ეს სერია წარმოგიდგენთ იმ დასასვენებელ მიმართულებებს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა შესახებაც ბევრმა ქვეყნის ვიზიტორმა არ იცის, მაგრამ ადგილობრივები მათზე გიჟდებიან. ამჯერად განვიხილავთ პორტუგალიას. პატარა, მაგრამ ძლიერი პორტუგალია საერთაშორისო მოგზაურობის ასპარეზზე საკმაოდ პოპულარულია მისი ულამაზესი სანაპიროებით, ამაღელვებელი ქალაქებით, მდიდარი ისტორიით და სასიამოვნო კლიმატით.
წყლის პირა კემპინგი ალენტეჯოში
Vila Nova de Milfontes-ს სიახლოვეს მდებარე სანაპიროებზე ბევრ პოტუგალიელს აქვს გატარებული ბავშვობა. Alentejo სამხრეთ პორტუგალიაა. რეგიონი სავსეა ველური სანაპიროებით და შთამბეჭდავი ლანშაფტით. აქაური სალაშქრო ბილიკი მოიცავს ეროვნული პარკის დათვალიერებას და ოკეანეზე ხედებს გთავაზობთ. პორტუგალიელი ოჯახებისთვის ეს ნაწილი მუდამ ფავორიტი მიმართულებაა. ბევრი მათგანი ალგარვეში მიდის თუმცა შემდეგ მაინც ალენტეჯოს მშვიდ, ქვიშიან ნაპირებს ამჯობინებენ.

მიმზიდველი სოფლები და ბუნება ტრას-ოს-მონტეში
Trás-os-Montes – არის მათთვის, ვინც მთას უფრო ამჯობინებს, ვიდრე სანაპიროს. პორტუგალიელების ეს საყვარელი სამთო მიმართულება კი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონშია. ნუ ელოდებით, რომ აქ სათხილამურო კურორტი დაგხვდებათ. მონტეში ტკბებიან მოწყვეტილობის შეგრძნებით, მთაში გაშენებული სოფლებით და ლამაზი ბუნებით. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა პორტოდან და გზაში სულ რაღაც 2 საათი დაგჭირდებათ. ცენტრიდან თუ გრანიტით ნაშენ სოფლებში გადაინაცვლებთ, დროში მოგზაურობას შეიგრძნობთ. Vilarinho Seco in Boticas – პორტუგალიის საუცხოოდ შემონახული მსგავსი სოფელია, სადაც დრო გაიყინა. მეორე ანტიკური სოფელია – Pitões das Junias, დაცული ბუნების ტერიტორიით, რომელსაც ესპანეთი და პორტუგალია იყოფენ. მოინახულებთ მუხების ტყეს, მიტოვებულ ეკლესიას, ჩანჩქერებს. ეს მიმართულება გემრიელი საჭმელებითაც გამოირჩევა. აქ მოგართმევენ დიდ, ნოყიერ პორციებს შებოლილს, ღია ცეცხლზე მომზადებულს და აშ. ოჯახური სტუმარმასპინძლობით.

მშვიდი კუნძულის ცხოვრება კორვოზე
Corvo – აზორის 9 კუნძულიდან ერთ-ერთია. ეს არქიპელაგი პორტუგალიის სანაპირო ზოლიდან 1700 კილომეტრითაა დაშორებული. აქ მოხვედრა ფრენითაა შესაძლებელი და როგორც კი ბორტიდან ჩამოხვალთ, მაშინვე შეიგრძნობთ კუნძულის გასაოცარ სიმშვიდეს. აქ შეივსებთ ენერგიას, დაისვენებთ და დატკბებით პატარა დასახლების ცხოვრების დაკვირვებით. აქ შეგიძლიათ უბრალოდ არაფერი აკეთოთ და მოეშვათ. Vila do Corvo – კუნძულის ერთადერთი ქალაქია წვრილი ქუჩებით და კლდეებით ოკეანეზე. მთავარი ღირსშესანიშნაობაა – კალდეირაო, ვულკანის ლაგუნა, რომელსაც კუნძულის ფორმა აქვს. მის სანახავად მთაზე 6 კილომეტრის გავლა მოგიწევთ. ადგილობრივ ისტორიას და კულტურას წარმოგვიდგენს აქაური მუზეუმი.

ქვით ნაშენი სოფელი სერა დე ლუსა
Serra da Lousã არის ადგილი, რომელსაც პორტუგალიელები მაშინ აკითხავენ, როდესაც სანაპირო ხალხით საგრძნობლად იჭედება. ის ისტორიულ ბეირას რეგიონში მდებარეობს. კოიმბრადან 30 წუთის გზაზე, მიტოვებულ სახლებში შეგიძლიათ დარჩეთ, რომლებიც სასტუმროებად გადაკეთდა. აქ დაისვენებთ მდინარის სანაპიროზე, იხილავთ ლუსას ციხესიმაგრეს, ღამით კი ცის განსაკუთრებულ ნათებას. სერა დე ლუსაშიც საკვები საკმაოდ გემრიელი და ნოყიერია ადგილობრივი ხილ-ბოსტნეულით. თუ ზამთარში ეწვევით, თოვლის ფონზე საღამოებს ბუხართან გაატარებთ.











