ზოგადად, არ არსებობს ცუდი დრო მალდივებზე ვიზიტისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რომანტიკული დასვენება გსურთ, მეგობრებთან გართობა და სოლო მოგზაურობა, აქ ყოველთვის დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებთ. ჩვენ მაინც შეგარჩევინებთ შესაფერის თვეებს კონკრეტული მიზნებისთვის:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი

იანვრიდან მარტამდე: საუკეთესო დრო ფანტასტიკური ამინდისთვის

თუ თბილი ამინდი და მზიანი სანაპიროები თქვენი პრიორიტეტია, მალდივებს იანვარში, თებერვალში ან მარტში უნდა ეწვიოთ. ეს თვეები აქ ყველაზე მზიანია. იანვარი-მარტი შესაფერისი დროა სნორკელინგისა და დაივინგისთვისაც, რადგანაც წყალი სუფთა და მშვიდია.

აპრილიდან აგვისტომდე: საუკეთესო დრო ვაჭრობისთვის

აორილიდან აგვისტომდე მალდივებზე მოგზაურობის დაგეგმვა ყველაზე იაფი დაგიჯდებათ, რადგანაც ფასები მკვეთრად იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ არის წვიმების შანსი, დღეში 7-8 სთ მზე მაინც იქნება. მაგრამ, იცოდეთ რომ სნორკელინგის და დაივინგის შემთხვევაში წყალში მხედველობა ამ დროს გართულებულია, თუმცა ბანაობისთვის იდეალური პერიოდია. ამ დროს კურორტები დატვირთული არაა, ფასები დაბალია და ვაჭრობისთვისაც შესაფერისი დროა.

ივლისი: იდეალური დამოუკიდებლობის დღის წვეულებებისთვის

მალდივებზე დამოუკიდებლობის დღე 26 ივლისს აღინიშნება და ამ დროს აქ აღლუმები, წვეულებები და კულტურული წარმოდგენები/ღონისძიებები იმართება. ამ ფერად დღეობებზე თუ გსურთ დასწრება, მოგზაურობა ამ პერიოდში დაგეგმეთ. ამ პერიოდში დააგემოვნებთ ადგილობრივ სამზარეულოსაც.

ოქტომბერი და ნოემბერი: საუკეთესო დრო ველურ ბუნებაზე დასაკვირვებლად

ამ თვეებში წვიმების და ქარის მაღალი რისკია, მაგრამ მოინახულებთ იუნესკოს ბიოსფეროს ნაკრძალს და დატკბებით ადგილობრივი ფლორა-ფაუნით.

დეკემბერი ბევრი გასართობი შესაძლებლობა

დეკემბერი მალდივებზე ყველაზე ბიუჯეტურია. ამ დროს წყალი შედარებით გრილია, დღის ტემპერატურა კი დაახლოებით 29 გრადუსია. ამ დროს შეგიძლიათ საკურორტო გართობას მიჰყოთ ხელი.