ინდოეთში მდებარე მისორე სამეფო დიდებულების და კულტურის აღზევების ქალაქია, რომელიც მისი სასახლეებიდან და საყდრებიდან გამოსჭვივის. ყოფილი სამეფო სასახლეები რამდენიმე არაჩვეულებრივ მუზეუმსაც აერთიანებენ. ჩვენ აქ რამდენიმე საუცხოო ღირსშესანიშნაობას გირჩევთ.
გამოიკვლიეთ მისორეს სასახლე, კარნატაკას არქიტექტურული საოცრება
მისორეს სასახლეში (Mysore Palace) სამეფო დინასტია 1399-1947 წლებში ცხოვრობდა. ამ ინდოეთის ყველაზე ცნობილ მონუმენტს გოთიკური არქიტექტურის გავლენა აქვს და ყოველწლიურად 6 მილიონ ვიზიტორს იზიდავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნეო-გოთიკური შეღებილი შუშები.
ადით ჩამუნდის მთაზე, რომელიც მისორეს გადმოჰყურებს
ამ მთაზე უნიკალური ტაძარი მდებარეობს, რომელიც ადგილობრივ ქალ ღმერთს ეძღვნება. თუ 1000 საფეხურს აივლით, რომელიც სკულპტურებს მიუყვება, მისორეზე საოცარი ხედებით დატკბებით.
მოინახულეთ სამეფო ხელოვნება და მემკვიდრეობა ჯაგანმოჰანის სასახლეში
ეს ყოფილი სამეფო რეზიდენცია (Jaganmohan Palace) მე-19 საუკუნეში ააშენეს და შიგნით ხელოვნების გალერეა მდებარეობს, ქალაქის მთავარი ხელოვნების მუზეუმი ანტიკური სკულპტურებით და მინიატურული ნახატებით. დაათვალიერებთ ასევე ინდური მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექციას.
მოინახულეთ მისორეს რკინიგზის მუზეუმი
ეს მუზეუმი ინდოეთის სარკინიგზო მემკვიდრეობას ეძღვნება და ორთქლმავლების მდიდარ კოლექციას წარმოგვიდგენს. აქ სხვადასხვა დროის მატარებლებს შეათვალიერებთ, მათ უნიკალურ სალონებს და ავეჯს. შეგიძიათ მინი ორთქმავლით გაისეირნოთ კიდეც.