ბასილიკატას (Basilicata) რეგიონი ხშირად რჩებათ თვალთახედვიდან, როცა სამხრეთ იტალიაში მოგზაურობენ. აქ საშუალება გაქვთ დაგეგმოთ სხვადასხვა ტიპის თავგადასავლები, შეაფასოთ კულტურა, დაისვენოთ სანაპიროებზე და მიირთვათ გემრიელად.
1. გაისეირნეთ სასის ხეივნების ლაბირინთებში, მატერაზე
ვერ იტყვით, რომ მატერა გამოცდილი გაქვთ, ერთხელ მაინც თუ არ გაისეირნებთ სასის (Sassi) ხეივნების ლაბირინთებში, იუნესკოს დაცულ ტერიტორიაზე. მთავარი ქუჩებია: ვია ფიორენტინი და ვია ბუოზი. მათი საშუალებით ახვალთ პიანოზე, ქალაქის მაღალ ნაწილში.
2. გამოიკვლიეთ მარატეას სანაპირო შარმი
მარატეას ქვიანი სანაპიროები და ფირუზისფერი წყალი აქაურ სანაპირო ზოლზე სამოთხის ატმოსფეროს ქმნის. აქ ისიამოვნებთ სანაპირო ბარებსა და კლუბებშიც. იხილავთ 22 მ. თეთრ ქრისტეს ქანდაკებას.
3. შეუერთდით ფესტივალებს
აქ ხშირად ტარდება ფესტივალები და რელიგიური სადღესასწაულო ღონისძიებები რაც მთელ რეგიონში სასიხარულო განწყობას ქმნის. ყველაზე პოპულარულია 2 ივლისის მადონას ფესტივალი.
4. მოიხიბლეთ კრაკოს სილამაზით
Craco-ში, 1963 წელს 2 ათასზე მეტი მაცხოვრებელი იყო, თუმცა რამდენიმე მეწყერის გამო, ის მოჩვენებათა ქალაქად გადაიქცა. ის რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია.
5. დაისვენეთ პოლიკოროს სანაპიროებზე
Policoro – მის მუზეუმებსა და ქუჩების სახელებში ბერძნულ მემკვიდრეობას ასახავს და ისტორიის თუ სანაპიროს მოყვარულებისთვის ის შესანიშნავი მიმართულებაა. ვისაც ველური ბუნების ნახვა სურს, აქ ბევრი ტყეა, რომელიც იონიის ზღვის ტროპიკულ ლანდშაფტს ასახავს.
6. აღმოაჩინეთ ვენოსას ნანგრევები
Parco Archeologico – ანტიკურ სილამაზეს აღმოგაჩენინებთ. პარკის გზა მე-5, მე-6 საუკუნეების კომპლექსს და ბაზილიკებს გაგაცნობთ.
7. მეტაპონტოს ანტიკური ისტორია
Metaponto – ღირსშესანიშნავი არქეოლოგიური ძეგლია, სადაც პითაგორა 15 წელი ცხოვრობდა. ეროვნული არქეოლოგიის მუზეუმი ბევრ ბერძულ არტეფაქტს ინახავს.
8. პოლინოს ეროვნული პარკი
Parco Nazionale del Pollino – იტალიის ყველაზე დიდი პარკია მრავალფეროვანი ლანდშაფტით. აქ ყველა სეზონზე შეძლებთ მიყვეთ ბილიკებს ფეხით თუ ველოსიპედით.
9. დააგემოვნეთ გემრიელობები მატერადან ვალ დაგრიმდე
აქ კულინარიული სიმდიდრე სხვადასხვა ეროვნების ადამიანების გავლენების დამსახურებაა. ყველს მოყვარულებმა ადგილობრივი კერძები აუცილებლად უნდაა დაგემოვნონ, რადგანაც აქ მას უგემრიელესაც ამზადებენ. მაგალითად: canestrato di Moliterno და pecorino.