ერთი შეხედვაც საკმარისია ვერონას შუასაუკუნოვან ხეივნებზე და გასაოცარ რომაულ არენაზე, რომ მიხვდეთ, რატომ აირჩია შექსპირმა ეს ჩრდილოეთ იტალიის ქალაქი მისი საკულტო ნაწარმოების, “რომეო და ჯულიეტას” ისტორიის ადგილად. ყოველდღიურად, უამრავი ტურისტი სტუმრობს ჯულიეტას სახლს და მის აივანს. ამ ცნობილი სასიყვარულო ისტორიის და ღვინის წარმოების გამო, ვერონა პოპულარული ადგილია ქორწილებისთვის და ხელის თხოვნის მიზნებისთვის.

1. საუკეთესო ხედი: სან პიეტროს სასახლე (Castel San Pietro)

სასიამოვნოა ვერონას ქუჩის დეტალების თვალიერება, მაგრამ რომანტიკული ვერონა უნდა იხილოთ რამდენიმე ასეული მეტრით მაღლაც. მზის ჩასვლის პერიოდში გადადით პიეტრას ხიდზე, რომელიც რომაული არენის პირისპირ გადადის, შემდეგ აყევით საბაგიროს სან პიეტროს სასახლესთან. წმ. პეტრეს მთაზე მდებარე ეს სასახლე მე-14 საუკუნით თარიღდება და ქალაქზე ულამაზეს ხედს გვთავაზობს. შემდეგ კი ფეხით ჩადით ისევ რომაულ არენასთან. ამ რომანტიკული გასეირნებით, ეს ქალაქი აუცილებლად შეგიყვარდებათ.

2. საუკეთესო გასეირნება მთვარის შუქზე: კასტელვექიო (Castelvecchio)

მთვარის შუქზე სეირნობა კიდევ უფრო რომანტიკული ხდება, როდესაც ის შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრის ხილვასაც მოიაზრებს. კასტელვექიოსთან ღამით უნდა მიხვიდეთ, როდესაც განათებულია. ეს გოთიკური სასახლე პომპეზური ხიდით მდინარე ადიჯეზე მე-14 საუკუნეშია აგებული. ღამით ხიდზე გადასვლისას გაგიჩნდებათ შეგრძნება თითქოს წარსულში გადაინაცვლეთ და საოცარ სიმშვიდესაც იგრძნობთ.

3. საუკეთესო მოხეტიალეებისთვის: მდინარე ადიჯეს ნაპირები

ვერონა შესაძლოა ანტიკურია, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებასთან სინთეზსაც წარმოგვიდგენს. ქალაქის ცენტრის შუასაუკუნოვან სასახლეებს და რომაულ ნანგრევებს, გარშემო არსებულ მაღაზიებს და ბარ-რესტორნებს საბოლოოდ მდინარე ადიჯეს ნაპირებთან გავყავართ. სანაპიროზე ბევრი რომანტიკული ბარია ხედით სან პიეტროს ციხესიმაგრეზე და რომაულ არენაზე. გაისეირნეთ მშვიდად და იპოვნეთ ადგილები, რომლებიც ამბებს მოგიყვებიან.

4. საუკეთესო რომანტიკული ვახშმისთვის ორზე: ოსტერია პონტე პიეტრა (Osteria Ponte Pietra)

საუკეთესო რომანტიკული გამოცდილებისთვის ისადილეთ ან ივახშმეთ რესტორანში, რომლის პატარა მაგიდებიც რომაულ არენას გაჰყურებენ და მდინარე ადიჯეზე ტერასას გვთავაზობენ. აქ მე-19 საუკუნის ავეჯი დაგხვდებათ. კიდევ ერთ ტრადიციულ და რომანტიკულ რესტორანს გირჩევთ: Locanda di Castelvecchio, რომელიც მე-18 საუკუნეში აფთიაქი იყო. დღეს ამ მყუდრო ატმოსფეროში ნამდვილ “ვერონულ მენიუს” გვთავაზობენ.

5. საუკეთესო ფარული მარგალიტი: სასტუმრო მილანოს ტერასა

ვერონაში მორიგი რომანტიკული აქტივობა, გემრიელი სასმლის დალევაა პანორამული ხედებით რომაულ არენაზე. სასტუმრო: Hotel Milano & Spa სწორედ მის პირდაპირ მდებარეობს. ბევრმა ადგილობრივმაც არც კი იცის თუ რა იმალება სასტუმროს ბოლო სართულზე.

6. საუკეთესო განმარტოებისთვის: კანონიკური მუზეუმი (Canonical Museum)

წმ. ელენეს საყდარი ვერონას ანტიკურ ბიბლიოთეკას და კანონიკურ მუზეუმს აერთიანებს. მისი მშვენიერი მწვანე ბაღი მოიცავს რომაულ ნანგრევებს და პალეო-ქრისტიანულ მოზაიკებს. აქ არავინ შეგაწუხებთ.

7. საუკეთესო ფოტოსესიისთვის და ცერემონიალებისთვის: Scala della Ragione & the Notaries’ Chapel

ეს ვერონას საღონისძიებო სივრცეა შთამბეჭდავი კიბეებით. აქ ხშირად ტარდება ქორწილები და იღებენ საქორწილო ტიპის ფოტოებს. სკალა დელა რაგიონეში შესვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ხოლო ნოტარიუსთა სამლოცველოში კი მხოლოდ ქორწინების დროს.