შანხაი ჩინეთის უდიდესი ქალაქია და მოგზაურებს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ აქ 24 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ყოველთვის დატვირთული ქალაქია, მაინც იპოვნით მშვიდ ისტორიულ უბნებს და ადგილებს. აქ ეწვევით მსოფლიო დონის მუზეუმებს და ხელოვნების გალერეებს, მყუდრო ბაღებსა და პარკებს და წარმატებულად ივაჭრებთ. ჩვენ ამ ქალაქში გზას საინტერესოდ გაგიკვალავთ:
გაისეირნეთ შანხაის ბულვარში: The Bund
ეს მდინარისპირა ბულვარი პოპულარულია ტურისტებში და თითქოს ევროპულ სანაპიროსაც კი წააგავს. ამის მიზეზია აქ მდებარე შენობების არქიტექტურაში ფრანგული და ინგლისური სტილის გავლენა. სეირნობისას მოინახულებთ 50 უნიკალურ ნაგებობას გოთიკურ, ბაროკოს, ნეოკლასიკურ და რენესანსის სტილში. ბოლოში დაგხვდებათ ჰუანგპუს პარკი და მუზეუმი, რომელიც ბანდის ისტორიას გვიყვება.
ეწვიეთ შანხაის უძველეს მწვანე სივრცეს: Yu Garden
ძველი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გასაოცარი ბაღი მდებარეობს. მას “ბედნიერების ბაღსაც” კი უწოდებენ. ის მოიცავს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებს. ცნობილი ნაგებობაა “გაზაფხულის დარბაზი”. პატარა პავილიონებში ჩნურ ზამთრის ბაღებს იხილავთ დეკორატიული ქვებით, მინიატურული მთებით და პატარა გუბურებით.
მისამართი: 279 Yuyuan Old Street
იხილეთ უნიკალური ქანდაკებები ჯეიდ ბუდას საყდარში
ამ საყდარში ბერების ჩამოტანილი ანტიკური ქანდაკებებია. ის მე-18/მე-19 საუკუნით თარიღდება. აუცილებლად დაათვალიერეთ მისი დარბაზები საოცარი ბუდისტური სკულპტურების გასაცნობად.
მისამართი: 170 Anyuan Road
შეისწავლეთ ჩინური კულტურა შანხაის მუზეუმში
შანხაის მუზეუმი მეოცე საუკუნეში დაარსდა და ჩინეთის უმნიშვნელოვანესი მუზეუმია კლასიკური ჩინური ხელოვნებით. ამ თანამედროვე შენობაში ქვეყნის ტრადიციებს და ისტორიას გაეცნობით შთამბეჭდავი გამოფენებით, რომლებიც ასახავენ ფაქტებს პრეისტორიული ხანიდან მე-19 საუკუნემდე. ესტუმრეთ საჩუქრების მაღაზიასაც.
მისამართი: 201 Renmin Avenue
მოინახულეთ ისტორიული ლონგუას საყდარი
Longhua Temple – ჩინეთის ერთ-ერთი უძველესი რელიგიური ძეგლია, რომელიც შანხაის სასიამოვნო მწვანე სივრცეში მდებარეობს. 40 მ. სიმაღლის ხის კოშკურა ჩვ.წ.-მდე პერიოდში ააგეს და მას შემდეგ ბევრჯერ განაახლეს. აქ ხშირად ტარდება ბუდისტური ცერემონიები.
მისამართი: 2853 Longhua Rd, Xuhui
დატკბით ხედებით ორიენტალის კოშკურიდან
Oriental Pearl Tower – შანხაიში აუცილებლად მოსანახულებელი 470 მეტრი სიმაღლის რადიო და სატელევიზიო კოშკურაა. ის პუდონგის პარკში მდებარეობს, მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე და გასაოცარ ხედებს გვთავაზობს ქალაქზე და ბანდის ბულვარზე. კოშკს 15 გადმოსახედი პლატფორმა აქვს და რესტორანიც.
მისამართი: 1 Century Ave, Lu Jia Zui
ივაჭრეთ ნანჯინგის გამზირზე
Nanjing Road – შანხაის შოპინგ ქუჩაა, რომელიც მე-19 საუკუნეში ააგეს. დღეს ის საფეხმავლო გამზირია უამრავი მაღაზიით, სადაც სხვადასხვა ტიპის ტრადიციულ თუ არატრადიციულ ნივთს აღმოაჩენთ. მაღაზიებთან ერთად, აქ რესტორნები, კინოთეატრი და გასართობი სივრცეებია.
