ვენის საუკეთესო საშოპინგო სივრცეები ამავდროულად, ქალაქის გამორჩეული ადგილებია. ავსტრიის დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში, თანამედროვე არქიტექტურა იდეალურადაა ინტეგრირებული და აქ ძველის და ახლის საოცარი სინთეზი იქმნება. ვენაში ვაჭრობა ისეთ ქუჩებზეა შესაძლებელი, რომლებიც მის ღირსშესანიშნაობებთან გვაკავშირებენ. წარმოგიდგენთ შოპიგ-გზამკვლევს:
გრაბენი/Graben
ვენის პოპულარული შოპინგ ქუჩა
ეს ქუჩა ცნობილია მისი გლამურული მაღაზიებით და რესტორნებით. ის მე-12 საუკუნით თარიღდება და ბაროკოსა და რენესანსის დროინდელ შენობებს მოიცავს. აქ დაგხვდებათ ისეთი მოდის ბრენდები, როგორებიც არიან: Hermès, Max Mara და Swatch. ეწვიეთ Julius Meinl-ის მაღაზია-კაფეტერიას, სადაც გემრიელი შოკოლადი, სასმელი და საჩუქრებია. გრაბენი ფეხით სავალ დისტანციაზეა ებრაულ მუზეუმთან და წმ. სტივენის კათედრალთან.

კარნტნერ შტრასე/Kärntner Strasse
სავაჭრო ქუჩა ვენის ცენტრში
ეს ქუჩა ცნობილ საერთაშორისო ბრენდებს და ადგილობრივ ბუტიკებს წარმოგვიდგენს. ის ცოცხალი საფეხმავლო ხეივანია ისეთი მაღაზიებით, როგორებიც არიან: Zara, H&M, GUESS, და Hugo Boss.

მარიაჰილფერ შტრასე/Mariahilfer Strasse
საფეხმავლო შოპინგ პლაზა
ეს ვენის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სავაჭრო ქუჩაა. შთამბეჭდავი 1.8 კმ სიგრძის ხეივანი სავსეა მდიდრული მაღაზიებით. თუმცა, მისი ღია პლაზა მშვენიერი ადგილია რომ ივაჭროთ ისე, როგორც ადგილობრივმა. აქ დაგხვდებათ: Urban Outfitters, H&M HOME, PUMA და Pull & Bear.

ფერშტელ პასაჟი/Ferstel Passage
ისტორიული ძეგლი ბუტიკებით და ბარებით
ეს ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული შოპინგ ცენტრია ვენაში. გაისეირნეთ ამ მე-19 საუკუნის ნაგებობაში და დაათვალიერეთ სამოსის, სამკაულის და სახლის ნივთების მაღაზიები. კაფე ცენტრალში ტრადიციულ ვენურ საკვებსაც დააგემოვნებთ. აქ დადიოდნენ ზიგმუნდ ფროიდი და ლეონ ტროცკი. ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე.
მისამართი: Strauchgasse 4

ნაშმარკტი/Naschmarkt
ვენის საკვების ბაზარი მე-16 საუკუნიდან
გურმანებისთვის ვენის ბაზარი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. აქ წარმოდგენილია ახალი პროდუქტები და ავთენტური კერძები ავსტრიიდან და მთელი მსოფლიოდან. ღიაა ორშაბათი-პარასკევი დილის 6 საათიდან საღამოს 9 სააღამდე, ხოლო შაბათობით საღამოს 6-მდე. დაკეტილია კვირაობით.

ვენის ოქროს კვარტალი/Goldenes Quartier Wien
მდიდრული ბრენდები ყველა კუთხეში
ვენის ეს გამორჩეული სავაჭრო არეალი კი წარმოგვიდგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიც არიან: Prada, Valentino, და Bottega Veneta. ის ახლოსაა წმ. პეტრეს ეკლესიასთან და სამების სვეტთან.
მისამართი: Tuchlauben 3/7

კოჰლმარკტი/Kohlmarkt
მოდის და სამკაულის ბრენდები
ეს გამორჩეული საყიდლების ქუჩა ისეთ ექსტრავაგანტურ მოდის სახლებს აერთიანებს, როგორებიც არიან: Burberry, Gucci, Ermenegildo Zegna, Tiffany & Co, Cartier, და Rozet und Fischmeister.

დონაუ ზენტრუმი/Donau Zentrum
ბრჭყვიალა მოლი
ეს ვენის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია. კომპლექსი ვაგრამერის ქუჩაზე დგას და 260 მაღაზიას აერთიანებს. აქ ადვილად იპოვნით სასურეველ სამოსს და სუვენირებს. ღიაა ორშაბათი-პარასკევი დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე, შაბათობით 6-მდე, ხოლო კვირაობით დაკეტილია.
მისამართი: Wagramer Str. 94

Schleifmühlgasse
სავაჭრო ქუჩა ვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან
ეს ქუჩა ვენის ტრენდულ მეოთხე უბანში მდებარეობს. აქ ჩამწკრივებულია ვინტაჟ მაღაზიები, მოდის ბუტიკები და აუთლეტები. დაგხვდებათ მაღაზიები: FLO Vintage, Humana და Gabarage. გირჩევთ ასევე კაფეებს:Alt Vien Kaffee, The Breakfast Club და Vollpension.

რინგშტრასენ გალერიენი/Ringstrassen Galerien
მოდის და საყოფაცხოვრებო ნივთები
ეს ცენტრალური სავაჭრო ცენტრი გავლენიანი არქიტექტორების შემოქმედებაა და 2 ისტორიულ შენობად იყოფა, რომლებიც ერთმანეთს შუშის ხიდით უკავშირდებიან. აქ შეიძენთ ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების სამოსს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს. მოლი ახლოსაა ვენის ოპერასთან. ღიაა ორშაბათი-პარასკევი დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ხოლო შაბათს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე. დაკეტილია კვირაობით.
მისამართი: Kärntner Ring 5-7











