ტანზანია აფრიკის რამდენიმე ცნობილი ეროვნული პარკის და ბუნების ღირსშესანიშნაობის ადგილია, მათ შორის მაგიური კილიმანჯაროს მთის. ყველაზე პოპულარული რამ, რასაც ტანზანიაში გააკეთებთ, საფარის ნახვა და ველური ცხოვრების თავგადასავლებია. ჩვენ აქ თქვენთვის სასურველ ტურს დაგიგეგმავთ:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი
კილიმანჯაროს მთა
კილიმანჯაროს მთა აფრიკის უმაღლესი მწვერვალია (5.895 მ) და ის ტანზანიის საკულტო სახეა. კილიმანჯაროს მთაზე ასვლა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, მაგრამ საუკეთესო პერიოდია ივნისიდან ოქტომბრამდე.

სერენგეტის ეროვნული პარკი
ეს მსოფლიოში ცნობილი ეროვნული პარკია,სა დაც მილიონობით ცხოველი ბინადრობს. ტანზანიის სიდიდით რიგით მეორე ეროვნულ პარკს ყოველწლიურად ათი ათასობით ტურისტი სტუმრობს. საუკეთესო პერიოდია ივნისიდან სექტემბრამდე. წვიმების სეზონია მარტი-მაისი, ხოლო ივნისიდან ოქტომბრამდე ყველაზე გრილი თვეებია.

ზანზიბარის სანაპიროები
ზანზიბარის კუნძული მსხვილი დასასვენებელი მიმართულებაა ტანზანიაში, რომელიც ცნობილია ულამაზესი სანაპიროებით. აქ თეთრი რბილი ქვიშა და სუფთა გამჭრვივალე წყლებია, ნაპირებზე კი ტრადიციული ნავები დგანან. ისტორიული ქვის ქალაქი ცნობილია არაბული სახლებით, წვრილი ხეივნებით და დატვირთული პორტით.

ნგორონგოს კონსერვაციული არეალი
აქ ცნობილი ვულკანური კრატერი და ტანზანიის ყველაზე პოპულარული ცელური ცხოვრების შესაგრძნობი ადგილია. ვიზიტორები აქ დიდი ცხოველების და ჩიტების საყურებლად მოდიან. იხილავთ ლომებს, სპილოებს, მარტორქებს და ზებრებს.

ტბა მანიარას ეროვნული პარკი
გასაოცარი მანიარას ტბის ეროვნული პარკი მრავალფეროვანი ფლორა-ფაუნის სახლია. აქ სახლობენ სპილოები, ლომები, ჰიპოპტამები და ფლამინგოები.

კუნძული მაფია
კუნძულ მაფიაზე დაივინგისთვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბრიდან მარტამდე და მაისიდან ოქტომბრამდე. მარტსა და აპრილში აქ ხშირი წვიმა იცის. დატკბით თევზების მრავალფეროვნებით და სარელაქსაციო ატმოსფეროთი.

ტარანგირის ეროვნული პარკი
უზარმაზარი ბაობაბების ხეები, სპილოები და 300-ზე მეტი სახეობის ჩიტი – ეს პარკი ფანტასტიკური არეალია ველურ ცხოვრებაზე დასაკვირვებლად. უმჯობესია თუ მშრალ სეზონზე, ივლისიდან სექტემბრამდე ეწვევით.

კუნძული პემბა
პემბას კუნძული ზანზიბარის არქიპელაგის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულია. პემბას უფრო ნაკლებად სტუმრობენ ვიდრე ზანზიბარს, ამიტომაც აქ უფრო წყნარი ატმოსფეროა.

ქვის ქალაქი (Stone Town)
ისტორიული მე-19 საუკუნის სახლებით და შენობებით, რომლებსაც ორნამენტირებული კარებები აქვს, ეს დასახლება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება. ქვის ქალაქი ზანზიბარის კულტურის გულია, თავისი უნიკალური შარმით.

სელუს ნაკრძალი
Selous Game Reserve – აფრიკის ყველაზე დიდი ნაკრძალია. ის ტანზანიის მთელი ტერიტორიის 5 %-ს მოიცავს. მდინარე საუკეთესო გზაა, რომ ამ ნაკრძალის ბუნება და ველური ცხოვრება იხილოთ. აქ იხილავთ სპილოებს, ჰიპოპოტამებს, ანტილოპებს, ჟირაფებს, ლეოპარდებს და სხვა.

ვიქტორიას ტბა
ეს ტბა აფრიკის უდიდესი მტკნარი წყლის ტბაა და კენიისა და ტანზანიის საზღვარზე მდებარეობს. აქ შეგიძლიათ აიღოთ ექსკურსიები, ნავის ტურები ან ლაშქრობა ტბის გარშემო.











