ტულუზი საფრანგეთის ხმელთაშუაზღვის და ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან თითქმის ერთნაირ დაშორებაზე მდებარეობს, არც ისე შორს პირენეის მთებისგან. მის სიახლოვეს ძალიან ბევრი მოსანახულებელი ადგილია, რაც მას არაჩვეულებრივ ლოკაციად აქვს ერთდღიანი ტურებისათვის. თუ დაიღლებით ტულუზის ურბანული ქაოსისგან, გამოიკვლიეთ მისი რეგიონი და აღმოაჩინეთ ახალი ადგილი ნახევარი ან ერთი სრული დღის გატარებით. ჩვენ 7 მიმართულებას გირჩევთ.

1. გაისეირნეთ შუასაუკუნოვან ქალაქში – Carcassonne

მოგზაურობის დრო: 40 წთ

კარკასონი ტულუზის პატარა დაიკოა. ეს ციხესიმაგრე-ქალაქი 1130 წელს აშენდა. მასში შესვლა მე-12 საუკუნეში შებიჯებას გავს. თავი “სამეფო კარის თამაშებშიც” გეგონებათ. ამ იუნესკოს დაცული ძეგლის მოსანახულებლად შეგიძლიათ აიღოთ გიდის ტური. ქვაფენილიან ქუჩებში სხვადასხვა საგანმანათლებლო ვორქშოფები ტარდება, მოისმენთ ტრადიციულ ფოლკლორსაც. კარკასონის დათვალიერებას ერთი დღე ეყოფა.

როგორ მოხვდებით ტულუზიდან: გაყევით მატარებელს მატაბიუს (Matabiau) სადგურიდან. ისინი ყოველდღე დადიან.

2. აღმოაჩინეთ პირენეის მთები

მოგზაურობის დრო 1.5 სთ

დასვენება ბუნებაში და ჯანსაღი ჰაერი არდადეგებზე ყოველთვის სასურველია. ტულუზში ყოფნისას მსგავს სიამოვნებას პირენეის მთები მოგანიჭებთ ულამაზესი ლანდშაფტით და ეროვნული პარკით. არ აქვს მნიშვნელობა სეზონს. აქ ზამთარში ისრიალებთ, ზაფხულში ისეირნებთ, ჩაწვებით ბუნებრივ ცხელ აბაზანებში, მიიღებთ სპა მომსახურეობას და დასხდებით კაფე-რესტორნებში მთის ხედებით. უმჯობესია თუ აქ 1 ღამით დარჩებით და იმავე დღეს არ დაბრუნდებით. მაგრამ, შეგიძლიათ Ax-les-Thermes-ს მხოლოდ 1 დღით ეწვიოთ, დილას წახვიდეთ და საღამოს დაბრუნდეთ.

როგორ მოხვდებით ტულუზიდან: პირდაპირი მატარებლები მთელი დღის მანძილზე დადიან. ბილეთების ფასები 9-დან 25 ევრომდე მერყეობს (ონლაინ – Sncf.com). შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა და A66 ავტობანს დაადგეთ.

3. დატკბით ხმელთაშუაზღვის სანაპიროთი ნარბონში

მოგზაურობის დრო: 1.5 სთ

თუ ეძებთ ზღვის ჰაერს ტულუზიდან საათნახევრის გზაზე, Narbonne სწორედ თქვენთვისაა! ამ ხმელთაშუაზღვის ქალაქში ლამაზი სანაპიროები, პარკები, მზიანი ტერასები და გემრიელი სამზარეულოა. მასიური ტურიზმისგან შორს მყოფი ეს პატარა, თანამედროვე ქალაქი ნამდვილად აღმოსაჩენია. თუ ამინდი შეგიწყობთ ხელს, იცურავებთ კიდეც. საღამოობით ესტუმრეთ პრესტიჟულ “ნარბონის დიდ ბუფეტს” (Grands Buffets de Narbonne) და დააგემოვნეთ ტრადიციული ფრანგული კერძები.

როგორ მოხვდებით ტულუზიდან: მატარებლის ბილეთის საფასური ზოგჯერ 1 ევროც კია, ზოგადად 10 ევროს არ ცდება.

4. გაისეირნეთ მიდის არხში

მოგზაურობის დრო: 4 სთ ველოსიპედით

The Canal du Midi – ტულუზის სიამაყეა გრძელი საფეხმავლო და საველოსიპედო გზით. გირჩევთ VelÔToulouse-ის ველოსიპედების ქირაობას, რომელიც იაფი და მარტივია. დაიძარით პორტიდან: Port Saint-Sauveur და 4 საათში Avignonet-Lauragais-ში მიხვალთ. დაათვალიერეთ არხი, ციხეები და გარშემო არსებული ბუნება. საკმაოდ მარტივი გასავლელი გზაა. წაიღეთ საპიკნიკე საკვები და შეჩერდით სასურველ ადგილას. ველოსიპედს იქირავებთ მატაბიაუს სადგურზე და პორტში ბულვარით მიხვალთ.

5. დააგემოვნეთ ღვინო ვენახებში

მოგზაურობის დრო: 40წთ.

სამხრეთ საფრანგეთი მდიდარია ბუნებით და მაღალი ხარისხის ღვინით. ტულუზი და მისი რეგიონი ამის შესანიშნავი მაგალითია. ოჯახის წევრებს და მეგობრებს საშუალება გაქვთ გასტრონომიულ თავგადასავალში გადაეშვათ. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ფრონტონი (Fronton) ღვინის ტურიზმის სახლით. კაპდევილის შატოში 150 სახეობის ღვინის დაგემოვნების ტურს შემოგთავაზებენ.

როგორ მოხვდებით ტულუზიდან: დაქირავებული მანქანით დაადექით A62 ავტობანს ფრონტონამდე.

6. გამოსცადეთ აფრიკული საფარი

მოგზაურობის დრო: 1.50 სთ

აფრიკული ნაკრძალი: The Sigean African Reserve საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რომელიც აფრიკულ ველურ ცხოვრებას დაგაახლოვებთ უმაღლესი დაცულობით. ამ უზარმაზარ პარკში 3800 ენდემური აფრიკული ცხოველი ბინადრობს, მათ შორის ჟირაფები. პარკში ვიზიტი 4 საათს გასტანს.

როგორ მოხვდებით ტულუზიდან: მატარებლით წასვლის შემთხვევაში გაივლით ნარბონს. ნარბონის სადგურიდან პარკი 15 წუთის სავალ გზაზეა და შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა.

7. დაიკარგეთ მერვილის ბაღსა და ლაბირინთში

მოგზაურობის დრო: ველოსიპედით 1.20 სთ, მანქანით 30 წთ.

მერვილი (Merville) ტულუზის სიახლოვეს მდებარე ქალაქია, სადაც ულამაზესი ფრანგული შატო (Château de Merville) დაგხვდებათ გასაოცარი ბაღით. ის მე-18 საუკუნეში ააგეს და ფრანგული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია.

როგორ მოხვდებით ტულუზიდან: მანქანის ქირაობა ყველაზე იოლი საშუალებაა. თუ VelÔToulouse-ს ველოსიპედს იქირავებთ ტულუზის სადგურიდან, ამ შემთხვევაშიც მარტივი გზის დაფარვა მოგიწევთ დიდი ბულვარის მინიმეს გავლით.