საფრანგეთის ამ ულამაზეს ქალაქში საუკეთესო აქტივობები მისი ისტორიული ნავსადგურის გარშემო ტრიალებს. ის შუა საუკუნეებში დაარსდა და დღემდე ქალაქის გულს წარმოადგენს. აქ გემრიელად მიირთმევთ, იშოპინგებთ და გაერთობით. ლა როშელი საფრანგეთის დასავლეთ სანაპირო ზოლის ცენტრში მდებარეობს და მას “თეთრ ქალაქსაც” უწოდებენ მისი ნაგებობების გამო. ივლისსა და აგვისტოში აქ ბევრი ადგილობრივი და ტურისტი ჩამოდის. ჩვენ მის მთავარ სანახაობებს გირჩევთ:
ლა როშელის ძველი ნავსადგური
დაიწყეთ იქიდან, სადაც ყველაფერი დაიწყო
მე-10 საუკუნეში აღმოჩენილი ეს უნიკალური ძველი ნავსადგური ქალაქის გულში მდებარეობს. ამ ისტორიულ სამოთხეში ბარ-რესტორნები მათი ტერასებიდან გამორჩეულ ხედებს შემოგთავაზებენ.

ლა როშელის ძველი უბანი
იხილეთ ჰენრი მეორეს სახლი
ლა როშელის ძველ უბანში შესასვლელად დიდი კარები უნდა გაიაროთ და უეცრად ვიწრო ხეივნებში აღმოჩნდებით ხის სახლებითა და ფარული ადგილებით. ამ მშვიდ უბანში თავს წარსულში გადანაცვლებულად იგრძნობთ. აქ რამდენიმე აუცილებლად სანახავი ისტორიული მონუმენტია, მათ შორის მერია, ჰენრი მეორეს სახლი და ეკლესია. ნახავთ ბარ-რესტორნებსა და ბუტიკებსაც.

ლა როშელის 3 კოშკურა
ქალაქის ყველაზე საკულტო ძეგლები
ლა როშელის სამი კოშკი ქალაქის სიმბოლოა. ისინი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ. ციხესიმაგრის კოშკები მე-14 საუკუნით თარიღდებიან და ქალაქზე არაჩვეულებრივ ხედებს გვთავაზობენ. აქ ასევე დაგხვდებათ გამოფენები ქალაქის ისტორიაზე. ერთი ბილეთით სამივე კოშკის მონახულებას შეძლებთ. ღიაა მთელი წლის მანძილზე.

კუნძული რე/Île de Ré
აღმოაჩინეთ მომხიბვლელი კუნძული
ამ კუნძულზე მოხვედრა საკმაოდ მარტივია. ის კონტინენტთან 3 კილომეტრი სიგრძის ხიდითაა დაკავშირებული, ლა როშელიდან ჩრდილოეთით. სანაპირო დასვენება და ზღვის პროდუქტები აქ მთავარი თავშესაქცევია. ივლისსა და აგვისტოში კუნძული საკმაოდ დატვირთულია. გვიანი გაზაფხული და ნაადრევი შემოდგომა საუკეთესო პერიოდია აქ ვიზიტისთვის.

მინიმეს სანაპირო
აიღეთ შესვენება წყლის პირას
პორტის სამხრეთით მდებარე ეს ქვიშიანი სანაპირო სასიამოვნო ადგილია გასარუჯად და საცურაოდ. ის ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. გაისეირნეთ ისტორიულ შუქურასთან.

ლა როშელის ბუნებრის ისტორიის მუზეუმი
მოინახულეთ ფიტულები
მე-18 საუკუნეში ლა როშელმა მსოფლიოში ბევრი მკვლევარი და ეთნოგრაფი გაგზავნა რათა მათ ცხოველების ფიტულები და ისტორიული არტეფაქტები მოეგროვებინათ. ეს კოლექცია დღეს აქაა გამოფენილი. მუზეუმის წინ ბოტანიკური ბაღი სასიამოვნო სასეირნო სივრცეს გვთავაზობს. ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა.
მისამართი: 28 Rue Albert 1er

ძველი უბნის ბარები
მიირთვით გემრიელი სასმელი დაბნელებისას
ლა როშელის ძველ უბანს შესაძლოა “ძველი” ქვია, მაგრამ მას ახალაგზრდული სული აქვს შენარჩუნებული. გიყვართ როკენროლი? მაშინ Les Enfants du Rock-ს მიაკითხეთ; ფრანგული ბისტროს ატმოსფეროსთვის – La Cave de la Guignette; ვინტაჟურ ბარში დასხდომისთვის – Guignette; ლაივ მუსიკისთვის და თამაშებისთვის კი არის – McNulty.











