მადეირა ცნობილია მწვერვალებით, ჯუნგლებით, ვულკანური აუზებით და ფერადი ქალაქებით. მაგრამ, თუ რუკაზე დახედავთ, მის გვერდით პატარა მეზობელ კუნძულს აღმოაჩენთ. ეს პორტო სანტოა: ქვიშიანი სარელაქსაციო სანაპიროები, სადაც ლაშქრობას და ნავით გასეირნებას შეძლებთ. პორტო სანტოს ერთი ბოლოდან მეორემდე მისვლას სულ რაღაც 25 წთ სჭირდება. აქ მადეირასთვის უჩვეულო თეთრი ქვიშის სანაპიროებია. მიუხედავად იმისა, რომ ის მადეირასთან ახლოს მდებარეობს, მადეირაზე ჩასული ბევრი ვიზიტორი მას მაინც არ სტუმრობს. ის ნაკლებად ტროპიკული ადგილია, მაგრამ მისი მთები საოცარ ხედებს გვთავაზობს.

1. ლაშქრობა

პორტო სანტოზე სალაშქრო ბილიკი მდებარეობს – PSPR1, რომელიც სიგრძეში 5 კილომეტრს აღწევს. ის ორ შთამბეჭდავ გადმოსახედს გთავაზობთ კლდეებზე. აქ ნახავთ ჩიტების მრავალფეროვან სახეობებს, მცენარეებს, ხეებს და ველურ ყვავილებს. მის გასავლელად დაახლოებით 2-3 საათი დაგჭირდებათ. გზის სირთულე მარტივიდან საშუალომდე მერყეობს.

2. ეწვიეთ ბუნებრივ აუზებს

მადეირას მსგავსად, პორტო სანტოსაც რამდენიმე ბუნებრივი აუზი აქვს, რომლებიც არაა ისეთივე პოპულარული და ტურისტებით სავსე. ლავის მიერ ფორმირებული ვულკანური აუზები სანაპიროებთან ცივ საბანაო ადგილებს ქმნიან. აუზები ყველასთვისაა ღია. მათი სახელწოდებებია: Piscinas Naturais do Porto dos Frades, Fenda da Dona Beja და Porto das Salemas.

3. მირადუორო დო პორტელა და ქარის წიქვილები

პორტო სანტოში არ არსებობს უკეთესი ადგილი დღის დასასრულებლად, როგორიცაა მირადუორო დო პორტელა. აქედან მზის ჩასვლის თვალწარმტაცი ხედები იშლება. უღრუბლო ამინდში აქედან მადეირასაც კი მოკრავთ თვალს. გადმოსახედთან დგას განახლებული ქალის წისქვილები, რომლებიც დღეს ფუნქციური აღარაა, თუმცა ფოტოსესიებისთვის ბრწყინვალე ფონს ქმნის.

4. პონტა და კალჰეტას სანაპირო

პორტო სანტოში საუცხოო სანაპიროები მდებარეობს. მაგალითად, პონტა და კალჰეტა (Ponta da Calheta) ვულკანური ქვის ფორმაციებით, ოქროს ქვიშებით და კრისტალივით სუფთა წყლებით. ის ერთ-ერთი საუკეთესო ტროპიკული სანაპიროა კუნძულზე.

5. ნავის ტური

პორტო სანტოს მთავარი ნავსადგურიდან შეგიძლიათ აიღოთ 2 საათიანი ნავის ტური ახლომდებარე კუნძულებზე: მაგალითად, ილჰეუზე (Ilheu da Cal). შეგიძლიათ იცურაოთ კლდოვან ნაპირებთან.

6. გაიარეთ ვილა ბალეირაზე

ვილა ბალეირა პორტო სანტოს მთავარი სოფელია, პატარა მომხიბვლელი დასახლება, რომელსაც ერთ საათში მოივლით. აქ სასიამოვნო ატმოსფერო, ისტორიული ცენტრი და კასა კოლომბოს საზღვაო ისტორიის მუზეუმი დაგხვდებათ.

7. პორტო სანტოს სანაპირო

კუნძულის მთავარი სანაპირო: Praia do Porto Santo, 9 კილომეტრზე გაჭიმული ნაპირია, რომელიც ხელშეუხებელი ბუნებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ აქ სანაპირო ბარ-რესტორნები და სასტუმროებია, აქ მაინც განმარტოებული, ავთენტური ატმოსფერო იგრძნობა.

8. სერფინგის დაფები

ნავსადგურთან ახლოს შეგიძლიათ პადლბორდით დაკავდეთ და წყალში დაფებით შეცუროთ. გარშემო განსაკუთრებული გარემოა – მთებითა და მწვანე ბუნებით.