ეგვიპტის ჯგუფური ტური

 

 

☀ ნამდვილი ეგვიპტური მოგზაურობა თუ გაინტერესებს 🤗

 

🏜 აი, ასეთია ჩვენი რიგით მე-3 ჯგუფური ტურის შინაარსი🐪

 

გიზას დიდებული პირამიდები, ეგვიპტის მუზეუმი, პარფიუმისა და პაპირუსის ფაბრიკები, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა + 5 დღიანი ნილოსის 5* ვარსკვლავიანი 🚢 კრუიზი (ლუქსორი – ედფუ – ასუანი), ვნახავთ: რამზეს II-ის სამ დიდ ქანდაკებას, “მეფეთა ხეობას”, ხას ელ ხალილის ბაზარს, მეფეთა სამარხებს, მაღალ კაშხალს, ფილეს ტაძარს, კომ ომბოს ტაძარს, ედფუს სალოცავს, ლუქსორის ტაძარს, კარნაკის სატაძრო კომპლექსს, მემნონის კოლოსებს, კაიტ-ბეიას ციტადელს, კომ ელ შუქაფას ძველ კატაკომბებს, პომპეუსის სვეტს და ა.შ…

✈️ ფრენის 🏨 სასტუმროს ⛴ გემის, ყოველი დღის გრაფიკის, სერვის-მომსახურების და ფასის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იხილეთ 👇

 

🔹1 დღე – 15 მარტი / კაირო
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ჩავფრინდებით ადგილობრივი დროით 09:20სთ-ზე, აეროპორტში დაგვხვდება პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელი და გავემგზავრებით სასტუმროსკენ. ცოტაოდენი დასვენების შემდგომ, საღამოს 18:30-ზე გავისეირნებთ და ვივახშმებთ მდინარე ნილოსის კრუიზზე. მოგვიანებით დავბრუნდებით სასტუმროში.
ღამისთევა კაიროში

კვება: ვახშამი


🔹
2 დღე – 16 მარტი / კაირო
სასტუმროში საუზმის შემდეგ, დილის 08:30-ზე გავემგზავრებით ექსკურსიაზე გიზას დიდებული პირამიდების მოსანახულებლად: – ხეოფსის, ხეფრენისა და მიკერინის პირამიდების მიმართულებით. ხეოფსის პირამიდა ყველაზე კოლოსალური აკლდამაა, რაც კი ოდესმე აუგიათ. შემდგომ მოვინახულებთ სფინქსს – მონუმენტურ სკულპტურას, რომელსაც იცავს მეფე ხეფრენის სახის მქონე ლეგენდარული ლომი. მოგვიანებით ვეწვევით პარფიუმისა და პაპირუსის ფაბრიკებს.
შემდგომ გავემგზავრებით პირამიდების რაიონში არსებულ რესტორანში, სადაც გვიმასპინძლებენ ეგვიპტური კერძებით (შვედური მაგიდა, სასმელი წყალი), (ნატურალური წვენები დამატებით საფასურის გადახდის შემთხვევაში).
სადილის შემდეგ ვესტუმრებით ეგვიპტის მუზეუმს, სადაც ფარაონთა ისტორიის ამსახველი 120 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. მათ შემადგენლობაში შედის ფარაონ ტუტანხამონის კოლექციაც.
დავბრუნდებით სასტუმროში და ღამისთევა კაიროში

კვება: საუზმე და სადილი

🔹3 დღე – 17 მარტი / ლუქსორი – ნილოსის კრუიზი
04:30 ავიღებთ სამგზავრო საუზმეს და გავემგზავრებით ტრანსფერით აეროპორტში – ლუქსორში გასაფრენად. ჩავალთ ლუქსორში და დავბინავდებით 5* ნილოსის საკრუიზო გემზე. სადილი და კრუიზის დაწყება ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
ვნახავთ კარნაკის სატაძრო კომპლექსით (სიტყვა „კარნაკი“ არაბულიდან ითარგმნება, როგორც „გამაგრებული სოფელი“), რომელიც თარიღდება ძვ.წ. 2055 – ახ.წ. 100 წლებით. ის მიეძღვნა ღვთაებებს – ამუნს, მუტს და ხონსუს. კარნაკის სატაძრო კომპლექსი რელიგიური დანიშნულებით აგებულ სალოცავებს შორის ერთ-ერთი უდიდესია, ძველ ეგვიპტელებს შორის იგი „გამორჩეული ადგილის“ სახელით იყო ცნობილი.
გავემართებით ლუქსორის გასაოცარი ტაძრისკენ. ის აგებულია ნუბიიდან ჩამოტანილი ქვიშაქვის ბლოკებით, ნაგებობა გარემოცულია თიხაბეტონის კედლებით, რაც ამქვეყნიური სამყაროსა და ღმერთების წმინდა სამეფოს განცალკავების სიმბოლოა. ეს სალოცავი წარმოაჩენს ახალი სამეფოს პერიოდში ცნობილი სატაძრო არქიტექტურის მრავალ მახასიათებელს.
ვნახავთ რამზეს II-ის სამ დიდ ქანდაკების, რამზეს II-ის ეზოს და ამენჰოტეპ III-ის კოლონადას – 50 ფუტის სიმაღლის სვეტებით. შემდგომ კი დავბრუნდებით ნილოსის საკრუიზო გემზე სადილისთვის. თავისუფალი დრო, ვახშამი და ღამისთევა გემზე.

