საუკუნეების მანძილზე, ტურისტები მუდამ მიაშურებენ ეგვიპტეს რათა დატკბნენ პირამიდების სიდიადით და კაცობრიობის საოცრებებით. მდინარე ნილოსის და წითელი ზღვის გარემოცვაც განსაკუთრებულ აფრიკულ ატმოსფეროს ქმნის. ეგვიპტის კულტურული გული – კაიროა, კოსმოპოლიტური ქალაქი ისტორიული ძეგლებით. ჩვენ ეგვიპტეში საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:

1) დაივინგი ალექსანდრიას ანტიკურ ნანგრევებში

მართალია ეგვიპტის ანტიკური ნანგრევების უმრავლესობა ხმელეთზე მდებარეობს, მაგრამ საკმაოდ ბევრი იმალება მიწის ქვეშ, ზღვაში, ალექსანდრიას მახლობლად. მიუხედავად იმისა, რომ წყალი კრისტალივით სუფთა არაა, აქ მაინც გაარჩევთ კლეოპატრას სასახლის ნანგრევებს, ალექსანდრიას შუქურას და სხვა.

2) ისადილეთ ნილოსზე

თუ ნილოსზე რამდენიმედღიანი მოგზაურობის დრო არ გაქვთ, გემზე დროებითი ყოფნით მაინც უნდა დატკბეთ. დაჯავშნეთ სადილი გემზე კაიროდან. მსგავსი კრუიზი დაახლოებით 2 საათი გრძელდება და დატკბებით მზის ჩასვლის ხედებით ქალაქზე, ლაივ მუსიკით და ცეკვით. აქ ძირითადად შვედური მაგიდა მოქმედებს.

3) ატარეთ კვადროციკლები უდაბნოში

უდაბნო შთამბეჭდავი ლანდშაფტია გამოსაკვლევად, მაგრამ ფეხით ეს ძალიან რთულია. ამის გამო, აქ ოთხბორბლიან კვადროციკლებს გთავაზობენ. შეგიძლიათ ჩაუაროთ პირამიდებს და სფინქს და აღმოაჩინოთ უნიკალური ადგილები.

4) მოინახულეთ დედოფლების ველი

ფარაონები დაკრძალულები არიან მეფეების ველზე, დედოფლების ველი კი ფარაონების ცოლებს ეძღვნებათ. აქვეა დაკრძალული რამდენიმე ქალი ფარაონი. ლუქსორთან მდებარე ეს ადგილი 90 საფლავს აერთიანებს, რომელთა შორის ყველაზე შთამბეჭდავი ნეფერტიტის საფლავია. ის მხატვრობითაა მორთული.

5) დაისვენეთ დაჰაბში

ეგვიპტეში მოგზაურობა არ ნიშნავს მხოლოდ ისტორიას და ანტიკურ ნანგრევებს, ის სანაპირო დასვენებასაც მოიცავს. საკურორტო ქალაქი დაჰაბი ბევრ სარელაქსაციო საშუალებას გვთავაზობს. დალაშქრეთ გარშემო მთებიც.

6) შეისწავლეთ კაიროს მულტიკულტურული ისტორია

კაირო ხან რომაელების მიერ იყო დაპყრობილი, ხან ბიზანტიელების, ხან ოტომანების, ხან ბრიტანელი კოლონიალისტების, ხანაც სხვების. მისი არქიტექტურა ამ მრავალფეროვან მემკვიდრეობას აირეკლავს. აქ აღმოაჩენთ რელიგიურ ძეგლებს: დაკიდულ ეკლესიას და ალ-აზარის მეჩეთს. ქვეყნის ანტიკური ისტორიის შესაცნობად ეწვიეთ ეგვიპტურ მუზეუმს.

7) გამოსცადეთ თანამედროვე კაირო ზამალეკზე

მიაშურეთ თანამედროვე ზამალეკის უბანს, მდინარე ნილოსის შუაში, გეზირას კუნძულზე. გამოიკვლიეთ ხელოვნების გალერეები, სასტუმროები, ოპერა, მაღალი დონის რესტორნები. აქ ტარდება კონცერტები და წარმოდგენებიც.

8) შეიძინეთ სუვენირები ხან ელ-ხალილის ბაზარში

Khan El-Khalili Bazaar – კაიროში მე-14 საუკუნიდან არსებობს. ეს ქალაქის ყველაზე ავთენტური ადგილია, წვრილი ქვაფენილიანი ქუჩებით უამრავ ნივთს შეათვალიერებთ.

9) მოინახულეთ გიზას პირამიდები

გიზის უზარმაზარი პირამიდების კომპლექსი კაიროსთან მდებარეობს. ეს შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობები 4500 წლის წინათ ააგეს. მათ წინ მდებარეობს სფინქსიც.

