არაბთა გაერთიანებული საამიროების “კულტურის დედაქალაქი” გამორჩეულია მისი საკულტო გალერეებით და მუზეუმებით. არქიტექტურის მოყვარულებს მოეწონებათ მისი ქუჩები ქვეყნის უდიდესი მეჩეთით, ისლამური ნაგებობებით და ულამაზესი პარკით. მაგრამ, ქალაქის მონახულების შემდეგ, მოიწყვეთ ერთდღიანი ტურებიც უდაბნოს და სხვა ველური ბუნების ადგილების გამოსაკვლევად. ხუთ არაჩვეულებრივ მიმართულებამდე აბუ დაბიდან საშუალოდ 2 საათი გაშორებთ.

1. დაათვალიერეთ ცარიელი უდაბნო – რუბ ალ ხალი

მოგზაურობის დრო: 2 სთ და 40 წთ

Rub’ al Khali – მსოფლიოს უდიდესი ქვიშის უდაბნო 1000 კმ სიგრძისაა და 4 ქვეყანას მოიცავს. ის არაჩვეულებრივი ვარიანტია აბუ დაბიდან 1 დღით რომ ეწვიოთ. აქ აღმოაჩენთ სიმშვიდეს და არაჩვეულებრივ სილამაზეს. აიღეთ ორგანიზებული ტური მის მოსანახულებლად.

2. მოინახულეთ ალ ვატბა

მოგზაურობის დრო: 30 წთ

Al Wathba აბუ დაბის გარეუბანია, სადაც აქლემებს შორის სეზონური შეჯიბრებებიც ტარდება. ატმოსფერო საკმაოდ ეკლექტურია. აქ მდებარე ნაკრძალი ბიომრავალფეროვნების სამოთხეა. აქ ათასობით ფლამინგო ბუნებრივ და ხელოვნურ ტბებში ბინადრობს. ორი საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორებს რამდენიმე სახეობის ჩიტების გამოკვლევის საშუალებას აძლევს.

3. გაისეირნეთ ველური ბუნების საფარიში ბანი იასის კუნძულზე

მოგზაურობის დრო: 3 სთ

თუ გსურთ იხილოთ ცარიელი სანაპიროები და არაბული ველური ბუნების პარკი, ამ ადგილს ეწვიეთ. წყლის ტაქსს ანანტარას კურორტიდან კუნძულზე მოსახვედრად 20 წუთი სჭირდება.

4. დალაშქრეთ ეირატების სიდიდით რიგით მეორე მთა ალ აინში

მოგზაურობის დრო: 2 სთ

ომანის საზღვარზე მდებარე ალ აიმი ემირატების კიდევ ერთი ოაზისია. აუცილებლად მოინახულეთ მისი ბაღები გასაოცარი ფლორით, პალმებით და ბუნებრივი წყაროებით. ისიამოვნეთ ემირატების ხელოვნური წყლის პარკით თავისი კაიაკით და ნავებით.

5. აყევით დუბაის ტემპს

მოგზაურობის დრო: 1 სთ და 20 წთ

მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობების, დიდი მოლის, ხელოვნური კუნძულების ქალაქი – ექსტრემალურ გამოცდილებებს შეგძენთ. დუბაი ცნობილი შოპინგ მიმართულებაა, სანაპირო ბარების და კლუბების ადგილი. აბუ დაბიდან დუბაიმდე ავტობუსის ღირებულება მხოლოდ 6.50 $-ია.