როდესაც ქსამილის გასაოცარ ლანდშაფტს პირველად დაინახავთ, იფიქრებთ, რომ იტალიის ან საბერძნეთის სანაპიროებთან დგახართ. ეს გასაოცარი ლოკაცია გამჭვირვალე წყლით და რბილი ქვიშის ნაპირებით ალბანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. აქ მიიღებთ მზის აბაზანებს, იცურავებთ კრისტალივით სიფთა წყალში, დატკბებით ისტორიული ლეგენდებით და ბუნებით. ქსამილი ალბანეთის რივიერას გამორჩეული მარგალიტი და საზაფხულო სამოთხეა.

ეწვიეთ სანაპიროებს

ქსამილი მალდივების სანაპირო ადგილებსაც ჰგავს. ეს მრავალფეროვანი სილამაზის მქონე ნაპირები და ფარული გამოქვაბულები ადგილობრივებს და ტურისტებს ძალიან უყვართ. მოიტანეთ წიგნი, იქირავეთ წამოსაწოლი სკამი და გაატარეთ დრო ულამაზესი ხედების ფონზე.

Monastery Beach

ეს ქსამილის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა და შესანიშნავი ადგილია დატვირთულ ქალაქს რომ გაექცეთ. თუ მთაზე მდებარე წმ. გიორგის მონასტერში ახვალთ, დაჯილდოვდებით ხედებით იონიის ზღვაზე. აქ მოსახვედრად გაყევით ავტობუსს ბატრინტიდან (Butrint) სარანდამდე (Saranda). უთხარით მძღოლს გაგიჩეროთ მონასტრის სანაპიროზე. მგზავრობის ღირებულება 100 ლეკი/1 დოლარი.

Lori Beach და Pulëbardha Beach

ეს ორი სანაპირო ქსამილის ქალაქთან ახლოსაა. აქ ქვიანი სანაპირო და მწვანე ლანდშაფტია, წყალი კი ყველაზე სუფთა ამ არეალში. აქ მოსახვედრადაც გაყევით ავტობუსს ბატრინტიდან სარანდამდე, რომელიც ყოველ 1 საათში დადის. მძღოლი მთავარ გზაზე გაგიჩერებთ, საიდანაც 20 წუთის სავალია სანაპირომდე.

ბატრინტის ეროვნული პარკი/Butrint National Park

ქსამილიდან 15 წუთის სავალ გზაზე, ტყეში მდებარე ეს პარკი არქეოლოგიურად მნიშვნელოვანი ლოკაციაა. ეს დაცული ტერიტორია დროის პორტალია და ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში გამოგზაურებთ. გაიკვალეთ გზა ანტიკური საბერძნეთის, რომის და ოტომანური იმპერიის ნანგრევებში. ისტორიაც და ბუნებაც აქ საუცხოოდაა შეწრყმული და ის იუნესკოს დაცული ძეგლის სტატუსსაც ატარებს. შესვლის ღირებულებაა 1000 ლეკი/11 დოლარი. პარკი ღიაა მთელი წლის მანძილზე დილის 8 საათიდან მზის ჩასვლამდე.

დაათვალიერეთ ახლომდებარე კუნძულები

ბატრინტის ეროვნულ პარკთან 4 დაუსახლებელი კუნძული მდებარეობს. მათ ქსამილის სანაპიროებიდანაც დაინახავთ. იქირავეთ კაიაკი ან მიცურეთ უახლოეს კუნძულებთან. შეგიძლიათ ისარგებლოთ წყლის ტაქსითაც.

კორფუ, საბერძნეთი

ქსამილთან პოპულარული ბერძნული კუნძული კორფუ მდებარეობს. ის ცნობილია ულამაზესი თეთრი სანაპიროებით, შთამბეჭდავი მთებით და საოცარი ღამის ცხოვრებით. ქსამილიდან გაყევით ბორანს ამ სამოთხის გამოსაკვლევად. განსაკუთრებული სარელაქსაციო ატმოსფეროს გამო, აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის.

ლურჯი თვალი/Blue Eye

ქსამილიდან ნახევარი საათი გზაზე ალბანეთის მორიგ დიდებულ ადგილს აღმოაჩენთ. “ლურჯი თვალი” კრისტალივით სუფთა აუზია ბუნებრივი წყაროთი. ბუნების ეს ფენომენი გარშემორტყმულია ტყით. აქ მდებარეობს სალაშქრო ბილიკები და რესტორნებიც. შესვლის ღირებულებაა 50 ლეკი / 0.50 ცენტი. იქირავეთ მანქანა ან შეუერთდით ორგანიზებულ ტურებს.

როგორ მოვხვდეთ ქსამილში? უახლოესი აეროპორტია საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, თუმცა ბევრი აქ ალბანეთის დედაქალაქიდან, ტირანადან მოფრინავს. ალბანეთის ქალაქებიდან აქ ავტობუსებიც მოდიან. ტირანადან ავტობუსები ყოველდღე გამოდიან დღის 4 საათამდე და სარანდემდე 5 საათი სჭირდებათ.

საუკეთესო კაფე-რესტორნები ქსამილში:

  • Guvat Bar & Restaurant
  • Pizza Rei & Rai
  • Ohana Beach Bar Ksamil
  • Pizzeria Afrimi
  • Kristal Seafood Restaurant
  • Sea Breeze
  • Seaside Bar & Restaurant