კვება: ლანჩ ბოქსი საუზმისთვის, სადილი და ვახშამი

🔹4 დღე – 18 მარტი / ნილოსის კრუიზი
07:30-ზე ვისაუზმებთ გემზე და 08:00 სთ-ზე გავემგზავრებით “მეფეთა ხეობის” მოსანახულებლად. ერთი შეხედვით, „ხალმწიფეების კარიბჭეთა ხეობა“ მხოლოდ მზის სხივებით გაჯერებული კლდოვანი გრუნტისგან შექმნილ ვრცელ ტერიტორიად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა მთელი ამ მტვრით დაფარულია ეგვიპტის ისტორიაში 63 უმნიშვნელოვანესი ფარაონის სამარხებია. ამ ხეობაში ძვ.წ. 16-11 საუკუნეებში მარხავდნენ უზენაესი ხელისუფლების, მათი ოჯახის წევრებსა და ქონებას. 1979 წელს ეს ადგილი და მასთან ერთად თებანის ნეკროპოლისი და დედოფალ ხოტშეფსუტის ტაძარი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
შემდეგ მოვინახულებთ მემნონის კოლოსებს, რომლებმაც პოპულარობა მოიპოვეს თავიანთი დიდებულებისა და იმ იდუმალი ხმების წყალობით, რომელსაც გამოსცემს ჩრდილოეთის კოლოსი მზის ყოველი ამოსვლისას.
დავბრუნდებით გემზე, დავისვენებთ და ვისადილებთ. 13:30 მივადგებით ედფუს სანაპიროს და გვექნება თავისუფალი დრო. ღამისთევა გემზე.

კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი

🔹 5 დღე – 19 მარტი / ნილოსის კრუიზი
07:30-ზე ვისაუზმებთ გემზე და შემდეგი დანიშნულების ადგილია ედფუს სალოცავი, რომელიც ყველაზე შთამბეჭდავია ნილოსის ტაძრებს შორის ლუქსორ-ასუანის ტერიტორიულ მონაკვეთზე. ქალაქი ედფუ მდებარეობს ასუანის ჩრდილოეთით 60 კმ-ის დაშორებით, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, ზემო ეგვიპტეში. ის დააფუძნეს პტოლემეების მმართველობის ხანაში ძვ.წ. 237-57 წლების ინტერვალში. დაბრუნება გემზე და ღამისთევა გემზე.
ედფუს შემდეგ მოვინახულებთ კომ ომბოს ტაძარს, რომელიც აგებულია ძვ.წ. 180 წელს პტოლემეების დინასტიის მიერ რომაელთა შემოსევის დროს. ამ სალოცავის გამორჩეულობა და ღირსშესანიშნაობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მდებარეობს მდინარის ნაპირზე ედფუსა და ასუანს შორის. ღამისთევა გემზე.

კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი

🔹6 დღე – 20 მარტი / ნილოსის კრუიზი
ჩავალთ ასუანში და საზუმის შემდგომ დავიწყებთ ექსურსიას – მაღალი კაშხლისა და ფილეს ტაძრის მოსანახულებლად. ფილეს ეკლესია მდინარე ნილოსის გვრიგვინის მარგალიტია, რომელიც აღმართულია აგილკლიის კუნძულზე, ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში. ეს ლეგენდარული ადგილი დაარსდა ძვ.წ. 690 წელს ისიდას – განკურნებისა და ჯადოსნობის ეგვიპტური ღვთაების საპატივცემულოდ.
დაბრუნება გემზე და თავისუფალი დრო.
კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი
🔹7 დღე – 21 მარტი / ქაირო
ვისაც გვექნება სურვილი, დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში შეგვიძლია მოვინაულოთ აბუ სიმბელის, რამზეს II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ნეფერტარის ტყუპი ტაძრები. პირველის ფასადზე დომინირებს ფარაონის ოთხი 70 ფუტის სიმაღლის ქანდაკება. ალბათ კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რომ მთელი ეს ადგილი დაშალეს და გადაიტანეს, რათა გადაერჩინათ იგი ასვანის მაღალი კაშხლის აღმოჩენის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისგან.
(ტურის ღირებულება შეადგენს 110$. ტურის განხორციელების პერიოდია დილის 5 საათიდან დილის 11 საათამდე. ამ დღეს საუზმე იქნება ლანჩ ბოქსი. ეს დრო დაწესებულია ადგილობრივი მთავრობის მიერ).
ვისაც არ ექნება აბუ სიმბელის ნახვის სურვილი, დარჩება გემზე და ისაზუმებს ჩვეულ დროს. შემდეგ კი გემს დავტოვებთ და გავემგზავრებით ასუანის აეროპორტში კაიროში გასაფრენად. კაიროში ჩასვლისთანავე დაგვხვდება ტრანსფერი და მიგვიყვანს სასტუმროში. დავბინავდებით და გვექნება თავისუფალი დრო
კვება: საუზმე
🔹8 დღე / 22 მარტი / კაირო
სასტუმროში საუზმის შემდეგ, დილის 10:00 საათზე ადგილობრივი გიდი გაგვიძღვება ძველი კაიროსკენ, სადაც ძველი ქრისტიანული ტაძრებისა და კოპტიკის მუზეუმის ხილვის შესაძლებლობა გვექნება.
ვესტუმრებით ძველი ეგვიპტის გამორჩეულ და უძველეს ბაზრობას – ხას ელ ხალილს. მოგვიანებით დავბრუნდებით სასტუმროში და თავისუფალი დრო.
კვება: საუზმე
🔹9 დღე / 23 მარტი / კაირო
07:45ზე სასტუმროში საუზმის შემდეგ, ადგილობრივი გიდი გაგვიძღვება ალექსანდრიისკენ, სადაც დაათვალიერებთ კაიტ-ბეიას ციტადელს (შიგნიდან). ეს თვალწარმტაცი სიმაგრე მე-14 საუკუნეში ააგო სულთან კაიტბეიმ ოსმანთა იმპერიის თავდასხმებისგან ალექსანდრიის დასაცავად. მისი ძალისხმევა ამაო გამოდგა, რადგან დამპყრობლებმა 1512 წელს ეგვიპტე ხელში ჩაიგდეს, თუმცა მსოფლიოს 7 საოცრებათაგან ერთ-ერთის – ალექსანდრიის შუქურის ნანგრევებზე დაფუძნებული ციხე დარჩა სტრატეგიულად განლაგებული.
შემდგომ მოვინახულებთ კომ ელ შუქაფას ძველ კატაკომბებს, რომლებიც დღემდე კარგადაა შემონახული. ესაა მიწისქვეშა არქიტექტურული კომპლექსი, სადაც სამ იარუსადაა განლაგებული დიდგვაროვანთა სამარხები. სამწუხაროდ, ორი მათგანი დატბორილია ხმელთაშუა ზღვის წყლებით. 1900 წელს ისინი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, როცა ტვირთასხმული სახედარი მიწისქვეშ ჩავარდა. ვიდრე ადგილობრივები ვირის ამოყვანას ცდილობდნენ, მათ იპოვეს 30 მ-ზე მეტი სიგანის ჭა. კომ ელ შუქაფას კატაკომბები არის დერეფნებისგან შემდგარი რამდენიმე დონიანი ლაბირინთი.
