რიმინის რომაული წარსული აქვს. აქ სულ გრძელი, თეთრქვიშიანი სანაპიროებია და ძალიან პოპულარული მიმართულებაა რივიერა დე სოლეში, როგორც იტალიელები ადრიატიკის სანაპირო ზოლს უწოდებენ.
გაიარეთ ავგუსტუსის თაღში (Arco d’Augusto)
რიმინის მთავარი ქუჩის, კორსო დი ავგუსტოს ბოლოში ჩრდილოეთ იტალიის უძველესი რომაული ტრიუმფალური თაღი დგას. ბევრი გადატანილი ომის შემდეგ, თაღმა გარკვეული ნაწილი დაკარგა და მისი აღდგენა მოგვიანებით მოხდა.

მოინახულეთ ტემპიო მალატესტიანო
Tempio Malatestiano – მალატესტას ოჯახის წევრების მავზოლეუმია. ისინი რიმინის მე-13 საუკუნიდან მართავდნენ. არქიტექტურა ადრეულ რენესანსის სტილს იმეორებს. ინტერიერი მორთულია ფრესკებით და მუდამ შთააგონებს არტისტებს.
მისამართი: Via Quattro Novembre 35

ქალაქის მუზეუმი (Museo della Città) და დომუს დელი (Domus del Chirurgo)
ყოფილ მონასტერში მდებარე ქალაქის მუზეუმი პრეისტორიიდან აწმყომდე 1500-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს, მათ შორის რომაულ მოზაიკას და სააფთიაქო აღჭურვილობას ანტიკური ხანებიდან. ხელოვნების გალერეაში კი მე-14 საუკუნის შედევრებს იხილავთ. გაეცანით რიმინის ისტორიას.
მისამართი: Via L. Tonini 1

დაისვენეთ რიმინის სანაპიროებზე
ძველი ქალაქის ჩრდილოეთით, ადრიატიკის ზღვაზე, პოპულარული სანაპირო კურორტი რიმინი მდებარეობს. თეთრქვიშიანი სანაპირო სკამებით, ქოლგებით და ყველანაირი აღჭურვილობით. თუ ქვიშას და მზეს ესწრაფვით, აუცილებლად დაისვენეთ ამ იტალიურ სანაპიროზე. აქ ბევრი სასტუმრო, ვილა და რესტორანია. ყველაზე პოპულარული სანაპიროებია: Rivabella, Viserba, და Torre Pedrera. უზარმაზარი ეშმაკის ბორბალის საშუალებით ზევიდანაც დახედავთ მათ.

მოიხიბლეთ მინიატურული იტალიით
ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ მინი მოგზაურობა იტალიის საოცრებების სანახავად. Italia in Miniatura – თითქოს ლილიპუტების სოფელია ქვეყნის 200-ზე მეტი ღირსშესანიშნაობით. აქ ნახავთ კოლიზეუმს, პიზას კოშკს, ციხესიმაგრეს, ცნობილ მოედნებს და ტბებს.
მისამართი: Via Popilia 239

გადადით პონტე დი ტიბერიოზე
Ponte di Tiberio – ძველი ქალაქის ცენტრში მდებარე რომაული ხიდია, რომელიც იმპერატორმა ავგუსტუსმა ააგო. მისი 5 თაღი მარეკიას მდინარეზე საოცრად აირეკლება, განსაკუთრებით მზის ჩასვლის პერიოდში.

გაისეირნეთ ბორგო სან გილიანოზე
Borgo San Giuliano – პონტე დი ტიბერიოსთან მდებარე ფერადი ქუჩაა ქვის შენობებით. ზოგიერთი კედელი სხვადასხვა პოსტერებითაა მორთული, მაგალითად ფედერიკო ფელინის პერსონაჟების ფოტოებით. ფელინი სწორედ რიმინიში დაიბადა და გაიზარდა. აქ სეირნობა საკმაოდ სასიამოვნო აქტივობაა.

ეწვიეთ კასტელ სისმონდოს
Castel Sismondo – რიმინის გამორჩეული ციხესიმაგრეა, რომელიც 1400 წლის შემდეგ ამაყად დგას. შიდა ინტერიერი მდიდრულადაა მორთული ფრესკებით, ფილებით და დიზაინის სხვა დეტალებით. სასახლის გარშემო ხშირად ეწყობა ფლი მარკეტები.

გაერთეთ ფიაბილანდიაში
ბავშვებთან ერთად ამ გასართობ პარკში თქვენც კარგად მოილხენთ. Fiabilandia ყველასთვის გასართობი ადგილია. აქ განთავსებულია ატრაქციონები ყველა ასაკზე, ჯადოსნური სოფელი, გნომების ველი და აშ.
მისამართი: Viale Gerolamo Cardano 15











