ამაღელვებელი წარსულით, ცოცხალი ბარებით და რესტორნებით, დიდი პარკებით და ბევრი მუზეუმით – ბუქარესტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ბიუჯეტური მიმართულებაა. ჩვენ წარმოგიდგენთ 12 მიზეზს, თუ რატომ უნდა ეწვიოთ რუმინეთის დედაქალაქს.

  • ის არაა ტურისტებით სავსე

აქტიურ მოგზაურებს ან უბრალოდ სიმშვიდის მოყვარულებს ხანდახან უნდებათ, რომ რაღაც ახალი გამოსცადონ. ელეგანტური და კოსმოპოლიტური ცენტრი დიდი ბულვარით, სულაც არაა გადაჭედილი მიმართულება, ასე რომ ის ცნობისმოყვარე ვიზიტორებს მუდამ აოცებს.

  • აქ არქიტექტურის გასაოცარი მიქსია

მათ, ვისაც არქიტექტურა იტაცებს, ბუქარესტი საგანძურითაა სავსე. ლამაზი ეკლესია მონასტრები და მდიდრული ვილები სხვადასხვა სტილის აფეთქებებს წარმოგვიდგენს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

  • მას უნიკალური ისტორია აქვს

ბუქარესტის ისტორია ევროპაში გამორჩეულია. გაისერინეთ კომუნისტების პერიოდის ბულვარში და ქუჩებში, რომლებიც ომების პარალელურად აშენდა. შედით ისტორიის მუზეუმში და გამოიკვლიეთ ბუქარესტის პოზიციონირება ევროპაში.

  • ქუჩები უსაფრთხოა

ბუქარესტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქია. აქ ყოველწლიურად იკლებს კრიმინალის სტატისტიკა.

  • ბუნება ყველგანაა

წლის მანძილზე ბევრი მზიანი დღეა და ბუქარესტიც ბევრ მწვანე სივრცეს გთავაზობთ რელაქსაციის მისაღებად. ქალაქის ყველა პარკი და ბაღი, მათ შორის ბოტანიკური, 80 000 ჰექტარ ტყეს და ბუნებრივ ურბანულ სივრცეს აერთიანებს.

  • სამოთხე გურმანებისთვის

ბუქარესტი იდეალური ადგილია იმისათვის, რომ ტრადიციული რუმინული საკვები და სასმელი დააგემოვნოთ. კაფე-რესტორნები უფრო და უფრო კოსმოპოლიტური ხდება და მენიუებიც საკმაოდ მრავალფეროვანია.

  • მჩქეფარე ღამის ცხოვრება

რუმინელებს წვეულებები უყვართ და უიქენდებზე ბარებსა თუ ღამის კლუბებში დილამდე ცეკვავენ. ქალაქის ძველი ცენტრი, ლიპსკანის ქუჩის გასწვრივ, მხიარულების ეპიცენტრია. ჩვენ საუკეთესო კლუბებს გირჩევთ: Control Club – კლუბის ღია ტერასა ყველა სეზონზეა ღია. სცენა ეთმობათ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბენდებს, თუმცა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებიც საუკეთესოდ გაერთობიან; Expirat – ეს კლუბი გარეუბანში, ყოფილი ქარხანის შენობაში მდებარეობს და აქ ძველ, ცნობილ ჰიტებს უკრავენ; Gaia Boutique Club – გაია მოდის წვეულებების ადგილია, სადაც ბუქარესტის ცნობილი ადამიანებიც დადიან; Silver Church და Kulturhaus Bukarest– ბიუჯეტური არჩევანია; Kran – ეს კი ცენტრალური შოპინგ ცენტრის მეხუთე სართულზე მდებარეობს. ტექნო და ელექტრო მუსიკას წარმოგვიდგენს და ქალაქზე ხედებს გვთავაზობს.

  • ფესტივალები და გამოფენები ყველასთვისაა

ბუქარესტი ქალაქია, რომელსაც იშვიათად სძინავს, აქ რაღაც საინტერესო მუდამ ხდება. ფესტივალები სხვდასხვა თემატიკაზე იმართება: საკვები, დიზაინი, ვინტაჟი… The George Enescu festival – კლასიკური მუსიკის მარათონია, რომელიც მთელი თვე გრძელდება და ევროპაში დიდი პრესტიჟით გამოირჩევა.

  • მუზეუმების ქალაქი

ბუქარესტში 60-ზე მეტი მუზეუმი და მემორიალური სახლია. დიდი მუზეუმები ქვეყნის კულტურას და ისტორიას გაგაცნობენ, მემორიალური სახლები კი ინდივიდების როლს ქვეყნის ფორმირებაში.

  • ლამაზი ეკლესიები

დიდი სინაგოგა ქალაქის აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობაა. არ გამოგრჩეთ სტავროპოლეოს მონასტერი, დომნიტა ბალასას ეკლესია, ზლატარის და აშ.

  • ბიუჯეტური მიმართულება

ბუქარესტი სხვა ევროპულ ქალაქებს ცხოვრების სტანდარტით არ ჩამოუვარდება, თუმცა ის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი დედაქალაქია. აქ თქვენ ფულს ყველგან დაზოგავთ: ტრასნპორტში, სხვადასხვა სერვისებსა თუ კვებაში.

  • სანაპიროები

ბუქარესტი არაა ერთადერთი ქალაქი ურბანული სანაპიროთი, მაგრამ მისი ოქროსქვიშიანი სანაპირო ძალიან დიდია, ბევრი პალმის ხით და თერმული წყლის აუზებით. აქ ტემპერატურა თითქმის სულ 30 გრადუსამდეა.