გაიარეთ “ხალხის მოედანზე”
People’s Square – შანხაის მთავარი საჯარო სივრცეა, სადაც მერიის შენობას, შანხაის მუზეუმს და დიდ თეატრტს ნახავთ. შედით ურბანული განვითარების საგამოფენო ცენტრშიც სადაც საინტერესო გამოფენები დაგხვდებათ.
ფრანგული გავლენები: Tianzifang
ეს შანხაის ხელოვნების და ხელსაქმის მიმართულებაა, სადაც ძველი სახლები და შენობები ჩანაცვლებულია და ევროპული გამზირის ხასიათი შეიგრძნობა. აღმოაჩინეთ მისი წვრილი ხეივნები და სავაჭრო სივრცეები, სადაც ხელნაკეთ ნივთებს ნახავთ. აქ ბევრი არტისტის და ხელოვანის სახელოსნო მდებარეობს.
მისამართი: 10 Taikang Road, Da Pu Qiao
ესტუმრეთ კათედრალს და ბაზილიკას: Xujiahui & Sheshan
1911 წელს, ნეო-რუმინულ სტილში აგებული ეს კატედრალი შანხაის მდიდრულ ეროვნულ მემკვიდრეობას წარმოაჩენს. აუცილებლად მოინახულეთ ის 50 მ. სიმაღლის საათის კოშკებით და ინტერიერით, სადაც ვიტრაჟული ფანჯრებია. მნიშვნელოვანი რელიგიური ადგილია შეშანის ბაზილიკაც, რომელიც ბრწყინვალე ხედებს გვთავაზობს გარშემო არეალზე.
მისამართი: 158 Puxi Road, Xu Jia Hui
დაათვალიერეთ შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი
ეს ქალაქის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მუზეუმია, რომელიც სამეცნიერო მუზეუმებს შორის, ჩნეთში ყველაზე დიდია და ყოველწლიურად ორ მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს. აქ ბევრი ინტერაქციული, მულტიმედია გამოფენა და რეგიონის ცხოველთა მასშტაბური კოლექცია დაგხვდებათ. ის აერთიანებს შანხაის ოკეანის აკვარიუმსაც.
მისამართი: 2000 Century Ave
დაათვალიერეთ ჩინეთის ხელოვნების მუზეუმი
ეს აზიის უზარმაზარი ხელოვნების გალერეაა, სადაც ქვეყნის თანამედროვე ხელოვნების უმნიშვნელოვანესი კოლექციები ერთიანდება. გაეცანით შანხაის კულტურულ განვითარებას წლების მიხედვით.
მისამართი: 205 Shangnan Road
ესტუმრეთ შანხაის დისნეის კურორტს
Shanghai Disney Resort – ჰონგ-კონგის დისნეილენდის შემდეგ, ჩინეთის რიგით მეორე დისნეის თემატიკის სივრცეა, რომელსაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად. აქ ჩინური ბაღები, კარუსელები, წარმოსახვის ოთახები, ფანტაზიის ატრაქციონები და ბევრი სხვა გასართობი დაგხვდებათ.
მისამართი: 310 Huangzhao Road
მოიწყვეთ დაუვიწყარი გამოცდილება ჯინ მაოს ცათამბჯენზე
Jin Mao Tower & Skywalk – 420 მეტრი სიმაღლის ნაგებობაა, რომელზე ასასვლელადაც სპეციალურ სერვისებს გთავაზობენ. ეს პოპულარული ტურისტული თავშესაქცევია, მათთვის, ვისაც სიმაღლის არ ეშინია და უჩვეულო გამოცდილების მიღება უნდა.
მისამართი: 88 Century Ave, Lu Jia Zui
დატკბით შანხაის ბუნების ისტორიის მუზეუმით
Shanghai Natural History Museum – მსოფლიო კლასის მუზეუმია, სადაც 240 ათასზე მეტი არტეფაქტია თავმოყრილი, რომელთა უმეტესობა უნიკალურ სახეობებს წარმოადგენს. მათ შორისაა ცხოველთა ფიტულები, რომლებიც 140 მილიონი წლის წინათ ბინადრობდნენ.