“თეთრ სანაპიროდ” წოდებული კოსტა ბლანკა სუნთქვაშემკვრელი სანაპიროებით გამოირჩევა და ესპანეთში ერთ-ერთი იდეალური მიმართულებაა სანაპირო დასვენებისთვის. ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლის 200 კილომეტრზე გადაჭიმული შთამბეჭდავი კოსტა ბლანკა, წელიწადში 300 დღე მზიანი ამინდებით გამოირჩევა და დასვენებისთვის ნამდვილი სამოთხეა. აქ მზიანი ამინდების გარდა, ღირსშესანიშნაობებიც გელოდებათ.

ალიკანტე/ALICANTE – მოდური ქალაქია მომხიბვლელი სანაპიროებით. მოინახულეთ სანტა ბარბარას ციხესიმაგრე, პარკები, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები და ტრენდული ბარები დაუვიწყარი გამოცდილებისთვის.

სერა გელადას ბუნების პარკი, ალბირი – ეს სამოთხის მსგავსი ადგილი იმ ენთუზიასტი ადამიანებისთვისაა, ვისთვისაც რელაქსაცია მნიშვნელოვანია. მოინახულეთ შუქურა, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.

ალტეა – ალიკანტეს ჩრდილოეთით მდებარე ლოკაციაა საოცარი შარმით, რომელიც 50-იანი წლების ესთეტიკას მოგაგონებთ. აისეირნეთ მის ქვაფენილიან ქუჩებში, ისტორიულ უბანში და საოცარ ბულვარში. დააგემოვნეთ პროდუქტი ადგილობრივ ბაზარში და გაყევით საველოსიპედო გზებს. ალტეას “ესპანეთის სანტორინისაც” კი უწოდებენ.

კალპე/CALPE ყოფილი სათევზაო სოფელია საოცრად მშვიდი ატმოსფეროთი. აქ 14 ულამაზესი სანაპიროა, განსაკუთრებული ესპანური არქიტექტურა, ეროვნული პარკი და მარილის აბაზანები.

საუკეთესო სანაპიროები:
LEVANTE BEACH BENIDORM – ბენიდორმის პრესტიჟული ლევანტეს სანაპირო ლურჯი დროშის მფლობელია და წყლის სპორტის შესაძლებლობებს, ცოცხალ ბარებს და გემრიელ რესტორნებს აერთიანებს. დატკბით მზით და ქვიშით, სანაპიროს მოყვარულებისთვის ის ნამდვილი სამოთხეა.

PONIENTE BEACH, BENIDORM – ეს სანაპირო ბენიდორმის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა. გამოირჩევა 3 კილომეტრიანი სუფთა, საუკეთესოდ მოვლილი ნაპირით.

აქ აქტივობებში ჩართვა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია, იქნება ეს წყლის სპორტის სახეობები, გოლფი, ველოსიპედი, რომლითაც სანაპირო ზოლის გასწვრივ ბილიკებს მოივლით თუ ლაშქრობა ულამაზეს პარკებში. საოჯახო დასვენებისთვის ბრწყინვალეა აკვაპარკი: Aqua Natura. ბუნების მოყვარულების გირჩევთ გასაოცრად ლამაზ ალგარის შადრევნებს და მუნდომარის პარკს ჩიტებით, რეპტილიებით და დელფინებით.











