თუ რუმინეთის დედაქალაქში მხოლოდ 24 საათი გაქვთ, ყველა წუთი მნიშნელოვანია! ჩვენ შეგიდგენთ ბუქარესტის 1 დღის გეგმას საუკეთესო მოსანახულებელი ადგილებით, კვებით და გართობით.

დილა

დაიწყეთ დღე გემრიელი ყავით კაფე ორიგოში (Origo), რომელიც ქალაქში გამორჩეული ცხელი სასმლითაა ცნობილი. ის ძველი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და საშუალებას გაძლევთ ვიზიტის შემდეგ, პარლამენტის სასახლეს მიაკითხოთ. დილის საათებში აქ ბევრი ხალხი არ დაგხვდებათ. შემდეგ, ჩისმიგიუს ბაღებს ეწვიეთ, გაისეირნეთ სიმწვანეში ან ეთამაშეთ ჭადრაკი ადგილობრივებს. ამის შემდეგ, კი ბუქარესტის ერთ-ერთ ულამაზესი ეკლესია, დომნიტა ბალასა მოინახულეთ.

24 საათიანი სათავგადასავლო დღის დაწყების ალტერნატიული გადაწყვეტაა უბანი პიატა ამზეი (Piața Amzei): აქ ბევრი კაფეა გემრიელი ყავით და ნამცხვრებით. შემდეგ გადაინაცვლეთ Calea Victorie-ზე, სადაც ბუქარესტის ბევრი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. დაათვალიერეთ კოლექციების მუზეუმი, რუმინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი ან ჯორჯ ენესკუს მუზეუმი. ყველა მათგანი ქალაქის დატვირთულ ისტორიულ გამზირზე მდებარეობს.

შუადღე

შთაბეჭდილებებით აღსავსე დილის მერე, გემრიელი ლანჩის დროა. ჩვენ გირჩევთ რესტორანს: Dianei 4, სადაც გემრიელი რუმინული კერძები დაგხვდებათ. ან მიაშურეთ ქუჩის კვების ობიექტებს; შემდეგ კი გაემართეთ ეთნოგრაფიულ მუზეუმში (Village Museum) და გაატარეთ მშვიდი შუადღე ძველ, ტრადიციულ რუმინულ სახლებს შორის. აქ ქვეყნის სხვადასხვა სტილის არქიტექტურა დაგხვდებათ.

თუ დახვეწილი შენობა-ნაგებობებით ხართ დაინტერესებული, ამ მუზეუმის შემდეგ დასიას ბულვარში გადაინაცვლეთ, სადაც ისტორიული ვილები ბუქარესტის ომიანობის პერიოდს ასახავენ. ამ არეალს “პატარა პარიზსაც” კი უწოდებენ.

პიატა რომანას ქუჩებიც საგანძურებითაა სავსე. The Frederic and Cecilia Cuțescu-Storck Art Museum – ხელოვნების და ისტორიის მოყვარულებს ერთნაირად გაახარებს. გაატარეთ შუადღე კოტროჩენის უბანში (Cotroceni), ბუქარესტის მშვიდ და ლამაზ ატმოსფეროში. აქ მდებარეობს კოტროჩენის მუზეუმი და ბოტანიკური ბაღი.

საღამო

ბუქარესტში საღამო გემრიელი ვახშმით უნდა დაასრულოთ. ძველი უბნის ცენტრში Caru’ cu Bere საუკეთესო ტრადიციული ობიექტია, პოპულარული როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივებში. გემრიელი ფრანგული კერძების რესტორანია – Le Bistrot Francais, ხოლო აზიურის – Yuki Japanese Home. ასევე, შეგიძლიათ მიაკითხოთ უგემრიელესი იტალიურ რესტორანს: Pasta Restaurant.

ღამე

ადგილზე მოხარშული რუმინული ლუდისთვის ბარებს მიაკითხეთ. ჩვენ Fabrica de Bere Bună-ს გირჩევთ. თუ კლუბური გართობა მოგწონთ, ბუქარესტი ბევრ კარგ ღამის კლუბს გვთავაზობს. მათ შორის არიან: Control Club, Expirat, Fratelli Social Club, Gaia Boutique Club. ან უბრალოდ დაბრუნდით ძველ ცენტრში და მიირთვით კოქტეილი რომელიმე ბარში ტერასით – დააკვირდით მზის ჩასვლის პერიოდს ან უკვე ღამის ცოცხალ ქალაქს.