რა ვნახოთ

5 საუკეთესო სამანქანო გზა სარდინიაზე

ხმელთაშუაზღვის კუნძული სარდინია იტალიის განსაკუთრებულ სანაპიროებს, არქეოლოგიურ ძეგლებს და კულინარიულ გამოცდილებებს აერთიანებს. მანქანის ქირაობის შემთხვევაში მის ფარულ საგანძურებსაც აღმოაჩენთ. შენი მეგზური 5 საუკეთესო მარშრუტს გირჩევთ.

1. სუპრამონტეს კანიონები და გზები

ნუორო – სანტა მარია ნავარესე; 120 კმ, 2 დღე

ნუოროს მთებს და ოროსეის ყურეს შორის მდებარე სანაპირო ზოლი ულამაზესი ლანდშაფტით, პლატოებით და ღრმა ხეობებითაა ცნობილი. ნუოროდან უნდა წახვიდეთ სამხრეთით, ოლიენასკენ. შემდეგ გეზი აღმოსავლეთისკენ უნდა აიღოთ. მოინახულებთ დორგალის, სარდინიას “დიდ კანიონს” (Gola Su Goroppu) და ბრინჯაოს ხანის მიტოვებულ სოფელს (Tiscali). სამხრეთით შემოგეგებებათ პატარა სოფელი ბაუნეი, მომხიბვლელი ოაზისი.

2. არქეოლოგიური საგანძური სარდინიაზე

ოლბია – კალიარი; 400 კმ, 2 დღე

ეს კლასიკური ტური სარდინიის ანტიკურ წარსულში ჩაგახედებთ. ოლბიადან გაეშურეთ უზარმაზარი სამარხების, ლი ლოგის (Li Lolghi) აღმოსაჩენად. ისინი კუნძულის ყველაზე ძველი არქეოლოგიური მონუმენტებია. შემდეგ ეწვიეთ სოფელ სედინის და დაასრულეთ დღე სასარიში; სადაც ანტიკური იარაღებით და სამკაულებით დატკბებით. მეორე დღეს გირჩევთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მონახულებას – Nuraghe Su Nuraxi, კალიარიდან 1 საათის გზაზე.

3. კოსტა ესმერალდა

ოლბია – ალგერო; 276 კმ, 3 დღე

ოლბიას ჩრდილოეთით მდებარე კოსტა ესმერალდა მდიდარი და გამოჩენილი ხალხის საყვარელი ადგილია. დაიწყეთ დათვალიერება პორტით (Porto Cervo); სადაც კინოვარსკვლავების იახტები აყენია. აქედან ეწვიეთ კურორტ პალაუს და ნავის ტურით მოინახულეთ მადალენას ეროვნული პარკი. გაყევით ზღვის გასწვრივ გზას სანტა ტერესა დი გალურასკენ. შემდეგ პორტს ეწოდება კასტელსარდო (Castelsardo). იქიდან კი დაუბრუნდებით ალგეროს ცივილიზაციას.

4. სინისის ნახევარკუნძული და მონტიფერუ

ორისტანო – ბოსა; 143 კმ, 2 დღე

ეს მარშრუტი გაგაცნობთ სარდინიის კულინარიას, სანაპიროებს, ლაგუნებს, ანტიკურ ნანგრევებს და მთის სოფლებს. ორისტანოს სამხრეთით, ევროპის მნიშვნელოვანი ლაგუნებია, იდეალური ჩიტებზე და ფლამინგოებზე დასაკვირვებლად. მოინახულეთ კართაგენული და რომაული ნანგრევები. სან ლეონარდოს ბაზრობაზე გასინჯეთ სარდინიის თაფლი. დაასრულეთ მოგზაურობა ბოსაში.

5. სამხრეთ-დასავლეთი

კალიარი – იგლესიასი; 297 კმ, 2 დღე

ეს საუკეთესო სამარშრუტო გზაა სანაპიროების მოსანახულებლად. სამხრეთ-დასავლეთ სარდინია საუკეთესო ნაპირების საგანძურია. კალიარიდან გაეშურეთ კარლოფორტეს და იგლესიასის მიმართულებით. ჯერ შეგხვდებათ ნორას ქვიშები, შემდეგ კი ბორნით სან პიეტროს კუნძულზე გადახვალთ, ელეგანტური სასახლეების და ზღვის პროდუქტების რესტორნების ადგილას. დატკბით კაპო სანდალოს შუქურის ხედებით. გააგრძელეთ მოგზაურობა კალა დომესტიკასკენ, რომელიც იდილიური სანაპიროა სარდინიაზე. დაასრულეთ მომხიბვლელ ქალაქ იგლესიასში.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ევროპაევროპა
ევროპა31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები