სანაპიროები, სალსა, კლასიკური მანქანები – კუბას ძირითადად ამით იცნობენ, თუმცა ის ამ 3 კომპონენტზე გაცილებით მეტს გვთავაზობს. ეს კუნძული თქვენ გულს აუცილებლად მოიგებს. მოინახულეთ კუბა შენს მეგზურთან ერთად:
1. დაიკარგეთ ძველ ჰავანაში
ესპანური კოლონიალური მოედნებით, ბაროკოს ეკლესიებით, აივნიანი შენობებით და განახლებული ვილებით ცნობილი ეს ფერადი უბანი იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა ნუსხაშია შეტანილი. ფოტოგრაფებს ძალიან მოეწონებათ აქაური გარემო და ატმოსფერო. ძველი ჰავანა საფეხმავლოდ შესაფერისი არეალია.

2. დაისვენეთ კუბას სანაპიროებზე
ვარადერო, 20კმ სიგრძის თეთრი ქვიშის სანაპიროა, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთ ტოპ სანაპიროდ მიიჩნევენ. გართობა, მზე, ზღვა და ქვიშა მას მიმზიდველ საკურორტო სივრცედ აქცევს. თუმცა, კუბაში ბევრი სხვა სანაპიროცაა აღმოსაჩენი. მაგალითად სათევზაო სოფელი კალეტონი.

3. მუსიკა
კუნძულის ლაივ მუსიკის სცენა ნამდვილად შთამბეჭდავია. ჰავანა შესაძლებლობას გვაძლევს მოვუსმინოთ ჯაზს, სალსას და ბოლეროს ლაივ შესრულებებს. დაესწარით მუსიკალურ საღამოებს კოქტეილებით, ეწვიეთ ჯაზის და ბლუზის ბარებს. სალსას ცეკვის ხილვას შეძლებთ მუსიკის სახლში (Casa de la Música) და ტროვაში (Casa de la Trova)

4. კუბას წყალქვეშა სამყარო
კლდის რიფებით და სუფთა წყლით თავმომწონე კუბა საოცნებო დაივინგის და სნორკელინგის მიმართულებაა. აღსანიშნავია რეინას ბაღები (Jardines de la Reina).

5. გაგრილდით ტროპიკულ ჩანჩქერებში
კუბას დაცული ბუნება წარმოგვიდგენს გასაოცარ ჩანჩქერებს, ტროპიკულ სიცხეში გასაგრილებლად. მათ შორის საუკეთესო და ყველაზე მაგიურია ელ ნიჩო, ტრინიდადთან ახლოს, რომელიც შუაგულ ტყეში მდებარეობს.

6. საკვები და სასმელი
კუბაზე გასტრო მოგზაურობის მოწყობაც შეგიძლიათ. ეწვიეთ მის ბაზრებს და რესტორნებს, ჩაეწერებით კულინარიულ ვორქშოფებზეც. დააგემოვნეთ საქონლის ხორცი ტომატის სოუსში (ropa vieja) და მოჰიტო კუბურად.

7. ჩე გევარას მემკვიდრეობა სანტა კლარაში
არგენტინელი რევოლუციონერი ჩე გევარა კასტროებს მექსიკაში შეხვდა და პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდა. ჩე კუბაზე 1956 წელს იახტით ჩავიდა და კუბური რევოლუციის ფუძემდებელი გახდა. სანტა კლარაში ჩე გევრასაც განსასვენებელ ადგილს იხილავთ, პატარა მუზეუმს, რომელიც მას ეძღვნება.

8. კუბას ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები
კუბას მთები, ბიოსფეროს ნაკრძალები, ტყეები, ტბები და ჩანჩქერები აქვს, რაც იშვიათ ენდემურ ველურ ბუნებას ქმნის. იხილეთ ფლამინგოები მარილის ველებზე, მოინახულეთ 250 პარკი და ნაკრძალი. ერთ-ერთი მათგანია ალეჰანდრო დე ჰუმბოლტის ეროვნული პარკი. მწვანე კუების სანახავად კი ეწვიეთ ტორტუგას ნაპირს. დაცულ ტერიტორიებზე ნუ გადაუხვევთ ბილიკებიდან.











