საბერძნეთის ყველაზე მზიანი კუნძული, როდესი, მდიდარი ისტორიის, დიდებული სამზარეულოს და მომხიბვლელი პეიზაჟების სამეფოა. რატომ უნდა ესტუმროთ როდესს? აქ ყველაფერია რასაც ბერძნული კუნძულისგან ელით: შაქრისფერი სახლები ცისფერი კარებებით, მზე და გემრიელი საკვები. რითია ის ცნობილი? საოცარი აკროპოლისით, შუასაუკუნოვანი ქალაქით, ტყით და ქვიშიანი სანაპიროთი. ეს ყველაფერი იზიდავთ მწერლებს, არტისტებს და კინო ვარსკვლავებს. გიზიარებთ მიზეზებს, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ როდესს ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

1. ეს არის ყველაზე მზიანი ადგილი საბერძნეთში და შეიძლება ითქვას, ევროპაშიც

როდესსზე წლის მანძილზე მინიმუმ 300 დღე მზიანია. ზაფხულში აქ მუდამ კრიალა ცისფერი ცა და კაშკაშა მზეა. არაა გასაკვირი, რომ როდესს მზის კუნძულს უწოდებენ. წარმოიდგინეთ გრძელი მზიანი დღეების გატარება ქვიშიან სანაპიროზე, გემრიელი ნაყინის დაგემოვნება და სრული რელაქსაცია.

2. ის მდიდრული ისტორიით იკვეხნის

ბერძნული მითლოგიის მიხედვით, კუნძულს ქალღმერთი და წყლის ნიმფა როდე იცავდა. როდესში ჩასვლისას ის მზის ღმერთზე, ჰელიოზე დაქორწინა, რომელიც ზევსთან ერთად გადავარდა. არ სჯობს მოისმინოთ ეს ისტორია იმ ადგილას, სადაც ეს დრამატული სცენა მოხდა? საბერძნეთის დატოვება როდესის მონახულების გარეშე, მნიშვნელოვან შთაბეჭდილებებს წაგართმევთ. გაისეირნეთ ლინდოსის აკროპოლისთან და იხილეთ ქალღმერთ ათენას საყდარი.

3. ეს არის შუასაუკუნეების დროინდელი ყველაზე ძველი ქალაქი ევროპაში

როდესის ძველი ქალაქის კედლებს მიღმა, შუასაუკუნეებში ყველაზე ნაადრევად დასახლებულ ქალაქს აღმოაჩენთ. ის ხან თურქების, ხან კი იტალიელების მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. გაყევით კოხტა ქუჩებს ხიდებისკენ, აბანოებისკენ და საჯარო შენობებისკენ, რომლებიც აქ ოტომანების პერიოდიდან დგანან. დღეს, როდესი იუნესკოს მიერ აღიარებული დაცული ტერიტორიაა. აღმოაჩინეთ წვრილი ქუჩები პატარა მაღაზიებითა და კაფეებით.

4. ღვინო

აქ ღვინოს უკვე 2400 წელია რაც აწარმოებენ. ჩაეწერეთ დეგუსტაციის ტურში და დაათვალიერეთ უძველესი მარნები.

5. მაგიური პეპლების მდელო

როდესის სამხრეთით, 25 კილომეტრში პეპლების სამფლობელოს იხილავთ. ეს უნიკალური ნაკრძალი წლის ყველა დროს საოცარია და ველური ბუნების წიაღში გამყოფებთ. დატკბით ხეების ქვეშ სეირნობით და ყვავილების თვალიერებით.

6. სამზარეულო

ეს კუნძული ჯანსაღ ადგილობრივ პროდუქციას გთავაზობთ. აქ ბევრი სასიამოვნო კაფე და რესტორანია, სადაც ბერძნული სამზარეულოს კერძებს, მათ შორის რვაფეხას და ღორის ხორცს, უნიკალურად დამზადებულს მოგართმევენ. ავთენტური გამოცდილებისთვის, ეწვიეთ მეგისტონს ან ნიოჰორის.

7. ღამის ცხოვრება

ძველი ქალაქი ღამით ცოცხლდება და ჰიპოკრატეს მოედანზე მდებარე კაფე-ბარებში ცხოვრება დუღს. როდესი წვეულებების კუნძულია. ფალირაკიში სანაპირო წვეულებები იმართება, ბარებში კი  – დისკო საღამოები დიჯეის თანხლებით. თუ მსგავსი გართობა თქვენი არაა, ეწვიეთ ლინდოსს და დატკბით მზის ჩასვლის ხედებით კოქტეილით ხელში, მიირთვით სპაგეტი ან ესტუმრეთ ტრადიციულ ბერძნულ ტავერნებს.

8. ლამაზი სანაპიროები

როდესი ტყეების და ოქროს სანაპიროების გლამურული მიქსია. წყლის მომწვანო-მოცისფრო შეფერილობა და სიმშვიდე აქ ნამდვილად მოგხიბლავთ. აკროპოლისიდან ლინდოსისკენ პოლს ბეის სანაპიროს ნახავთ, უმშვენიერესი ლანდშაფტით. თუ სამხრეთისკენ გადაინაცლებთ, გლისტრა გიმასპინძლებთ.