სლოვაკეთში ჩასული მოგზაურები ძირითადად ნახულობენ მის დედაქალაქს, ბრატისლავას ან ლაშქრობენ ცნობილ ტატრებში. მაგრამ მათ მიღმა ცენტრალური ევროპის ამ ქალაქს კიდევ ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. დღეს აქ ბევრი ისტორიული შენობა მდებარეობს, ასევე ეროვნული პარკები ტყეებით, ალპინური ტბებით და ბილიკებით. მატარებლები ბრატისლავას ევროპის სხვა დედაქალაქებთან აკავშირებენ. ჩვენ ამ ქვეყნის მთავარ მოსანახულებელ ადგილებს გირჩევთ:

1. ბრატისლავა

სლოვაკეთის დედაქალაქს დამსახურებული რეპუტაცია აქვს როგორც წვეულების ქალაქს. აქ იხილავთ საუკუნეების არქიტექტურას: ქალაქის ძველ კარიბჭეს, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება, კამენის ციხესიმაგრეს, არტ-ნუვოს სტილის ლურჯ ეკლესიას, ეროვნულ გალერეას და ექსცენტრიკულ რადიოს შენობას. ბრატისლავა იდეალურია ერთ დღიანი მოგზაურობისთვისაც.

2. ტატრების მთები

2655 მ. სიმაღლის მწვერვალებით ცნობილ ჩრ. სლოვაკეთის მთები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დატვირთვას ატარებენ. აქ რამდენიმე სალაშქრო ბილიკი და ბევრი მოლაშქრე შემოგხვდებათ. მათ დალაშქვრას ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით გირჩევთ.

3. კოსიჩე

თუ შუასაუკუნეების არქიტექტურა გხიბლავთ და ნაკლებად ტურისტულ ქალაქში გსურთ მოგზაურობა, კოსიჩეს მიანიჭეთ უპირატესობა. აქ დაახლოებით 18 იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს. აღმოაჩინეთ ხელოვნების ნიმუშებით სავსე ტაძრები.

4. სლოვენსკი რაჯის ეროვნული პარკი

სლოვაკეთის საზღვრებში მდებარე 9 ეროვნული პარკიდან ეს ერთ-ერთი ფავორიტია. მას “სლოვაკეთის სამოთხესაც” უწოდებენ. მოინახულებთ ჩანჩქერებსა და მდინარის ნაპირს, ასევე ყინულის გამოქვაბულს.

5. ბანსკა სტიავნიცა

ეს ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია: არქიტექტურის საგანძურით. მოინახულეთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საკულტო შენობას წარმოადგენს. ბანსკა სტიავნიცა სლოვაკეთის უძველესი ოქროს და ვერცხლის მომპოვებელი ქალაქია.

6. ზდიარი

ზდიარი საუკეთესოა ავთენტური მთის კულტურისთვის. ის პოლონეთის საზღვართან მდებარეობს და სალაშქრო ბილიკებითაა გარშემორტყმული. შეგიძლიათ ეწვიოთ ახლომდებარე გამოქვაბულებსაც. აღსანიშნავია ტრადიციული რესტორანი უგმრიელესი კერძებით, რომელიც ფოლკლორის მუზეუმში მდებარეობს.

7. ტოკაჯის რეგიონი

ტოკაჯის რეგიონი უნგრეთისა და სლოვაკეთის საზღვარზე მდებარეობს და აქ ასობით მევენახეობა და მარანი დაგხვდებათ. დააგემოვნეთ ტოკაჯის ღვინო, რომელიც სლოვაკეთშიც და უნგრეთშიც საკმაოდ პოპულარულია.

8. სპისკე პოდრადი

ქვეყანაში სულ 120ზე მეტი ციხესიმაგრე მდებარეობს, მაგრამ სპისკე პოდრადის ერთ-ერთი გამორჩეულია. ის ზღვის დონიდან 634 მეტრზე მდებარეობს და კარგ ამინდში მისი გადმოსახედიდან ტატრების მთებსაც დაინახავთ. სოფელი პატარაა, მაგრამ რესტორნების და სასტუმროების მშვენიერ არჩევანს გვთავაზობს.