ლონდონი მსოფლიოში გამორჩეული ქალაქია მწვანე სივრცეების სიდიდით და რაოდენობით. სიმწვანე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მახასიათებელია. მის პარკებში შეგიძლიათ იპიკნიკოთ, დატკბეთ ლაივ მუსიკით, იცურაოთ, დაათვალიეროთ ველური ბუნება და უყუროთ პერფორმანსებს.
1. ვიქტორიას პარკი/Victoria Park
ეს პირველი საჯარო პარკია, რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ 1845 წელს გახსნა. აქ ლამაზი ბაღები და მშვენიერი ტბები დაგხვდებათ. აქ ასევე ლონდონის საუკეთესო საბავშვო სათამაშო ზონა მდებარეობს ხიდებით და საცოცი კედლით. შაბათ-კვირას აქ ქუჩის კვების დახლები გამოდიან და ბაზრობებს აწყობენ.

2. ჰამპშტედი/Hampstead Heath
ამ მისტიკურ ადგილთან ლიტერატურული ლეგენდებია დაკავშირებული. ეწვიეთ ნეოკლასიკურ მე-17 საუკუნის კენვუდის სახლს, რომელიც სავსეა ხელოვნების ნიმუშებით და ძველი ავეჯით. არ წამოხვიდეთ ისე, რომ ქალაქის პარლამენტის მთიდან არ გადმოხედოთ.

3. ვანშტედი/Wanstead Park
ვანშტედის ტყე-პარკი 5 ტბას, საფეხმავლო ბილიკებს და ანტიკურ ძეგლებს აერთიანებს. აქ ჩიტების მრავალფეროვანი სახეობები და ველური ყვავილებია.

4. გრინვიჩის პარკი/Greenwich Park
აქ ყოფილი საზღვაო ვაჭრობის ბაზა მდებარეობს. გასაოცარია მისი ტბა და ვარდების ბაღი. ახლოს მდებარეობს ობსერვატორიაც, სადაც შესვლა ფასიანია.

5. რიჩმონდის პარკი/Richmond Park
ეს ლონდონის უდიდესი სამეფო პარკია. ის ერთ-ერთი უდიდესია მთელ ევროპაშიც. მე-17 საუკუნეში მეფე ჩარლზ პირველმა აქ ირმების მოშენება დაიწყო და მათ აქ დღემდე იხილავთ. გაატარეთ შუადღე მუხის ხეების ქვეშ და დალაშქრეთ მთა ქალაქზე ხედებისთვის.

6. რეჯენტის პარკი/Regent’s Park
გარე მწვანე სივრცეები იშვიათადააა ისეთი მიმზიდველი, როგორც რეჯენტი. მის დიზაინზე პრინცმა რეჯენტმა იმუშავა, რომელიც მოგვიანებით მეფე ჯორჯ მეოთხე გახდა. პარკს 150 წლოვანი ხეები, 400 სახეობის ვარდის ბაღები, შადრევნები და ბევრი ცხოველი ჰყავს. პარკის სამხრეთ ნაწილში ვიზიტორებს შეუძლიათ შექსპირის ეპოქაში გადაინაცვლონ.

7. დედოფალი ელისაბედის ოლიმპიური პარკი/Queen Elizabeth Olympic Park
ეს უზარმაზარი პარკი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს აშენდა და აერთიანებს მსოფლიო კლასის სტადიონს, ველოსიპედის ბილიკებს, კაფეებს, კულტურულ ღირსშენიშნაობებს და საბავშვო სივრცეებს.

8. ფინსბურის პარკი/Finsbury Park
ორი საუკუნით დათარიღებული ეს პარკი ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და ბავშვებისთვის განსაკუთრებით საყვარელი ადგილია ბევრი სტადიონის და საბავშვო სივრცის დამსახურებით. შეგიძლიათ პარკის ტბაში ნავით გაისეირნოთ. ივლისში აქ კონცერტებიც ტარდება.