10) ეწვიეთ ჯოსერის პირამიდას საქარაში

მათ ვისაც პირამიდები მოსწონთ, ჯოსერის პირამიდასაც უნდა ეწვიონ, რომელიც კაიროს სამხრეთით, საქარაში მდებარეობს. ეს ანტიკური მემფისის ნეკროპოლისია. ის ჩვ.წ.-მდე 27-ე საუკუნეში აშენდა და მსოფლიოს უძველესი ქვის მონუმენტია. შეგიძლიათ აიღოთ დღიური ტური საქარადან.

11) გაისეირნეთ ლუქსორის ანტიკურ მონუმენტებში

თანამედროვე ქალაქი ლუქსორი მდინარე ნილოსის ნაპირზე მდებარეობს. ის თებეს ძველი დედაქალაქია. მისი საყრდები და მონუმენტები ქალაქის დიად ისტორიას გადმოგვცემენ.

12) იხილეთ კარნაკის საყდრის კომპლექსი

კარნაკის საყდრის კომპლექსი ლუქსორის ჩრდილოეთით მდებარეობს. ფარაონების დროს, ის რელიგიური თვალსაზრიდით უდიდეს მნიშვნელობას ატარებდა.

13) არ გამოგრჩეთ არც მეფეების ველი

დედოფლების ველთან ერთად, ესეც აუცილებლად სანახავი ლოკაციაა, რომელიც ფარაონების სამარხებს აერთიანებს. აქვეა დამარხული ტუტანხამონი.

14) აღმოაჩინეთ ფილის ანტიკური და თანამედროვე ისტორია

Philae – კომპლექსია, რომელიც მესამე საუკუნეში აშენდა და გამოხატავს ეგვიპტის გადასვლას წარმართობიდან ქრისტიანობაზე. შეგიძლიათ აიღოთ ტური ქალაქ ასვანიდან და დაათვალიეროთ ეს საოცარი კუნძული.

15) მოიხიბლეთ ჰორუსის საყდრით

ჰორუსის საყდარი მართალია ეგვიპტის უძველესი სტრუქტურა არაა, მაგრამ საუკეთესოდაა შემონახული. ეს ქვიშის ძეგლი ღმერთ ჰორუსს მიეძღვნა. როდესაც წარმართობა შეიცვალა, მიტოვებული ტაძრის სახეცვლა ბუნებამ დაიწყო.

16) აღმოაჩინეთ ასიმეტრიული კომ ომბოს საყდარი

ეს საყდარი კი იმითაა უნიკალური, რომ შუაზე სიმეტრიულ ნაწილებადაა გაყოფილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ასიმეტრიას ქმნის. ერთი მათგანი ჰორუსს ეძღვნება, მეორე სობეკს. ორივეს თავისი შესასვლელი, ჰოლი და საკურთხეველი აქვს.

17) თავი დახარეთ სიმბელის საყდრის წინ

აბუ სიმბელის საყდრები რამზეს მეორეს და მის დედოფალს, ნეფერტიტის მონუმენტებითაა დამშვენებული. ეს შთამბეჭდავი სანახაობა ტურისტებს ხშირად მუხლს ადრეკინებს.

18) ჩაწექით სივას ოაზისში

Siwa Oasis – ლიბიის საზღვართან მდებარეობს. აქაური კულტურა მდიდარი და მრავალფეროვანია. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ტური სივაში და ისიამოვნოთ ცისფერი აუზებით, ოღონდ წაიკითხეთ გაფრთხილებები აქ მოგზაურობის შესახებ.

19) ადით სინას მთაზე

სინას მთა ქრისტიანების მოსალოცი ადგილია. მის ქვეშ წმ. ქეთრინის მონასტერი მდებარეობს, თავისი მუზეუმით.

20) გადაჭერით სუეციის არხი პორტ სეიდში

სანაპირო ქალაქი – Port Said, ისტორიული სუეციის არხის შესასვლელია. ადით რომელიმე უფასო ბორანზე, რომელიც პორტ სეიდიდან პორტ ფუადში მიდის და გზად იხილავთ საზღვარს აფრიკასა და აზიას შორის.

21) ისწავლეთ სკუბა დაივინგი შარმ ელ-შეიხში

ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროს მარგალიტი როგორც დაივინგის მოყვარულთათვის, ისე სანაპირო დასვენების მაძიებლებისთვის, საკურორტო ქალაქი – შარმ ელ-შეიხია. რას მოჰამედის ეროვნული პარკის სიახლოვეს გასაოცარ კლდეებს იხილავთ.

22) დარჩით ჰურგადაში

ჰურგადა პოპულარული კურორტია წყლის სპორტის ენთუზიასტებისთვის და რუჯის მიღების მოყვარულთათვის. აქ ბევრი სასტუმრო და სპა მდებარეობს აუზებით, რესტორნებით და სრული აღჭურვილობით.