უტრეხტი გასაოცრად ლამაზი საუნივერსიტეტო ქალაქია ნიდერლანდებში. ზოგს ის ამსტერდამსაც კი ურჩევნია მისი მშვიდი არხებით და მომხიბვლელი არქიტექტურით. ამ ქალაქს ერთ დღეში თავისუფლად მოივლით, თუმცა დაგეგმეთ აქ დარჩენისთვის 2 ღამე მაინც. უტრეხტი ძალიან პოპულარულია არა ტურისტებში, არამედ ადგილობრივებში.

1. გაისეირნეთ უტრეხტის ლამაზ ქუჩებში

უტრეხტს ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქის ცენტრი აქვს. დაუსრულებელი ფოტოგენური კუთხეები ქვაფენილიანი ქუჩებით წამდაუწუმ ფოტოს გადაღების სურვილს გაგიჩენთ. თუ მიყვებით არხს და ქუჩას სახელად “Oudegracht”, ბევრ შთამბეჭდავ ადგილს აღმოაჩენთ. ძველი ქალაქი ფეხით სასიარულოდ ისეთი სასიამოვნოა, რომ დროის გასვლას ვერც კი გაიგებთ.

2. The Street Food Club

მთელ უტრეხტში საუკეთესოდ გაფორმებული რესტორანი “ქუჩის კვების კლუბია”. შეაბიჯეთ ტროპიკულ ოაზისში, მის ულამაზეს ვარდისფერ და მწვანე ოთახებში. აქ კერძები ძალიან გემრიელია, შემოგთავაზებენ ვეგეტარიანულ და ვეგანურ ვარიანტებსაც.

3. დაისვენეთ ძველი არხის ნაპირზე

Oude Gracht ანუ ძველი არხი, 2 კილომეტრი სიგრძის ნაპირია, რომელიც ნიდერლანდების უნიკალურობას შეგაგრძნობინებთ. აქ ბევრი ტერასული ბარ-რესტორანია, რათა სასურველ საჭმელთან და სასმელთან ერთად დატკბეთ ხედებით. დაიქირავეთ კანოე ან ელექტრო ნავი და თავი ვენეციაში გეგონებათ. ელექტრო ნავის ფასი დაახლოებით 30 ევროა 1 საათით.

4. შოპინგი და ვინტაჟური შოპინგი

უტრეხტის ძველი ქალაქის ცენტრი საშოპინგო სივრცეა. აქ ბევრი პატარა ბუტიკი და ვინტაჟ მაღაზიაა. სავაჭრო ცენტრი Hoog Catharijne Mall – ჰოლანდიის უდიდესი შოპინგ ცენტრია.

სხვა საინტერესო მაღაზიებია:

  • Rood en Bloem (მცენარეების მაღაზია)
  • Hip voor de Heb (მოდის ნივთები)
  • Episode (ვინტაჟის სამოსი & აქსესუარები)
  • Minre (სამოსი & აქსესუარები)
  • Vintage Island (ვინტაჟის სამოსი & აქსესუარები)

5. ეწვიეთ უტრეხტის კოშკს

ეს მე-14 საუკუნის გოთიკური ტაძარი ნიდერლანდებში უმაღლესია – 112მ. გამოიწვიეთ საკუთარი თავი და აიარეთ 465 კიბე მასზე მოსახვედრად, რათა უტრეხტის პანორამული ხედებით დატკბეთ. ტურები ტარდება ჰოლანდიურად და ინგლისურად. ბილეთის ფასია 9 ევრო. 12 წლამდე ბავშვებისთვის – 5. აუცილებლად ინახულეთ ტაძრის ძველი ულამაზესი ბაღიც – Pandhof Garden.

6. საუკეთესო საკვები სივრცეები უტრეხტში

უტრეხტში ვიზიტისას კვების გამო იმედგაცრუებული არ დარჩებით. ის როტერდამის მსგავსად, სავსეა ფანტასტიკური კვების სივრცეებით და ტრენდული კაფეებით ყველა გემოვნებისათვის. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

  • O’Panuozzo Neapolitan Pizzeria
  • Ruby Rose
  • Rabarber
  • Karibu Cafe
  • The Street Food Club

7. მოიწყვეთ კრუიზი არხებში

უტრეხტის ულამაზესი არხები ქალაქის გამორჩეული სისხლძარღვებია. ჰოლანდიური არქიტექტურა და მდინარის გასწვრივ სეირნობა განსაკუთრებულ გამოცდილებას შეგძენთ. ამსტრედამისგან განსხვავებით, აქ ხიდები უფრო მაღალია და დიდ კურიზებსაც აქვთ საშუალება ქალაქში იმოძრაონ.

8. ჰაარის ციხესიმაგრე

Castle de Haar – უტრეხტის გარეუბანში მდებარეობს. ის ჰოლანდიის უდიდესი ციხესიმაგრეა ულამაზესი ინტერიერით და ბაღით. შესასვლელი ბილეთი შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ. ციხესიმაგრეში უტრეხტიდან სამანქანო გზით 20-30 წუთის გზაა, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისასვლელად უტრეხტის ცენტრალურ სადგურზე გადით.

9. 1 დღიანი ტური ამსტერდამში

უტრეხტი ამსტერდამის ფანტასტიკური ალტერნატივაა. ამასთან, ადვილად ეწვევით ამსტერდამს ერთდღიანი ტურისთვის. ის მატარებლით მხოლოდ 30 წუთის გზაზეა და სასტუმროები უტრეხტში ბევრად იაფია.

10. Oude Hortus

ეს ყოფილი ბოტანიკური ბაღია უტრეხტში. აქ ბევრნაირი სამედიცინო მცენარე, საუკუნოვანი ხე და სათბურია სავსე ეგზოტიკური ყვავილებით. შესწვლის ღრებულება მუზეუმში შესვლასაც მოიცავს და ფასია არის 8 ევრო.

საუკეთესო სეზონი უტრეხში სამოგზაუროდ აპრილიდან სექტემბრამდეა. ზოგადად, ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით წასასვლელად გაზაფხული საუკეთესო დროა.