ბუქარესტის კულინარიული კულტურა უფრო და უფრო ვითარდება და ადგილობრივი შეფები ტრადიციული კერძების გათანამედროვეობაში საოცრად იხვეწებიან. თევზის სუპიდან დაწყებული, შებოლილი კერძებით გაგრძელებული და დესერტებით დასრულებული, რომლებიც ტრადიციული კოსტიუმებითაა ინსპირირებული, რუმინული სამზარეულო საკმაოდ მდიდარია. ჩვენ ქვეყნის დედაქალაქში დასაგემოვნებელ აუცილებელ კერძებს გირჩევთ.
სარმალე/Sarmale
(კომბოსტოს ხვეულა)
არაფერია იმაზე ტრადიციული, ვიდრე ეს ნოყიერი კერძი, რომელიც თითქმის ყველა რუმინელს უყვარს. ქვეყნის ეროვნულ საკვებად მიჩნეული კომბოსტოს ხვეულები ხორცისგან, მწვანილისგან, ბრინჯისგან და კომბოსტოსგან მზადდება. ის საკმაოდ გემრიელია არაჟანთან ერთად. მოგიტანენ ადგილობრივ სოუსთან მამალიგასთან ერთადაც.

მიჩი/Mici
(გრილზე შემწვარი ხორცი)
ეს კერძი რუმინეთში მოწყობილი ყველა ბარბექიუს ვარსკვლავია. ის ითარგმნება როგორც “პატარები”. ამზადებენ ხორცის სხვადასხვა კომბინაციით გრილზე იდეალური გემოსთვის. როგორც წესი, მიირთმევენ მდოგვთან და ახალ პურთან ერთად. მას ყველგან აღმოაჩენთ, ქუჩის კვების დახლებზეც.

კიორბა/Ciorba
(წვნიანი)
ეს წვნიანი რუმინეთში საკმაოდ პოპულარულია ნაბახუსევიდან გამოსვლის მიზნით. ის მოხარშული საქონლის ხორცის ნახარშისგან მზადდება, ემატება ბოსტნეული და მიირთმევენ არაჟანთან, ძმართან და რუმინულ ტრადიციულ ნივრის პასტასთან ერთად. ბევრ ტურისტს ის სიგიჟემდე უყვარდება.

Salata de vinete
(გამომცხვარი ბადრიჯნის სალათა)
როცა საქმე რუმინულ აპეტაიზერებს ეხება, გამომცხვარი ბადრიჯნის სალათა ნამდვილად პირველ ადგილს იკავებს. ის გრილზე მომზადებული ბადრიჯნით მზადდება, რომელსაც აზავებენ ნიორში, ხახვში და მაიონეზში, ტოპინგად კი ამატებენ ყველს და პომიდორს. ბადრიჯანი რომც არ გიყვარდეთ, ეს სალათა ისეთი გემრიელია, რომ შეუძლებელია არ გესიამოვნოთ.

Salata boeuf
(ხორცის სალათა)
ეს სალათა შობაზე და ახალ წელს ყველა რუმინელის სუფრაზე იმკვიდრებს ადგილს. ის საქონლის ან ქათმის ხორცისგან, ბოსტნეულისგან და მაიონეზისგან მზადდება. ზევიდან კი ზეთისხილი და მჟავე კიტრი ედება.

Jumari
(შემწვარი ხორცი)
მორიგი ტრადიციული პოპულარული აპეტაიზერია ბეკონის ნაჭრები, რომელსაც ღორის ქონში წვავენ და ხახვთან და “სახლურ” პურთან ერთად მოგიტანენ. ის იდეალური დასაწყისია მთავარ კერძზე გადასასვლელად და ძალიან უხდება ტრაიდიციულ ალკოჰოლურ სასმელს, ტუიკას.

პაპანასი/Papanasi
(დესერტი)
როცა საქმე დესერტს ეხება, ბუქარესტში ვიზიტისას ის აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ეს შემწვარი დონატებია სპეციალური ყველით, ტკბილი კრემით და ჯემით.

ტუიკა/Tuica
(რუმინული ბრენდი)
თუ 1 პატარა ჭიქას სადილის მირთმევამდე დალევთ, შიმშილის გრძნობა ძალიან გაგიმძაფრდებათ. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ტრადიციული რუმინული სასმელი 40% ალკოჰოლს შეიცავს. მას ქლიავისგან ამზადებენ.











