ჰალკიდიკის ნახევარკუნძული თესალონიკიდან 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს და ცნობილია ფიჭვის ტყეებით, სუფთა წყლით და ოქროს ქვიშებით. თუმცა, ჰალკიდიკს იმაზე მეტის შემოთავაზება შეუძლია ვიდრე უბრალოდ ნაპირი და ტალღებია. ჩვენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ლოკაციაზე 9 განსხვავებულ აქტივობას გთავაზობთ.

1. ველოსიპედით სიარული ფიჭვის ტყეებსა და მთებში

კასანდრა მშვენიერი ადგილია ჰალკიდიკიზე, რომელიც საველოსიპედო ბილიკებით ნახევარკუნძულის ულამაზეს ბუნებას დაგათვალიერებინებთ.

2. სკუბა დაივინგის ექსპედიცია

რატომ უნდა დატკბეთ ეგეოსის ზღვით მხოლოდ შორიდან თუ მისი წყალქვეშა სამყაროს გამოკვლევაც შეგიძლიათ? ჰალკიდიკის შუა ნაწილის, სიტონიასკენ მიმავალ გზაზე, შეჩერდით ატლანტის დაივინგ ცენტრში და ჩაეწერეთ ექსპედიციაზე, რომელიც მათთის ეწყობა, ვისაც დაივინგის პირველად გამოცდა სურს. ერთ დღიანი ექსკურსიების ფასი დაახლოებით 70 $-ია.

3. გაატარეთ ღამე ხეებქვეშ

გდომებიათ ცის ქვეშ დაძინება? დაჯავშნეთ აგრამადას სახლი ხეზე. მუხებს შორის მდებარე ეს დასარჩენი საშუალებას მოგცემთ გაიღვიძოთ ფოთლების სასიამოვნო სურნელში და მიირთვათ მსუყე საუზმე.

4. ლაშქრობა ტყეებსა და ჩანჩქერებში

გაისეირნეთ ჰალკიდიკის სიმწვანეში და აღმოაჩინეთ ფარული ჩანჩქერები. მაგალითად, სოფელ ოლიმპიადადან საოცარი ხედების მქონე ბილიკის დალაშქვრა შეგიძლიათ, რომლის სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია და ვარვარას ჩანჩქერებსაც განახებთ.

5. ეწვიეთ არისტოტელეს თემატურ პარკს

არისტოტელე დასავლური ფილოსოფიის განვითარებაში მნიშნელოვანი ფიგურაა. ის ქალაქ სტაგირაში დაიბადა, ჰალკიდიკის აღმოსავლეთ ნაწილში. მის საპატივცემულოდ ადგილობრივებმა აქ თემატური პარკი გახსნეს.

6. დააგემოვნებთ საუკეთესო სუვლაკის მთელ ჩრდილოეთ საბერძნეთში

ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ ჰალკიდიკიზე ზღვის პროდუქტები უნდა მიირთვათ, მაგრამ მათ გარდა ადგილობრივ ტავერნებში უგემრიელეს ხორცის სუვლაკებსაც დააგემოვნებთ. ჩვენ გირჩევთ ერთ-ერთ მათგანს: Miltiades Tavern.

7. უკაპიტნეთ საკუთარ ნავს

ამ სუფთა წყლებში ნავის გასაყვანად აქ სპეციალური ლიცენზია არ გჭირდებათ. ვურვურუში (Vourvourou) ოცზე მეტ გასაქირავებენ ნავის კომპანიას ნახავთ. გაეშურეთ დიაპორას კუნძულებისკენ და უყურეთ მზის ჩასვლას წყლიდან.

8. მოინახულეთ დაუსახლებელი კუნძულები

ჰალკიდიკიზე რამდენიმე დაუსახლებელი კუნძულია, სადაც შეგიძლიათ ნავით მიხვიდეთ. მაგალითად, კასანდრასა და სიტონიას შორის მდებარე კუნძულები საუკეთესოა სიმშვიდის მოსაპოვებლად.

9. შეისწავლეთ საუკუნოვანი მონასტრების ისტორია

იმპერიები იცვლებოდნენ, კატაკლიზმები ხდებოდა, ხოლო ათოსის მთა აქ უძრავად იდგა და სამონასტრო მოღვაწეობას საუკუნეების მანძილზე განაგრძობდა. სამწუხაროდ ამ ექსტრაორდინალური არქიტექტურის მონახულება მხოლოდ ათოსის ზღვის კრუიზებიდანაა შესაძლებელი.