ზღვა და კუნძულები

8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

იტალიის აღმოსავლეთ რივიერაზე მდებარე სერვიას სანაპირო კურორტის განსაკუთრებული შარმი აქვს. მისი დადებითი მხარე ისიცაა, რომ ზაფხულობით გადატვირთული არაა. მისი ოქროსფერი ქვიშა მწვანე ფიჭვის ტყეებს ერწყმის და ბევრ გასართობ სანაპირო კლუბს გთავაზობთ. მისი ფეხით მოვლა მარტივია. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.

გართობა სერვიას სანაპირო კლუბებში

სერვიას ოქროს ქვიშიანი სანაპიროები იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და ლამაზია, რის გამოც მათ ლურჯი დროშის სტატუსი აქვთ მინიჭებული. როგორც ადრიატიკის ზღვაზე ერთ-ერთი საუკეთესოდ აღჭურვილი სანაპირო ქალაქი, აქ ყველა გემოვნების კლუბს აღმოაჩენთ. გირჩევთ რამდენიმე მათგანს: Fantini Beach Club, Peperittima Beach Club 305, და Bagno Delfino.

გასეირნება ისტორიულ ცენტრში: პიაცა გარიბალდი

სერვიას ისტორიულ ცენტრში, პიაცა გარიბალდი გარშემორტყმულია ისტორიული შენობებით. განსაკუთრებით გამორჩეულია სერვიას კათედრალი თავისი საათის კოშკით. კათედრალის წინ გასაოცარი მე-18 საუკუნის მუნიციპალური სასახლე მდებარეობს. მოედანი ზაფხულის საღამოებზე ყველაზე მეტად ცოცხლდება. ამ დროს მოუსმენთ ქუჩის შემსრულებლებსაც.

გადახედეთ სერვიას არხს სან მიკელეს კოშკიდან

პიაცა გარიბალდის სიახლოვეს მე-17 საუკუნის სან მაიკლის კოშკს დაინახავთ. მას წარსულში მნიშვნელოვანი ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული. ერთ დროს იყო შუქურაც. მზის ჩასვლისას განათებული კოშკი განსაკუთრებით მომხიბვლელია.

შოპინგი სერვიას სავაჭრო არეალში

სერვიას უბანი მილანო მარიტიმა (Milano Marittima) ბევრ სავაჭრო სივრცეს გვთავაზობს. აქ ნახავთ ტრენდულ ბუტიკებს და მოდის მაღაზიებს. მაღაზიების უმეტესობა ღიაა დილის 9-12 საათებში და შუადღის 3-7 საათებში.

გასეირნება სერვიას ბუნების პარკში

ამ პარკს სერვიას მწვანე ფილტვებს უწოდებენ (Parco Naturale di Cervia). ის ადრიატიკის სანაპირო ზოლთან მდებარე დაცული ბუნების პარკია სასეირნო ბილიკებით და ცხოველებით. შესვლა უფასოა. პარკი ღიაა ყოველდღე 9-დან 7-მდე.

სალინა დი სერვიას ცენტრი

Centro Visite Salina di Cervia – ეს კიდევ ერთი მწვანე ლანდშაფტის ადგილია ადრიატიკის ნაპირზე. აქ ბუნებრივი ლაგუნები და საუკუნოვანი მარილის აუზებია. შეგიძლიათ შეუერთდეთ გიდის ტურს ან იქირაოთ ველოსიპედი.

მისამართი: Via Bova, 61

გართობა მეკობრეების პარკში

აქ მეკობრეების თემატიკაზე შექმნილი რეკრეაციული პარკი მდებარეობს, სადაც მრავალფეროვანი აქტივობებით სხვადასხვა ასაკის ადამიანები დაკავდებიან. ღაა საღამოს 5 საათიდან.

მისამართი: Viale Italia, 135

ექსკურსია მარილის პარკში

Parco della Salina di Cervia – ბუნებრივი მარილის საცავია, რომელიც სერვიაში მარილის მოპოვების საუკუნოვან ისტორიას ინახავს. აქ მარილის აბაზანები რომაული პერიოდიდან იყო. აქ ასევე იხილავთ მიგრირებულ ჩიტებს, ფლამინგოებს და აშ.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

იტალიაიტალია
იტალია31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე