ნოყიერი საკვები, ბოსტნეული, გემრიელი ყველი – ჰოლანდიურ კულინარიულ ისტორიას გვიყვება. ევროპელი მეზობლებისგან მიღებული შთაგონებით და კულტურათა შერწყმით, ნიდერლანდების სუფრა მრავალფეროვან კერძებზე ფოკუსირდება. ჩენ აქ გასასინჯ საუკეთესო საჭმელ-სასმელს გირჩევთ.
გამოიკვლიეთ ნიდერლანდების ბაზრობები: ჰოლანდიურ გემოებს საუკეთესოდ გაგაცნობთ კვების ბაზრობები. აქ ახალი პროდუქტები და სეზონური ხილი დაგხვდებათ, მათ შორის სახლში გამომცხვარი დესერტები. ღია ცის ქვეშ ბაზრობები ქალაქებში კვირაში ერთხელ მაინც ეწყობა. მაგალითად, როტერდამში Markthal შემოგეგებებათ.
თევზეული და მათი სენდვიჩები: Dangle haring (herring) by the tail
ჰოლანდიაში თევზი ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ქაშაყი. მისი მირთმევის ტრადიციული ხერხია: კუდის საჩვენებელ და ცერა თითში მოქცევა, თავის უკან გადაწევა თევზის პირში მოთავსება. ალტერნატივაა პატარა ნაჭრებად დაჭრა და სენდვიჩად მირთმევა.
შემწვარი თევზის კერძებში გადიან: kibbeling და lekkerbek. მათ ხშირად რთავენ ნიდერლანდების დროშებით და დასაგემოვნებლად ხელმისაწვდომია ყველგან.
ფრი: Vlaamse frites
ნიდერლანდური ფუმფულა ფრისთვის კარტოფილი სქლად იჭრება, ორჯერ იწვება და სასურველი სოუსით ირთვება. კლასიკური ნიდერლანდური კომბინაციაა: მაიონეზი, თხილი და ხახვი. ჰოლანდიაში ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველას თავისი ფავორიტი ადგილი აქვს საუკეთესო ფრის დასაგემოვნებლად. ამსტერდამში გირჩევთ: Vleminckx-ს, რომელიც 1957 წლიდან ფუნქციონირებს.
ყველი: Dutch kaas
ნიდერლანდები ცნობილია თავისი საკულტო ყველით, განსაკუთრებით გაუდათი. მისი მსგავსია ედამიც, სხვა სახეობებს მოიცავენ: ლეიდენი და მაასდამერი. ზოგიერთი ყველი აქ თხისგან, ზოგი კი ცხვრისგან მზადდება, არაპასტერილიზებული რძით. პატარა მომხიბვლელ ქალაქებს: გაუდას, ედამს და ალკმაარს ყველის მუზეუმები და ბაზრობები აქვთ. ბევრი ყველის ქარხანა ღიაა ვიზიტორებისთვის. შეძენამდე შეგიძლიათ მოითხოვოთ დაგემოვნება.
ჰოლანდიური ფანქეიქები: Dutch pannenkoeken
ნიდერლანდებში ფანქეიქი სრულფასოვან კერძად ითვლება. მას ბევრ ადგილას დააგემოვნებთ. ეს კრეპის სტილის ფანქეიქები სავსეა სხვადასხვანაირი ტოპინგებით. ამზადებენ სოკოთიც.
დააგემოვნეთ ჰოლანდიური “კომფორტ-კერძები”
ჰოლანდიელებს ძალიან უყვართ stamppot – კარტოფილი ბოსტნეულთან და სოსისთან ერთად, hutspot – კარტოფილი სტაფილოსა და ხახვში, erwtensoep – სუპი ბეკონით და boerenkool met worst – მოხარშული კარტოფილი სოსისით.
მათი საყვარელი დესერტებია: appeltaart (ვაშლის ღვეზელი), spekkoek (ნამცხვარი) და hangop (იოგურტი ხილის კომპოტით).
ვეგეტარიანული და ვეგანური
ნიდერლანდები მცენარეულ საკვებზე დაფუძნებული სამზარეულოთი გამოირჩევა და მისი კერძების ნახევარი ვეგეტარიანულია. აქ ბევრნაირ ვეგეტარიანულ კერძს ნახავთ ყველანაირი ფასებით.
ლუდზე მისაყოლებელი სნექები: borrelhapjes
ნიდერლანდებში ლუდი ძალიან პოპულარულია და მთელი ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტი აქტიური ლუდსახარში მდებარეობს. ბარის სნექებს მოიცავს პატარა ხორცის ბურთულები მდოგვთან ერთად და ბურთულები ყველი გაუდას შიგთავსით. მათ კაფეებში, ბარებსა და პაბებში დააგემოვნებთ, სადაც ლუდი იყიდება. ამსტერდამში გირჩევთ ყავისფერ კაფეებს, მაგალითად, Café Papeneiland.
ჰოლანდიური ჯინი: Jenever
ჰოლანდიური ჯინი ქვეყანაში მე-16 საუკუნეში გამოჩნდა სამედიცინო მიზნებით. მას დღეს დასაგემოვნებელ ოთახებში გასინჯავთ, მაგალითად, ამსტერდამში: De Drie Fleschjes ან Wynand Fockink.