მოგვიანებით მოვიანხულებთ პომპეუსის სვეტს, რომელიც განკერძოებით დგას ალექსანდრიის ცენტრში არსებულ კლდოვან ბორცვზე. მას არაფერი აქვს საერთო რომის კონსულსა და გენერალთან – გაიუს პომპეუსთან, რომელიც რომის სამოქალაქო ომში იულიუს კეისრის მეტოქე იყო. ძვ.წ. 48 წელს ის გამოიქცა ალექსანდრიაში, სადაც იქნა მოკლული ფარაონ პტოლემეუსის მიერ.
მოგვიანებით ვესტუმრებით ალექსანდრიის ბიბლიოთეკას, რომელიც ეგვიპტისა და მთელი მსოფლიოს გამოცანას წარმოადგენს. საღამოხანს კი დავბრუნდებით სასტუმროში
კვება: საუზმე
🔹10 დღე / 24 მარტი / კაირო
საუზმე. თავისუფალი დღე. საღამოს 18:00-ზე გვიანი (check-out) ნომრების დატოვება. გვექნება გამოსამშვიდობებელი ვახშმი და შემდეგ მოგვაკითხავს ტრანსფერი, გავემგზავრებით კაიროს აეროპორტში თბილისში დასაბრუნებლად.
კვება: საუზმე და ვახშამი
ტურის ღირებულება შეადგენს 6250 ლარს და შედის:
✈️ ავიაბილეთები:
🔸თბილისი – სტამბული – კაირო – კაირო – სტამბული – თბილისი (თურქეთის ავიახაზები)
🔸კაირო – ლუქსორი (ავია კომპანია ეარ კაირო)
🔸ასუანი – კაირო (ავია კომპანია ეარ კაირო)
🔸ბარგი: 8კგ. ხელბარგი და 20კგ. ჩასაბარებელი ბარგი
🔸განთავსება 5 ღამე კაიროს 5* სასტუმროში Helnan Dreamland Hotel & Conference Center https://shorturl.at/yqOqw
🔸განთავსება 4 ღამე 5* საკრუიზო გემზე Tower Prestige Nile Cruise
🍯კვება: 9 საუზმე, 6 ვახშამი და 4 სადილი
🔸პირამიდებზე შუქების (ლაზერების შოუ)
🙋‍♂️ მეგზური/გიდი: ისტორიკოსი გიორგი კალანდია 🙌
🔸ადგილობრივი გიდის მომსახურება მთელი მოგზაურობის ფარგლებში
🔸გუდ თრეველის ორგანიზატორი / გამყოლის მომსახურება
🔸შესაბამისი კვება (ტურში მითითებული განრიგით)
🚌 ტრანსპორტირება:
კონდიცირებული 2023-24 წლის ტრანსპორტით:
1) კაიროს აეროპორტიდან კაიროს სასტუმრომდე
2) კაიროს სასტუმროდან აეროპორტში – ლუქსორში გადასაფრენად
3) ლუქსორის აეროპორტიდან გემზე მისასვლელად
4) ასუანში გემიდან აეროპორტამდე – კაიროში დასაბრუნებლად
5) კაიროს აეროპორტიდან კაიროს სასტუმრომდე
6) კაიროს სასტუმროდან აეროპორტამდე (თბილისში გამოსაფრენად)
7) ავტობუსის მომსახურება ტურის / ექსკურსიების ფარგლებში
8) 5* საკრუიზო გემით გადაადგილება 4 ღამე / 5 დღის განმავლობაში
ექსკურსიები და მუზეუმში შესასვლელი ბილეთები:
🔸კაიროს ექსკურსიები: კრუიზი – პირამიდები – კაიროს მუზეუმი – ძველი კაირო – ეკლესიები – სალადინის ციტადელი და მოჰამად ალის მეჩეთი – ხან ელ ხალილი – Pyramids Sound & Light show
🔸 ლუქსორის ექსკურსიები: კარნაკი და ლუქსორის ტაძარი – დედოფალ ჰატშეფსუტის მეფეთა ველი და მემნონის კოლოსები
🔸 ასუანის ექსკურსიები: კომ ომბოს ტაძარი – ედფუს ტაძარი – მაღალი კაშხალი – ფილეს ტაძარი

🔸ალექსანდრიას ექსკურსიები: კაიტბაის ციტადელი – კომ ელ შოკაფა – კომ ილ შოკაფას კატაკომბები – პომპეუსის სვეტი – ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

ტურის ღირებულებაში არ შედის (სურვილისამებრ) აბუ სიმბელის ექსკურსია, რომლის ღირებულებაა 110$

გთხოვთ გაითვალისწინოთ: კრუიზზე ყოფნის დროს 3-ჯერად კვებაში სასმელებიდან შედის მხოლოდ წყალი. გამაგრილებელი სასმელები, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელები ფასიანია.

დასაჯავშნად კი მხოლოდ 750 ლარია საჭირო, თანხის გადახდა შესაძლებელია 3 ნაწილად, ხოლო კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა