ლინდოსში ბევრი საინტერესო აქტივობით დაკავდებით. ეს პატარა ზღვისპირა ქალაქია საბერძნეთის კუნძულის, როდესის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მას ძირითადად იცნობენ აკროპოლისის წყალობით. თუმცა, ამ ძველ ფოტოგენურ ადგილს ბევრი ღირსშესანიშნაობა აქვს. ვიწრო ხეივნები მალავენ რესტორნებს ახლად დაჭერილი ზღვის პროდუქტებით. აქაური კრისტალივით სუფთა წყალი მიმზიდველია მთელი ზაფხულის მანძილზე. ისტორიული ძეგლები და სანაპიროები ლინდოსში დასვენებას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევენ.

დროის გატარება ლინდოსის სანაპიროზე

ლინდოსის სანაპიროს (Lindos Beach) გადმოჰყურებს ლინდოსის აკროპოლისი და მთაზე გაშენებული თეთრი სახლები. აქ ოქროსფერი ქვიშა და სუფთა წყალი დაგხვდებათ. ზაფხულში ლინდოსის სანაპირო ხშირად გადატვირთულია, ამიტომაც ეწვიეთ ადრიანად. სანაპირო ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს და თუ დიდხანს შემორჩით, სანაპირო რესტორნებსაც გთავაზობთ.

პანაგიას ეკლესია და მისი მე-19 საუკუნის ფრესკები

ლინდოსზე მდებარე პანაგიას ტაძარი შთამბეჭდავი ფრესკებითაა მოხატული. ის 1300 წელს აშენდა, მაგრამ საუკუნეების მანძილზე რამდენჯერმე მოხდა მისი რესტავრაცია. ტაძარი დღემდე ინარჩუნებს მის პირვანდელ სილამაზეს. აღსანიშნავია საათის კოშკი და მუზეუმი. ღიაა ყოველდღე კვირის გარდა.

ლინდოსის აკროპოლისი როგორც ძვირფასი არქეოლოგიური ძეგლი

ლინდოსის აკროპოლისი ექსტრაორდინალური არქეოლოგიური ძეგლია. ის ქალაქს და სანაპირო ზოლს ჩიტის სიმაღლიდან გადმოჰყურებს. აქ ნახავთ ათენას საყდრის ანტიკურ ნანგრევებს და რამდენიმე საათს თავისუფლად გაატარებთ. აპრილიდან ოქტომბრამდე ღიაა ყოველდღე 8-დან 8 საათამდე. სხვა თვეებში 3 საათამდე.

სან პოლის სანაპირო

ეს კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანაპიროა.  ეს იდილიური ყურე მშვიდი წყლებით უსაფრთხოა საცურაოდ და სასიამოვნო წამოსაწოლად. სან პოლი თითქოს ბუნებრივი აუზია, დაცული კლდეებით. ის უფრო პატარაა, ვიდრე ლინდოსის მთავარი სანაპირო, მაგრამ უფრო მყუდრო ატმოსფეროთი გამოირჩევა.

სან პოლის ეკლესია

ამ რომანტიკულ ადგილას ხშირად იხდიან ქორწილებს. პატარა, თეთრი სან პოლის ტაძარი ფოტოგენურ ადგილას მდებარეობს და გვთავაზობს ხედებს წყალზე და ნავებზე.

ტერასეული ბარები ლინდოსში

ლინდოსში ბევრი ტერასული ბარია ხედებით აკროპოლისზე და თეთრ შენობებზე. აქ მზის ჩასვლისას განსაკუთრებით სასიამოვნოა სხდომა ჭიქა ღვინოსთან ერთად.

რესტორნები

ლინდოსის სამზარეულო ცნობილია გემრიელი ზღვის პროდუქტებით. აირჩიეთ რომელიმე ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში ან სანაპიროების მახლობლად. გირჩევთ ერთ-ერთ მათგანს: Mythos, სადაც უგემრიელეს თევზს ამზადებენ ბარბექიუზე.