ტანზანიაში ულამაზესი ოკეანის ხედები, გემრიელი საკვები და შთამბეჭდავი კურორტებია ყველა ტიპის მოგზაურებისთვის. ამ მიმართულებას ბევრი საფარის მოსანახულებლად სტუმრობს. აქ შეგიძლიათ იხილოთ ველური ბუნების ცხოველები, მათ შორის სპილოები, ჟირაფები და ზებრები თავიანთ ბუნებრივ გარემოში. ტანზანიაში ბევრი საფარის მიმართულებაა, ჩვენ ამისთვის გარკვეულ რჩევებს მოგცემთ და სურვილის შემთხვევაში ტურსაც დაგიგეგმავთ.
საუკეთესო პერიოდი საფარისთვის ტანზანიაში
საუკეთესო დრო ტანზანიას რომ ეწვიოთ გვიანი ივნისიდან ოქტომბრამდეა. ამ დროს აქ ცოტა წვიმებია. მშრალი პერიოდი საუკეთესოა ტანზანიის შესაგრძნობად, განსაკუთრებით საფარის ცხოველების სანახავად.

რა უნდა ჩაიცვათ საფარიში
იმ ნივთების სია გრძელია, რომელიც აფრიკულ საფარიში, ტანზანიური არდადეგებისთვის უნდა იქონიოთ. ყველაზე მთავარია პირველადი დახმარების ჩანთა, სხვადასხვა ტიპის ტანისამოსი და ელექტრონული მოწყობილობები.

რა უნდა გედოთ პირველადი დახმარების ჩანთაში: მწერების კბენის საწინააღმდეგო საშუალებები, ხელის სადეზინფექციო საშუალება, მზისგან დამცავი, მზეზე ყოფნის შემდგომ წასასმელი კრემი, სპეციალური აბები, ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად ასპირინი).

სამოსი: ჟაკეტი ან ჯემპრი საღამოსთვის; კომფორტულად სასიარულო ფეხსაცმელი, გრძელმკლავიანი მაისურები, შარვლები; კომუფლაჟი, საწვიმარი; მზის ქუდი, სათვალე, წინდები, ბათინკები, თბილი პიჟამო.
ელექტრონული მოწყობილობები: კამერა, ბინოკლი, ტრიპოდი, მეხსიერების ბარათი, პორტატული დამტენი, ადაპტერი, ფანარი.

უსაფრთხოება ტანზანიაში
ზოგადად, ტანზანია ვიზიტისთვის უსაფრთხო ქვეყანაა. განსაკუთრებით უსაფრთხოა აქ ორგანიზებულ ტურებში მონაწილეობა. ღია მანქანით საფარიში მოგზაურობისას გიდები ყველანაირ წესს იცავენ და მგზავრობაც უსაფრთხო გამოცდილებადაა ქცეული. მთავარია არ მიუახლოვდეთ ცხოველებს და ხელები მუდამ მანქანაში გქონდეთ. სასურველია ტანზანიაში მოგზაურობამდე გაიკეთოთ ვაქცინა.

ველური ბუნება
იმის მიხედვით თუ ტანზანიის რომელ ეროვნულ პარკს ეწვევით, ველური ბუნება ყველგან განსხვავებულია. მათ უმეტესობაში ნახავთ ლომებს, სპილოებს, ზებრებს და მარტორქებს.

საუკეთესო საფარის მიმართულებები ტანზანიაში:
- სერენგეტის ეროვნული პარკი – ტანზანიის უძველესი ნაკრძალი. ის იუნესკოს დაცული ტერიტორიაა და ტურისტებს დიდ მიგრაციაზე დასაკვირვებლად იწვევს.
- ტარანგირის ეროვნული პარკი – მისი მონახულება ღირს იმ მრავალფეროვანი ველური ცხოვრების გამო, რითიც ტანზანიის სხვა ეროვნულ პარკებს ტოლს არ უდებს.
- ნგორონგოროს კონსერვაციული არეალი – იუნესკოს ეს დაცული ტერიტორია ტანზანიის ყველაზე ცნობილი საფარის მიმართულებაა. აქ ცხოველების გარდა ნახავთ 500-მდე ჩიტის სახეობას.
- მანიარას ტბის ეროვნული პარკი – აქ დაგხვდებათ ბიზონები, ჟირაფები, გეპარდები და სხვა.











