით სუფთა წყალში იცურავებთ.