არ აქვს მნიშვნელობა თებერვალში ვალენტინობას აღნიშნავთ თუ აგვისტოში საზაფხულო დასვენებას გეგმავთ საყვარელ ადამიანთან ერთად, ამსტერდამს წლის ნებისმიერ დროს აქცევთ რომანტიკულ ქალაქად. თუ გსურთ რომ თქვენს მეორე ნახევარს დაუვიწყარი მოგონებები შეუქმნათ ან უბრალოდ ერთად ეძებთ აქტივობების იდეებს რომანტიკული დასვენებისათვის, ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ.

მოინახულეთ ამსტერდამი ღამით

ღამის ამსტერდამი რომანტიკულ ხასიათზე ისედაც ადვილად დაგაყენებთ. განათებული ხიდები, მოსეირნე წყვილები ქვაფენილია ქუჩებზე და ყვავილები ფანჯრებზე ამ ქალაქში საღამოებს განსაკუთრებულს ხდის.

იმისათვის, რომ ბოლომდე ისიამოვნოთ, იქირავეთ ღამის კრუიზი, რომელიც საღამოობითაა შემოთავაზებული. ხიდებს შორის მოძრავი ნავების ფასები ყველა ბიუჯეტს ერგება. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანებით დაკომპლექტებული ტურები, როგორც მხოლოდ თქვენთვის, ასევე საერთო.

ისადილეთ სამოთხეში

The Ciel Bleu ფრანგულად “ცისფერ სამოთხეს” ნიშნავს. ეს არის რესტორანი ამსტერდამის სასტუმრო ოკურას 23-ე სართულზე. აქ დატკბებით ზედხედებით ამსტერდამზე. თუ რესტორანში დასხდომა არ გსურთ, აქვე მდებარეობს ბარი Twenty-Third და შეგიძლიათ მხოლოდ 2 კოქტეილი აიღოთ იმავე საოცარი ხედების თანხლებით.

მისამართი: Ferdinand Bolstraat 333

აჩუქეთ ყვავილები ყვავილების ბაზრობაზე

ყვავილების ბაზრობა ფერადი ადგილია სეზონური ყვავილებით მთელი წლის მანძილზე. აქ დიდი მრავალფეროვნება და ყველანაირი ფასის შემოთავაზება დაგხვდებათ. მიუტანეთ სასტუმროში ან გაისეირნეთ და აარჩევინეთ თავად.

დაათვალიერეთ ამსტერდამი ცხენებით

ფეხით სიარულის შემდეგ, დაისვენეთ ცხენებშებმულ ეტლში, რომელიც მსუბუქი წვიმის დროსაც მშვენიერი აქტივობაა. ასე ქალაქს იმაზე განსხვავებული კუთხით დაინახავთ ვიდრე ნავიდან ან არხებიდან. გაეცლებით ხალს და განმარტოვდებით.

ტური წითელი სინათლის ქუჩაზე

ზოგადად, ამსტერდამის წითელი სინათლის ქუჩა რომანტიკასთან არ ასოცირდება, მაგრამ ამ პატარა ხეივანზე ტურის აღებით ამსტერდამის ულამაზეს არხებს და ადგილებს ნახავთ. აქ მდებარეობს სექსის მუზეუმი, პროსტიტუციის მუზეუმი და ლეგენდარული ყავის მაღაზიები,

მისამართი: Damrak 18

უყურეთ ფილმს ტუსკინსკიში

Pathé Tuskinski მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კინოთეატრია. ის აერთიანებს არტ დეკოს და არტ ნუვოს სტილს და აქ ვიზიტი არასდროს დაგავიწყდებათ.

მისამართი: Reguliersbreestraat 26-34