ბურსა თურქეთის მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია, სავსე მონუმენტებით, მეჩეთებით და სხვა ძეგლებით ოტომანური ეპოქიდან. სტამბოლიდან მარმარილოს ზღვაზე ბორნები ხშირად დადიან, შემდეგ ბურსამდე ავტობუსით მცირე მანძილის გავლა მოგიწევთ. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ:

1. დასხედით საბაგიროზე

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საბაგირო – Bursa Teleferik, ულუდაგის მთაზე ადის, რომელიც ზამთარში სასრიალო კურორტია. გზად ულამაზესი ტყის ხედებს დაათვალიერებთ. სასიამოვნოა ქალაქისგან დროებით დისტანციისთვის და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვისთვის.

2. იშოპინგეთ ცენტრალურ ბაზარში

ბურსას ისტორიული ბაზრობა ქალაქის კომერციული გული შუასაუკუნეებიდან იყო. ცენტრალური ბაზარი ერთგვარი ლაბირინთია სავაჭრო ქუჩების და სახელოსნოების. აქვეა მშვიდი კაფეებიც.

3. გაისეირნეთ ბურსას გარშემო სოფლის ხეივნებში

Cumalıkızık – ყველაზე ცნობილი სოფელია ოტომანური არქიტექტურით, რომელიც ბურსას გარს აკრავს. ქალაქის ცენტრიდან 12 კილომეტრში. აქ ქვაფენილიანი ხეივნები სავსეა ძველი სახლებით. მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, აქ წარმოდგენილი სოფლები იუნესკოს დაცული ძეგლების სიაშია შესული.

4. ისრიალეთ ულუდაგიზე

სტამბოლიდან და ბურსადან აქ ადვილად მოხვდებით. ულუდაგი თურქეთის ყველაზე დატვირთული სამთო კურორტია, რომელიც ბევრ თავშესაქცევს გვთავაზობს. აქ ბევრი სათხილამურო ბილიკია ასარჩევად. აღჭურვილობები კი თანამედროვეა. სეზონი დეკემბერში იხსნება და მარტის ბოლომდე გასტანს.

5. ბურსას დიდი მეჩეთი

Ulu Cami – ბურსას დიდი მეჩეთი ქალაქის ცენტრალური ბაზრის არეალში მდებარეობს. ის მე-14 საუკუნით თარიღდება, ოტომანური იმპერიის დაარსების პერიოდიდან და მისი არქიტექტურა სელჩუკების სტილს აირეკლავს, სპარსული მეჩეთების გავლენას. მისი სახურავი 20 გუმბათისგან შედგება. თავდაპირველად აპირებდნენ რომ ამ ადგილას 20 მეჩეთი აეშენებინათ, შემდეგ კი გადაწყვიტეს რომ 20 გუმბათი 1 მეჩეთად გაეერთიანებინათ. აუცილებლად მოინახულეთ მისი მდიდრული ინტერიერი.

6. უყურეთ დერვიშების ტრიალს

ბურსაში მევლევის კულტურული ცენტრი მდებაარეობს, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს მოვიდნენ და რელიგიურ ცერემონიალს – დერვიშების ტრიალს უყურონ. ის თითქმის ყოველ საღამოს ტარდება. ქალებს ზედა აივნებზე ანთავსებენ, კაცები კი ცეკვას დაბლიდან, იატაკზე მსხდომები უყურებენ. აუცილებელია ჩაცმის ეტიკეტის გათვალისწინება, მათ შორის თავსაბურავი. ცერემონია 30 წუთი გრძელდება. ზაფხულში იწყება 10-ის ნახევარზე, ხოლო ზამთარში 8 საათზე.

7. დაათვალიერეთ ტბისპირა სოფელი – გოლიაზი

ულუბატის ტბა ცენტრალური ბურსადან 40 კილომეტრში მდებარეობს და საშუალებას მოგცემთ დატკბეთ მშვიდი ატმოსფეროთი და ტბის ხედებით. გაისეირნეთ ნავით.

8. გაისეირნეთ ბურსას ციხესიმაგრის უბანში

ცენტრალურ ბურსაში საუკეთესოდ შემონახული ციხესიმაგრის კედლებია, რომელიც ძველ ქალაქში მდებარეობს. მის სიახლოვეს მდებარე პარკიდან ულამაზესი ხედები იშლება. აქვე მდებარეობს ძველი საათის კოშკი.

9. ჩაწექით ჰამამში (თურქული აბანო)

თურქული აბანოთი სარგებლობა ბევრი ტურისტისთვის აუცილებელი აქტივობაა თურქეთში ჩასვლისას. ბურსაც დიდ არჩევანს გთავაზობთ. საუკეთესო ადგილია თერმული სპა – Çekirge, 5 კილომეტრში ქალაქის ცენტრიდან. The Eski Kaplıca Hamam – მე-14 საუკუნიდან არსებობს. აქ მიიღებთ საუნის, მასაჟის, აუზის და მექისის მომსახურეობას.

10. იზნიკი

გაისეირნეთ ძველი ბიზანტიის მნიშვნელოვანი ქალაქის კედლებში და შეიძინეთ კერამიკის ბრწყინვალე ნაწარმი. ეს ისტორიული დასახლება შეგიძლიათ ბურსადაც ერთდღიანი ტურით მოინახულოთ.

11. მოინახულეთ მარმარილოს ზღვის სანაპირო

ბურსა მარმარილოს ზღვასთან ძალიან ახლოს მდებარეობს და ლამაზი სანაპიროთი გამოირჩევა. თუ ქალაქიდან აქ გაისეირნებთ, ულამაზესი არქიტექტურის შემფასებლები გახდებით.

12. მიირთვით ბურსას ცნობილი ქაბაბი

დააგემოვნეთ თურქეთის ცნობილი კერძი იმ ქალაქის რესტორნებში, სადაც ის შეიქმნა. ბურსა არის მიმართულება, რომელიც მთელ ქვეყანაშია ცნობილი თურქული უგემრიელესი ქაბაბებით. მას აქ ბევრ რესტორანში შემოგთავაზებენ.