მართალია ქვეყნის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები დიდ ქალაქებშია თავმოყრილი, მაგრამ პატარა ქალაქებიც გვთავაზობენ ტურისტულ საგანძურს და ყველაზე ლამაზ მოსანახულებელ ადგილებში შედიან. ჩინეთის ტურისტულად პოპულარული ქალაქებია შანხაი და ბეიჯინგი. მაგრამ, ჩვენ გზას გაგიკვალავთ სხვა ისტორიული ადგილებისკენაც.
ბეიჯინგი: საიმპერატორო სასახლე – “ჩაკარგული ქალაქი”
ჩინეთის სიდიდით რიგით მეორე ქალაქი ბეიჯინგი ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრს 800 წელზე მეტხანს წარმოადგენდა. ოს ასევე მნიშვნელოვანი იყო კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და აკადემიური თვალსაზრისით. ბეიჯინგში იხილავთ საიმპერატორო სასახლეს, რომელსაც “ჩაკარგულ ქალაქს” უწოდებენ. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშაობები ისტორიულ ცენტრშია თავმოყრილი. იხილავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი საჯარო მოედანს და ულამაზეს ბეიჰაის პარკს.
ისტორიული ქსიანი: ტერაკოტას არმია და სხვ.
Xi’an – მდინარესა და მთებს შორის მდებარე ქალაქია, ჩრდილოეთ ჩინეთის ტექსტილის ცენტრი. ის არქეოლოგიურად ქვეყნისყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, განსაკუთრებით ტერაკოტას არმიის გამო. ქსიანი იყო ის საწყისი წერტილი, საიდანაც ცნობილი აბრეშუმის გზა იღებდა სათავეს.
ჰონგ კონგი
ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და აღმაფრთოვანებელი ქალაქია. მისი უნიკალურობა ძველი და ახალი ჩინეთის მდიდრულ შერწყმაშია. ცნობილი კომერციის და ტექნოლოგიის ცენტრი ტრადიციულ ჩინურ ცხოვრების სტილსაც წარმოგვიდგენს. აქ ნახავთ ავთენტურ საოჯახო რესტორნებს, ანტიკურ საყდრებს და საოცარ ქუჩს ბაზრობებს. შეგიძლიათ იმგზავროთ ფუნიკულიორით და მას ზევიდან გადმოხედოთ; ასევე დაისვენოთ სანაპიროებზე.
გილინი და იანგშუო
ჩინეთში ვიზიტი სრულყოფილი არ იქნება თუ მდინარის კრუიზს არ შეუერთდებით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტია – კრუიზი მდინარე ლი-ზე, რომელიც 2 მნიშვნელოვან ქალაქს: გილინს და იანგშუოს (Guilin & Yangshuo) აკავშირებს ერთმანეთთან. ეს 83 კილომეტრიანი თავგადასავალი გაჩვენებთ საოცარ ლანდშაფტს, პატარა ჩნურ სოფლებს მდიდარი კულტურით, მთებს და აშ.
შანხაი
ჩინეთის ყველაზე დიდი ქალაქი, ცნობილია როგორც ქვეყნის მთავარი თანამედროვე მეტროპოლისი და მრავალფეროვან ღირსშესანიშნაობებს გვთავაზობს, მათ შორის მსოფლიო დონის მუზეუმებს და ხელოვნების გალერეებს, მწვანე სივრცეებს, ძველ საყდრებს, ბულვარს და სხვ.
ჩანგდუ
თუ პანდები ძალიან გიყვართ, ჩინეთის ამ ქალაქს უნდა ეწვიოთ. აქ 80-მდე მეტი პანდისთვის სპეციალური ცენტრია აგებული. ჩანგდუს (Chengdu) სხვა ღირსშენიშნაობებია ლამაზი ხიდები, ბევრი ისტორიული ხეივანი და რელიგიური ძეგლები.
ნინგბო
ნინგბო აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან 25 კილომეტრში მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი იყო მე-7 საუკუნიდან. ამ დატვირთულ ქალაქს “პატარა შანხაის” უწოდებენ. მთავარი ღირსშესანიშნაობაა ტიანის ბიბლიოთეკა უძველესი წიგნების კოლექციით. აქ ნახავთ 55 მ. სიმაღლის კოშკურასაც, სადაც ასვლის შემდეგ ქალაქის პანორამული ხედებით დატკბებით. ნინგბოში თეთრქვიშიანი სანაპიროებია.
ჰანჯოუ
ჩინეთის სამხრეთით მდებარე ჰანჯოუ (Hangzhou) ქვეყნის ყველაზე ხშირად მონახულებადი ქალაქია. აქ უძველესი არხი მდებარეობს, რომელიც ქალაქს ბეიჯინგთან აკავშირებს, იუნესკოს დაცული ტერიტორია. ასევე, ულამაზესი ტბა ძველი საყდრებით და რომანტიკული ხიდებით. მას “აბრეშუმის ქალაქსაც” უწოდებენ, ქარხნების და ბაზრების სიმრავლის გამო. მარკო პოლომ მას მსოფლიოს ულამაზესი ქალაქი უწოდა.
კვანჯო (Quanzhou)
ფუჯიანის პროვინციის სამხრეთში მდებარე ეს ქალაქი კი 6-ე საუკუნეში იყო საკვანძო საპორტო დასახლება. აქ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყდარი მდებარეობს. ეწვიეთ საზღვაო მუზეუმს ისტორიული გამოფენებით და გემების სკულპტურებით.
ფოშანი
ფოშანი (Foshan) ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია. ამ პოპულარული მიმართულების სახელი ანტიკურ ბრინჯაოს ბუდას ქანდაკებებს უკავშირდება, რომლებიც მე-7 საუკუნეში აღმოაჩინეს.
ვუჰანი
ვუჰანი (Wuhan) ჰებეის პროვინციის დედაქალაქია, რომელიც 3000 წელს ითვლის. მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობები ღირს რომ ფეხით მოიაროთ. აქ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ურბანული ტბა მდებარეობს და ქალაქი ცნობილია ბევრი ლამაზი ბაღით, რომლებიც გაზფახულზე განსაკუთრებით ყვავიან. ნახავთ ასევე ბონაის ხეების კოლექციასაც.