ეს პატარა ქვეყანა განთქმულია სტუმართმოყვარეობით, ანტიკური ისტორიით და კულტურით. აქ უამრავი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და იორდანია დაუსრულებელ შესაძლებლობებს გვანიჭებს თავგადასავლებისთვის. შენი მეგზური აქ მოგზაურობას დაგიგეგმავთ და ვიზიტამდე რჩევებსაც მოგცემთ:

1. იორდანია უსაფრთხო ადგილია

კონფლიქტურ რეგიონში მდებარეობის მიუხედავად, იორდანია მეგობრული ოაზისია, რომელიც ყველას გულღიად მასპინძლობს. ძალადობრივი კრიმინალი აქ ძალიან იშვიათია. 2022 წელს იორდანია ტოპ 10 ქვეყნის სიაშიც კი შევიდა, სადაც ღამით მარტო უსაფრთხოდ ივლით.

2. სტუმართმოყვარეობა აქ დიდი ხნის ტრადიციაა

სტუმართმოყვარეობა აქ ბედუინების კულტურიდან იღებს სათავეს. არაა უცხო თუ აქ ჩაიზე ან სადილად დაგპატიჟებენ ის უცნობებიც კი, რომლებსაც პირველად შეხვდით და ესაუბრეთ. ადგილობრივები შეხვედრისას ხშირად ამბობენ: “აჰლან ვა საჰლან” – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იორდანიაში.

3. როცა ვინმეს ესალმებით, მისი ჟესტები გაიმეორეთ

ერთი და იმავე სქესის ადამიანები აქ ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით ან ლოყაზე საჰაერო კოცნით ესალმებიან. მაგრამ, თქვენ თუ ხელს გაუწვდით ან ჩასახუტებლად გაემზადებით, შეიძლება უხერხულობა შეიქმნას. რელიგიის და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ზოგიერთი მუსლიმი სხვა სქესის წარმომადგენელს არ ეხება თუ ისინი ნათესავები არ არიან. არ მიიღოთ ეს პიროვნულად. შეგიძლიათ უბრალოდ თქვათ გამარჯობა და გაუღიმოთ.

4. იორდანიაში ყოველთვის არ ცხელა

გავრცელებული შეხედულებით, იორდანიაში სულ მზეა და სულ სიცხეა, თუ მას მაისიდან სექტემბრამდე ეწვევით, შესაძლოა მართლაც ასე იყოს. მაგრამ, იორდანიას ზამთარიც აქვს. ნოემბრიდან თებერვლამდე აქ წვიმაც, მოღრუბლული ამინდიც და ხანდახან თოვლიცაა. ოქტომბერსა და მარტშიც თან იქონიეთ საწვიმარი და თბილი სამოსი.

5. ალკოჰოლი ლეგალურია, მაგრამ ძვირი

აქ ყველანაირ ალკოჰოლს მიაგნებთ რესტორნებში, ბარებსა და მაღაზიებში, მაგრამ მზად იყავით რომ ძვირი დაგიჯდებათ, რადგანაც იორდანიაშ ალკოჰოლის შემოტანის და გაყიდვის ხარჯი მაღალია.

6. ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას

იორდანიაში მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, მაგრამ აქ ქრისტიანებიც, ებრაელებიც და სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. აქ არაა კანონი, რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს, მაგრამ ვიზიტორებს მოეთხოვებათ ჩაიცვან თავშეკავებულად და მოერიდონ დეკოლტეს ან ძალიან მოკლე შორტებსა და ქვედაბოლოებს.

7. ჩილიმის და სიგარეტის მოწევა აქ გავრცელებულია

შესაძლოა ალკოჰოლზე გარკვეული შეზღუდვებია, მაგრამ აქ ჩილიმს (argeeleh/shisha) აქტიურად მოიხმარენ. იორდანიაში ნახავთ ჩილიმის ბევრ კაფეს. თუ არამწეველი ხართ და კვამლიც გაღიზიანებთ, ოთახების, რესტორნების, ტურების თუ ტრანსპორტის დაჯავშნისას აუცილებლად დააზუსტეთ რომ არამწეველებისთვის იყოს.

8. ატარეთ გაფილტრული წყალი

იორდანიაში ონკანის წყალს არ სვამენ. თუმცა, ზოგიერთ სასტუმროს გაფილტვრის სისტემა აქვს დაყენებული.

9. იორდანიაში უამრავი სანახაობაა

იორდანია პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ დაუსრულებელი თავგადასავლების და შთაბეჭდილებების მიღების საშალება აქვთ. ანტიკური ისტორიის და კულტურის წყალობით, ამ ქვეყანაში 5 იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, მათ შორის პეტრას საოცრება, უდაბნო და ვადი რუმის ნანგრევები. მოინახულებთ სასახლეებს და მუზეუმებს.

10. იორდანია აუცილებლად შეგიყვარდებათ

შესაძლოა ეს მაშინ მოხდეს, როცა ვარსკვლავების ნათების ქვეშ, ანტიკური ქვების სიახლობეს ჩაგეძინებათ, ან როცა მთის მწვერვალს მიაღწევთ და ხედით დატკბებით. შესაძლოა იორდანიის სიყვარული ბედუინების მოყოლილი ამბების შემდეგ გაგიღვივდეთ ან აქაური ჩაის დაგემოვნებისას მოგიზგიზე კოცონთან. ან როცა მანსაფს ხელით მიირთმევს, ეროვნულ ცხვრის ხორცის და ბრინჯის კერძს სოუსში. აქ მოგზაურობისას აუცილებლად იქნება ერთი ან რამდენიმე მომენტი, როცა იორდანიის მაგიურობა მოგხიბლავთ.