მზად ხართ მიიღოთ საუკეთესო გამოცდილება და ესტუმროთ საკვებ ობიექტებს ათენში ყოფნის ერთი დღის მანძილზე? შენი მეგზური ამაში დაგეხმარებათ.
სად უნდა მიირთვათ:
საუზმე – Minu
დაიწყეთ დღე უგემრიელესი საუზმით იქამდე, სანამ ათენს გამოიკვლევთ. მინუში დაგხვდებათ საუცხოოდ მომზადებული კვერცხი, ფრედო, სმუზები, კაპუჩინო თუ სხვა საუზმის ვარიანტები. ყავის ფასები იწყება 2 $-დან, ხოლო კერძების 8 $-დან.

ლანჩი – Papadakis
კოლონაკის უბანში მდებარე პაპადაკისი ბერძნული სამზარეულოს მიმართ მიძღვნილი სასიყვარულო წერილია. აქ დააგემოვნებთ ადგილობრივ ტრადიციულ კერძებს, მათ შორის ბერძნულ სალათას.

ვახშამი – Pharaoh
ეს ადგილი 2022 წელს გაიხსნა და მალევე გახდა ქალაქის მთავარი კულინარიული მიმართულება. გემრიელი კერძების გარდა, რესტორანს შთამბეჭდავი ინტერიერიც აქვს.

ათენის 1 დღის გეგმა:
ხელოვნება სიმპოზიუმში: სიმპოზიუმი შექმნეს მამა-შვილმა, რომლებსაც ძალიან უყვართ ღვინის წარმოება და ანტიკური ბერძნული ხელოვნება. ვიზიტორებს შეუძლიათ აიღონ 1 საათიანი სკულპტურის გაკეთების გაკვეთილი და შექმნან ანტიკური ბერძნული დეტალი.
ქუჩის ხელოვნების ტური: ათენი სავსეა ქუჩის ხელოვნების შედევრებით და აუცილებლად უნდა მიიღოთ ათენში მსგავსი გამოცდილება. ტურ-კომპანიები გვთავაზობენ ტურებს ადგილობრივებთან ერთად, რომლებიც სიხარულით გვაჩვენებენ ქუჩის არტისტების შემოქმედებას და მათ ისტორიას. სამ საათიანი ტურის ფასი დაახლოებით 30$-ია.

ვაჭრობა ანთოლოჯისტში(Anthologist): ეს არის ადგილი, სადაც საინტერესო სუვენირებს ამოარჩევთ. აქ როგორც ბერძენი, ასევე სხვა ქვეყნის არტისტების ნამუშევრებია.
შოუ აკროპოლისის ქვეშ: ყოველ საღამოს, ვებსტერის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი ფანტასტიკურ პერფორმანსებს გვთავაზობს განათებული აკროპოლისის ქვეშ. 60 წუთიანი შოუ ანტიკური ბერძნული ლიტერატურის 6 დიდ ნამუშევარს წარმოგვიდგენს. აქ იცინებთ, იტირებთ და სხვადასხვა ემოციებს გამოხატავთ. ასევე, ბილეთს მოყვება 1 ჭიქა ღვინო. ბილეთის ფასია 28$ და მას აირბიენბის საიტზეც შეიძენთ.











